ხოო
შენ ხო იცი როგორი მორცხვი ვარ
და მაინც, "ფაქტების კონსტატაციისთვის" იქნებ გაგერისკათ
laciშემოგევლე

*************************
შემოსავლების სამსახურმაც მომწერა ოპერატიულად

მარა მემგონი იქაც ნახევარზე მეტი ბოტები არიან

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 6 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქველმოქმედო საქმიანობა განისაზღვრება სსკ–ის მე–10 მუხლის მიხედვით, კერძოდ:
,,1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის; (6.12.2011. N5371 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.)
ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;
ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;
ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;
ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით;
ა.ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.
2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:
ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;
ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;
გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;
დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება."
სამართლებრივი ფორმა - უნდა აირჩიოს გადამხდელმა. გადასახადებით დაბეგვრის პირობები დამოკიდებულია პირის სამართლებრივ ფორმასა და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შინაარსზე.
გისურვებთ წარმატებებს
შემოსავლების სამსახური
ყურადღება: ვებ-გვერდის მეშვეობით გამოგზავნილი წერილი ატარებს საინფორმაციო ხასიათს, შესაბამისად მასზე გაცემული პასუხი ვერ იქნება იურიდიული ძალის მატარებელი
This post has been edited by Mad Dog Gambino on 6 Jul 2012, 18:27