გამარჯობა ყველას

წუხელ 11-ისთვის ჩამოვედით და აქ შემოსვლის თავი, როგორც მე, ისე არც სხვებს არ გვქონდა...

ახლა რაც შეეხება გასვლის დეტალებს, - ცუდი ამბით დავიწყებ, ჩემი მეგობარ ჟურნალისტს, საუბედუროდ, ძმა გარდაეცვალა და ვერ წამოვიდა. ბოლო წამს გავიგეთ ამის შესახებ. კი მითხრა, კადრები ჩამომიტანე და სხვას დავამონტაჟებინებო, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე, ტელეჟურნალისტიკა და გადაღების სპეციფიკა ჩემთვის უცხოა... მირჩევნია პირველი სიუჟეტი ამ საქმის პროფესიონალმა გააკეთოს. მოკლედ, მომდევნო გასვლისთვის გადაგვედო.
მოკლედ, კახას პიკაპში ჯერ გეჯავადან წამოღებული ტანსაცმელი ჩავტვითრეთ, რომელიც იმ დღეს მე, კუსკუსამ და თამომ ზავრაშვილებისთვის გადავარჩიეთ და შემდეგ დავიძარით... ვიყიდეთ, ორ-რო ტომარა პურის ფქვილი, თითო დიდი ტომარა კარტოფილი, ოთხ-ოთხი 5 ლიტრიანი ზეთი... თიტო ტომარა შაქარი, დიდი პარკის მაკარონები. ნუ ეს ,,მასიური რაღაცების,, ჩამინათვალია, რაც თვალში მომხვდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ყველაფერი გრინმა და კახამ ჩაალაგეს და კუნთების დემონსტრირებამ გოგოებს არ მოგვიწია

მე და თამომ მხოლოდ სგუშონები და ასეთი წვრილმანი რაღაცეები ჩავალაგეთ... (ალბათ ჩეკებს დაასკანერებენ და დადებენ

) მანქანა ისეთი გადაძეძგილი იყო, ერთგან გაგვიჭედა, მაგრამ მალევე მოგვარდა

როგორც მოსალოდნელი იყო, საწვავი არ ჩაგვასხმევინეს, რაც მართლა შეღავათი იყო ჩვენი ფინანსებისთვის...
ვეჯინში ჩასულებს ფალკონე შეგხვდა, მაცივრის გარდა, ბავშვებისთვის ახალთახალი სათამაშოებიც ჰქონდა

ფოტოებს ვერ ვდებ, მერე რომელიმეს გადმოგიგზავნით ფოსტაზე და ატვირთეთ.
ძალიან მაგრად წვიმდა კახეთში, რასაც ჰქვია, კოკით ასხამდა... ზავრაშვილებთან ოდნავ უკეთესი მდგომარეობა დაგვხვდა, ბოსტანიც აქვთ, სუფთადაც იყვნენ, სახლის რაღაცეებიც მოუწესრიგებიათ, ცოტა გაუმართავთ. ბავშვების დედა არ დაგვხდა, თბილისში იყო, - ჩემი მგზავრობა არ შეიძლებაო... დანარჩენს მაგ ქალბატონზე გრინი ისაუბრებს
სათამაშოებისა და კანფეტების დანახვაზე ბავშვების ბედნიერი თვალები კარგა ხანს არ დაგვავიწყდება... სიხარულის სიცილ-ტირილი ჰქონდა ბავშვების ბებიასაც, როცა ამდენი პროდუქტი და რაც მთავარია, მედიკამენტები ნახა. ეპილეფსიანი ბავშვისთვის დეპაკინი ცოტაღა მქონდა დარჩენილიო, ჩვენ ორი-სამი თვის სამყოფი მივუტანეთ. მოკლედ სკოლისთვის ტანსაცმელს და წიგნებს შევპირდით. სასკოლო სახელმძღვანელოებით სახელწმიფო კი ეხმარება, მაგრამ რაღაცეები გვაკლდებაო და იმას ჩვენ მივაწვდით. ფალკონე ბავშვებს სასკოლოდ ფეხსაცმელებსაც შეპირდა.
მიხარია, რომ მისი სახით ერთი კარგი წევრი და გულისხმიერი ადამიანი შემოგვემატა

მადლობა მაცივრის თემის გახსნისთვის ლაცის
*
* * *
* *
იქიდან ქალქვაში წავედით. ისე წვიმდა, ცოტა კი შევშინდი, ე მანდ კახეთში არ მოგვიწიოს დარჩენამ-თქო, მაგრამ გადაიღო...

ლელიანის ცენტრში სოფლის გაგემბელი დაგვხდა, რომელიც რეხვიაშვილების ოჯახზე გველაპარაკა. გახსოვთ ალბათ, ის ქალბატონი, ჩვენი ბენეფიციარებისთვის სახლის გადახურავას როიმ შეგვპირდა. ნუ ისიც ცოტა რთული და პრობლემური ოჯახია, . ამ შემთხვევაში, გამოსავალი მათ მონდომაბეაზეა და არა, სხვა რამეზე... დეტალებს არ ჩამოვწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ შორენა, ანუ იმ ბავშვების დედა, უთავო და მოუწესრიგებელი ქალია. წამში მომატყუა რაღაცეები.
ერთი სიტყვით, გავაფრთხილეთ, რომ მომდევნო მოსვლაზე ეზო-კარი და ბავშვები (სახლში ორ ჰყავს მხოლოდ, სამი სახელმწიფოს პროგრამით მცირე საოჯახო ტიპის სახლშია) მოვლილი და მოწესრიგებული დაგვხვდებოდა, თუ არა, მანქანას მოვატრიალებდით და სხვასთან მივიტანდით პროდუქტს. სახლის გადახურვის საკითხებზეც მოველაპარაკეთ გამგებელს, რაღაც თანხით ჩვენც შევეხიდებით... ნუ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ცოტას გამოფხიზლდებიან. იმედია, გაჭრის.
თუ არა, ჩემი აზრით, ჯობია, სხვას, უფრო მებრძოლ და პერსპექტიულ ოჯახს დავეხმაროთ, (ნუ ეს ჩემი აზრია ) ვინც ჩვენი დახმარებით მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს... მოკლედ მაცივარი, პროდუქტი და ცოტა მუქარაგარეული რჩევები დავუტოვეთ და წამოვედით

მერე ფალკონემ კახეთიდან ,,პურიჭამის,, გარეშე წასვლა შეუძლებელიაო. ჩვენს წინ კახეთის ულამაზესი ხედები იყო გადაშლილი და ისე მივირთვით, უგემრიელესი კერძები, ცოტაც ძალიან მაგარი (გემრიელს ვგულისხმობ

) შავი ღვინო დავლიეთ (ნუ კაცებს მოეწონათ, მე დიდი დეგუსტატორობით ვერ დავიკვეხნი

და თბილისისკენ გამოვეშურეთ...

ჭირი იქა ლხინი აქა...

მომავალ შეხვედრამდე
This post has been edited by elpi on 9 Jul 2012, 12:54