რუსთავი 2 ჯერ ასტროლოგიიდან ვერ გამოსულა, რასაც დღეს გადაცემა "შუა დღე" მიუძღვნა და რა სიუჯეტები უნდა გააკეთოს ამ ხალხმა. ასტროლოგია რა უბედურებაა?! აცტეკები ვართ თუ რა?!
ისე ზოგიერთი ამბობს ასტროლოგიას ვაღიარებო, იმიტომ რომ რა მზე, მთვარე და პლანეტები ხომ არსებობენი.
ამაზე მინდა მოგახსენოთ პატივცემულებო, რომ ამ ციურ სხეულებს რაც შეისწავლის ეს არის ასტრონომია და არა ასტროლოგია.
ასტრონომია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ციურ სხეულებს (მზე,მთვარე,პლანეტები), ხოლო ასტროლოგია არის ცრუ მოძღვრება, ცრუ წინასწარმეტყველება (მკითხაობა) და ამიტომაც არ აღიარებს მას რელიგია.
* * *
რუსთავი 2-ში ალბათ ჯერ კიდევ მკითხაობენ ფინჯან ყავაზე