წლის ბოლომდე თბილისი
უფასო WiFi სისტემით დაიფარება
თბილისი - ინტერნეტ ქალაქი. თბილისის
მერია გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს,
რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე
ყველა რაიონი ეტაპობრივად უფასო WiFi
სისტემით დაიფარება.
სწრაფი და კომფორტული უსადენო
ინტერნეტით მომსახურება ქუჩებში,
სკვერებში, საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, მანქანაში, მეტროში და
მთელ ქალაქში იქნება შესაძლებელი.
ინტერნეტით სარგებლობისათვის
მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ქსელის
სახელწოდება - "Tbilisi loves you".
პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის
თავისუფლებას, განათლებასა და
ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას
როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის,
ისე ტურისტებისათვის. მსოფლიო ქალაქებს
შორის თბილისი პირველია, რომელსაც
ასეთი მასშტაბით ინტერნეტ დაფარვა
ექნება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ
ვარკეთილის მოსახლეობასა და სტუდენტებს
ახალი პროექტი გააცნო და ინტერნეტ
ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვარკეთილში და გლდანში უფასო ინტერნეტი
უკვე ჩართულია და უსადენო ინტერნეტით
თბილისის აღჭურვა წლის ბოლომდე
დასრულდება.
კიდევ ითქვა რომ არანაერი შეზღუდვა არ იქნება
და ეს ყველაფერი უფასოდო,
ანუ მერე მაგის გადასახადს არაფერზე არ მიაბამენ

პრინციპში არარეალური არაფერია, მაგრამ ბატონო გიგი იქნებ ჯერ მაგალითად 24 საათიანი წყალი მოგეცა?
This post has been edited by UMTS on 4 Jun 2012, 14:42