მაგრად მეცინება ნაცების მითიურ მოგებაზე მაჟორიტარებში , აი მეცინება და მომკალი რა ...... თქვენი შეცდომა რა არის იცი , გონიათ მაჟორიტარებში ტოტალურად მოგება ჯიბეში გიდევთ , ვინაიდან ასე იყო გასულ წლებში ....არა გენაცვალე , ახლა სულ სხვა სიტუაცია გაქვთ .....მანამდე მაჟორიტარების ოპოზიციურ კანდიდატებს რაიონებში ელემენტარულად ფული არ ქონდათ ....მე მახსოვს წინა საპარლამენტო არჩევნები ქუთაისში , როდესაც , აბსოლუტურად უფულო გუბაზ სანიკიძემ , ყველა გაყალბებით 40 პროცენტი აიღო ქუთაისში და გაამარჯვებიეთ ხონელ ბობოხიძეს , რომელიც აბსოლუტურად უცხო სხეული იყო ქუთაისთვის
ახლა სულ სხვაა , უბან უბან დადის გუბაზი ქუთაისში , როგორც ყვებიან ზალიან თბილი შეხვედრებია და რაც მთავარია გუბაზის ფული აქვს .... ელემენტალურად აუვლიან თქვენს კანონს გვერდს ----აი მაგალითად საზღვარგარეთიდან 10-20 ქართული პასპორტიანი ტიპი გადაურიცხავს გუბაზის 60--60 ათას ლარს , რა წაართმევთ , თუ უკანონოა
ვის დაუყენებთ გუბაზის , მებენზინე ვისოლის ფხაკაძეს ....და ფხაკაძე თავის ფულს დახარჯავს , როდესაც გარანტია არ ექნება არაფრის ....დღევანდელი ბენზინზე ფასების გადამკიდე სერიოზულად ფიქრობთ მებენზინე მოიგებს ქუთაისს ?
2008 წელს აიღო უფულო გუბაზიმ ქუთაისში ყველა გაყალბებით 40 პროცენტი , ხოლო მის მერე ნაცებმა ომი წააგეთ , უმუშევრობამ მოიმატა , პატიმრები დაემატა ----- და ახლა ფულიან გუბაზის მოუგებთ ?
მე მგონი რეალობას ხართ მოწყვეტილი , მაჟორიტარებში წააგებთ ზუსტად კატასტროფულად , იმიტომ , რომ არც ერთი სერიოზული ბიზნესმენი დღევანდელ სიტუაციაში თავის პირად ფულს აღარ დახარჯავს , მას ურცევნია პაკაზუხა გააკეთოს თქვენთან ხოლო ბ.ბ.-ს ჩუმად მოელაპარაკოს ...
ბიზნესმენს ამოძრავებს თავის ფულის დაცვა , ხოლო ნაცები უკვე ვეღარ იძლევიან გარანტიებს , ამიტომ სერიოზული ბიზნესმენი დაუდგება იმას ვინც გარანტიებს მიცემს ...ან რა შენ გონია არ იციან ბიზნესმენებმა , რომ ნაცების მოგების შემთხვევაში , ვისგან ამოიღებენ ნაცები არჩევნებზე ნახარჯ ფულს , თან დიდ ფულს ვინაიდან ნაცებს დიდი ხარჯი ექნებათ ......
აი , პროსტო დასახელე ქუთაისის მაჟორიტარის ნაცების კანდიდატი .....ხალხის დეფიციტიც გაქვთ სერიოზული
სხვა ოლქები არ ვიცი , მოდი იმერეთს გეტყვი
საჩხერე და ჭიათურა ---- პოლის ჯოხი , რომ დაასოს ბ.ბ.-იმ მოგებული აქვთ
ქუთაისი უეჭველი წაგებული გაქვთ , არ ევასებათ ქუთაისლებს ნაცებმა ქუთაის , არაქუთაისლები , რომ მოაჯინეთ თავზე , ქუთაისის წაგებისთვის ნაცებს მარტო ბობოხიძის ძმა გეყოფათ სხვაზე , რომ არ ვილაპარაკოთ ---- დაჯექი ქუტაისლებში და ილაპარაკე
სამტრედიას წააგებთ , ნაცებს სერიოზული სამტრედიელი არ გყავთ , კალაძე საკმარისი იქნება ნაცებიდან ფეხებზე დაკიდებული სამტრედიისთვის , როდის იყავი ბოლოს სამტრედიაში ?
ვანში თუ ლეჟავა დააყენეთ მაჟორიტარათ -----ახლავე გეუბნები წაგებული გაქვთ ......
ხონში და ზესტაფონში არ ვიცი ...ნამდვილად არ ვიცი ...ზესტაფონში კოკაია ბევრს აკეთებს , ვის მხარესაც დაიჭერს მე მგონი ის გაიმარჯვებს ...ხონში , ალბათ გაიმარჯვებთ , ბობოხიძემ მე მგონი მაგრა დააშინა იქაურობა ....
თერჯოლა , ბაღდათი ---- მაგრა დაიქცნენ მეღვინეები , ვნახოთ ვინ რას შეპირდება ..... ფიფტი-ფიფტია , მაგრამ სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული რაიონები არიან ასი პროცენტით , არა მგონია გლეხებმა თქვენ მოგცენ ხმა
ხარაგაულშიც მაგრა აგეჭრათ სიტუაცია , ხარაგაულს შარშანდელი მეწყერიც ახსოვს , ხეების მოჭრაზე ნახევარი ხარაგაულის დაჭერაც ახსოვს ...გაგიჭირდებათ
საიდან ასეთი იმედი მაჟორიტარების მაგრა მიკვირს .....
This post has been edited by მაკიაველი on 3 Jun 2012, 04:04
01.10.2012.