BBCროგორც პმ-ში გითხარი, პირველ პოსტებ თუ წაიკითხავ ამ თემის ექვსივე ნაწილის, შენი კითხვების უმრავლესობაზე პასუხს იპოვი.
დანარჩენს კი ნელ-ნელა გაიგებ.

მოკლედ, ხალხებო.
მიშმოდერმა ხარონმა თქვა, რომ არ შეიძლება სახელი იყოს ორნაწილიანი (ნაცებისთვის ხომ კარგად შეიძლება?!

).
მინდოდა ასე : მოკალი შიმშილი - დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი.
რადგან ჩვენი იურისტი იძახის, ან ცისფერი მთები, ან ტიანშანიო, მაშინ ასე -
სახელი : "მოკალი შიმშილი".
დევიზი, მოწოდება, ქვესათაური, სახელის გაგრძელება, რავირაცგინდაისერქვას : "დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი".
მესმის, თავიდან სახელს რომ ვარქმევდი, არარსებულს ვარქმევდი და ამიტომ ვერც გავითვალისწინებდი სხვების აზრს.
ეხლა სახელს უკვე არსებულს ვარქმევ. ის კი იმიტომ არსებობს, რომ თქვენ არსებობთ.
ამიტომ თქვენი მხარდაჭერის, გაგების და მოწონების იმედი მაქვს.
თუმცა ძველი შეცდომის გამეორებას არ ვაპირებ ( სიტყვამ მოიტანა და არც სხვა შეცდომების ) და სახელის დარქმევას საჩხუბარს არ გავხდი. ერთხელ უკვე დამდეთ პატივი და მოიწონეთ ჩემი დარქმეული. მაშინ მოიწონეთ მეორეჯერაც.
კუსკუს, ისე რა მაგარი იქნება. ხელში ნოტარიულად დამოწმებული ქაღალდი გიჭირავს. რასაც გინდა იმას დაარქმევ

.
არის კიდევ სხვა საკითხი:
ფონდს სჭირდება ადმინისტრაცია.
დამფუძნებლები ვიქნებით მე და ზურა. იგივე Tired Man.
დირექტორიც ზურა იქნება. მე არც მინდა დირექტორობა და არც აქვს აზრი უცხოეთიდან დირექტორობას.
თუ მაინც და მაინც ჩემი რამენაირად "მაგ პონტში ხილვის" სურვილი გაქვთ, შემიძლია დავირქვა პრეზიდენტი (ოღონდ მოფერებით "პრეზო" არ დამიძახოთ).
საჭიროა კიდევ გამგეობის წევრები. უკვე არის აუცილებელი რაოდენობა. ჩვენი ოჯახის ადვოკატთან კიდევ დავაზუსტებ რაოდენობის საკითხს. მანამდე კი მსურველებს შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი კანდიდატურები.
დანარჩენი "თანამდებობები" დარეგისტრირების და უკვე ფონდის სახელზე ანგარიშის გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი. ეს გამომდინარე იქიდან, ვინ რა ინიციატივას გამოიჩენს. გავიგე ქრისტინე ბუღალტერიას ეწაფება გამალებითო. ვოტ ი ატლიჩნა.
როგორც კი ფონდს საკუთარი ანგარიში ექნება, შევიძენთ დომეინს და ინტერნეტ სივრცეს. ამაში ჩვენი IT-შნიკი დაგვეხმარება

.
ჩვენი ძველი საიტი გაუქმებულია (www.killhunger.org). ახალ საიტს მსგავსი სახელი ექნება, მაგრამ არა იგივე.
სულ ესაა.
და ჰო... კიდევ ერთი... მოვეფეროთ ერთმანეთს რა...
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი