მოკლედ საჯარო რეესტრის ონლაინ მომსახურების ოპერატორი შევაწუხე, კითხვების რაღაც ნაწილზე მიპასუხა და მერე შემოსავლების სამსახურში გადამამისამართა

ეს საჯაროსტან მიმოწერა

17:37:16 მადლობას გიხდით ჩვენთან დაკავშირებისთვის. ოპერატორი მალე მოგემსახურებათ...
17:37:23 ოპერატორი გული შემოუერთდა საუბარს
17:37:26 გული: მოგესალმებით, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
17:38:01 კახა: გამარჯობათ
საქველომოქმედო ფონდის რეგისტრაციასტან დაკავშირებით მაინტერესებს როგორ და სად ხდება
17:39:21 გული: ბატონო კახა, დამელოდეთ 2 წუთი, მოგაწვდით რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს.
17:41:59 გული: მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის , სა ჭრიოა, მიმართოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს და წარმოადგინოთ:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება.
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის დროს სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება) უნდა შეიცავდეს ელექტრონული ფოსტის მისამართს და იურიდიული მისამართისგან განსხვავებულ (ფაქტობრივ) მისამართს,
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი.
იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი რეგისტრირდება პარტნიორის/დამფუძნებლის, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირების საკუთრებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა).
იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იმავდროულად არ არის საზოგადოების დამფუძნებელი, დამატებით წარმოსადგენია მისი თანხმობა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
17:42:32 გული: ბატონო კახა, სარეგისტრაციო მომსახურების საფასური და ვადა: 1 სამუშაო დღის ვადაში საფასური არის 100 ლარი, ხოლო განცხადების წარდგენის დღესვე- 200 ლარი.
17:43:14 გული: ბატონო კახა, დაგიზუსტებთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო¬კუ¬მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ¬ყვე¬ტი¬ლების მისაღებად.
17:44:23 კახა: მე როგორც მითხრეს საქველმოქმედო ფონდის დასარეგისტრირებლად საჭიროა რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში შემოწირულობების და შემდეგ ამ თანხების გახარჯვის აღრიცხვა უნდა აწარმოოთო
თუ ეს აუცილებელი მოთხოვნაა მაშინ ვის სახელზე და რა სტატუსით უნდა ვაწარმოოთ აღრიცხვა?
17:49:52 გული: ბატონა კახა, აღნიშნული საკითხის დაზუსტება შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურში
17:50:21 კახა: მადლობა
17:52:39 გული: მადლობა თქვენ, ბატონო კახა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
ეს ბანკში ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (რეგისტრირებული კავშირები და ფონდები)
– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) რეესტრიდან ანგარიშის გახსნის მდგომარეობით;
- წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერის ნიმუში (შედგენილი ნოტარიუსის მიერ და დამოწმებული სანოტარო წესით);
შენიშვნა: როდესაც წარმოამდგენლობაზე უფლებამოსილი პირი თავად ხსნის ანგარიშს, მისი ხელმოწერის ნიმუშის დამოწმება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ ანგარიშის გახსნის განაცხადზე ხელმოწერით, ნოტარიულად დამოწმების გარეშე.
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
- განაცხადი ანგარიშის გახსნაზე დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით და ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში);
- ხელშეკრულება საბანკო ოპერაციების წარმოებაზე.
მოკლედ ამონაწერი და პირადობებია საჭირო, დანარჩენი ადგილზე კეტდება ყველაფერი
შემოსავლების სამსახურს ეს შეკითხვა გაუგზავნე

1, საქველომოქმედო ფონდის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაინტერესებს როგორ ხდება
2, მე როგორც მითხრეს საქველმოქმედო ფონდის დასარეგისტრირებლად საჭიროა რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში შემოწირულობების და შემდეგ ამ თანხების გახარჯვის აღრიცხვა უნდა ვაწარმოოთ, თუ ეს აუცილებელი მოთხოვნაა მაშინ ვის სახელზე და რა სტატუსით უნდა ვაწარმოოთ აღრიცხვა?
პასუხს გაგაგებინებთ