გიორგი თარგამაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ოპოზიციიდან სამი პოლიტიკური სუბიექტი შეხვდება
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ოპოზიციიდან სამი პოლიტიკური სუბიექტი - "ქდმ", "ახალი მემარჯვენეები" და "ქართული ოცნების" 2-3 წარმომადგენელი შეხვდება.
როგორც Prime Time News-ს თარგამაძემ განუცხადა, კლინტონთან შეხვედრაზე ის საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტთან დაკავშირებითაც აპირებს საუბარს.
"მონაწილეობას მივიღებთ სამი პოლიტიკური სუბიექტი - ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" და ორი ან სამი წარმომადგენელი კოალიცია "ქართული ოცნებიდან". დაესწრება თუ არა ბატონი ბიძინა ამ შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა გაგრძელდება 45 წუთი. ეს საკმარისი დროა პოზიციათა გაცვლისთვის. იქნება რამდენიმე კონკრეტული თემა, მე აუცილებლად შევეხები მოტივაციას და შედეგს ჩვენ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების. ამის შედეგად ჩვენ დღეს უკვე გვაქვს იურიდიულად თანაბარი უფლება ყველა საარჩევნო მონაწილისთვის. ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ამაზე ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ყოველ შემხვევაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, არჩევნების დელეგიტიმაციისა და შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმის საშიშროება არ არსებობს". - განაცხადა "ქდმ"-ს ლიდერმა.
თარგამაძის თქმით, ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით საჭიროა ახალი მექანიზმი და ამისთვის გასატარებელ რეფორმებზე ინფორმაციის მიღებას ის კლინტონისგან შეეცდება.
"ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ახალი, კონკრეტული მექანიზმი: ერთი კიდევ რა რეფორმა გვაქვს გასატარებელი ინტეგრაციისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული და მეორე, ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაცია და მომავალი არჩევნები". - აცხადებს Prime Time News-თან თარგამაძე.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" შეხვედრა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ადგილზე 10:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
ჰილარი კლინტონი საქართველოს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა. ის შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს.გიორგი თარგამაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ოპოზიციიდან სამი პოლიტიკური სუბიექტი შეხვდება
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ოპოზიციიდან სამი პოლიტიკური სუბიექტი - "ქდმ", "ახალი მემარჯვენეები" და "ქართული ოცნების" 2-3 წარმომადგენელი შეხვდება.
როგორც Prime Time News-ს თარგამაძემ განუცხადა, კლინტონთან შეხვედრაზე ის საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტთან დაკავშირებითაც აპირებს საუბარს.
"მონაწილეობას მივიღებთ სამი პოლიტიკური სუბიექტი - ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" და ორი ან სამი წარმომადგენელი კოალიცია "ქართული ოცნებიდან". დაესწრება თუ არა ბატონი ბიძინა ამ შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა გაგრძელდება 45 წუთი. ეს საკმარისი დროა პოზიციათა გაცვლისთვის. იქნება რამდენიმე კონკრეტული თემა, მე აუცილებლად შევეხები მოტივაციას და შედეგს ჩვენ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების. ამის შედეგად ჩვენ დღეს უკვე გვაქვს იურიდიულად თანაბარი უფლება ყველა საარჩევნო მონაწილისთვის. ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ამაზე ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ყოველ შემხვევაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, არჩევნების დელეგიტიმაციისა და შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმის საშიშროება არ არსებობს". - განაცხადა "ქდმ"-ს ლიდერმა.
თარგამაძის თქმით, ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით საჭიროა ახალი მექანიზმი და ამისთვის გასატარებელ რეფორმებზე ინფორმაციის მიღებას ის კლინტონისგან შეეცდება.
"ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ახალი, კონკრეტული მექანიზმი: ერთი კიდევ რა რეფორმა გვაქვს გასატარებელი ინტეგრაციისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული და მეორე, ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაცია და მომავალი არჩევნები". - აცხადებს Prime Time News-თან თარგამაძე.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" შეხვედრა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ადგილზე 10:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
ჰილარი კლინტონი საქართველოს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა. ის შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს.
http://primetimenews.ge/category/3/politic...targamadze.html