სიტუაცია ძალიან მარტივია
გადაცემაში იყო სტუმრად გაზულუქებული, ამპარტავანი, გაბღენძილი, გაბატონებული ნაციონალური მოძრაობა და მეორეს მხრივ უბრალო ქართველი კაცი, რომელსაც ერთის მხრივ ბოღმა ახრჩობს, საკუთარი უსუსურების განცდით , მეორეს მხრივ კი მზადაა ეს მთავრობა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კედელთან მიაყენოს და დახვრიტოს. რატომ?
იმიტომ რომ ყველაფერი წაართვა, შეუგინა, შეუბღალა , დააძაბუნა და თან უკიჟინებს, თუ მე არ მადიდე, ესე იგი რუსეთის მონა ხარო! მაგ კარდუ ნასარიძეს კომკავშირელს, კომუნისტს ადარებენ. მსგავსება კი, ბევრია, თუმცა ის კომკავშირელი და კომუნისტი იცავდა სახელმწიფოს , რომელიც პოლუსი იყო, ატომური შეიარაღება ჰქონდა. მშიერი არ ყავდა, შიშველი არ ყავდა, ლტოლვილი არ ყავდა, უმუშევარი არ ყავდა!
ამათ????
1 600 000 ქართველი სიღარიბის უკიდურეს ნიშნულზე დაბლა დგას !
ტერიტორიები ერთმანეითის მიყოლებით იკარგება!
ქვეყნის ლიდერი არის ჩვეულებრივი შარლატანი (თანაც უნიჭო)
ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს სასამართლო სისტემა
აბსოლიტურად არ არსებობს იდეოლოგია, ნატო–ევროკავშირი უბრალოდ ოპიუმია და მეტი არაფერი
ადამიანის სიცოცხლე და კერძო საკუთრება არათუ დაცული არაა, პირიქით, სახელმწიფო მანქანა ებრძვის , ახრჩობს, კლავს.
ქვეყნის ეკონომიკა იწყება და მთავრდება გზების და ხიდების მშენებლობით, ფასადების შეღებვით, განათებით.
ფეხზეა დაკიდებული ქართველი გლეხი, სოფლის მეირნეობა და საერთოდ ბევრი რამ , რაც შეიძლება მართლა ქვეყნის ხერხემალი იყოს, ვანოსგან განსხვავებით.
ერთადერთი სწორი ხედვაა (ამათი აზრით) ლიბერტარიანიზმი (თუმცა 99% მა არ იცის ეს რას ნიშნავს), სადაც სახელმწიფო არის კორპორაცია, მესაკუთრეებით და მენეჯმენტით.
მოკლედ ,
ეს ნასარიძე გასაგებია რომ ნოლიანია , არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ის უბრალოდ ანარეკლია, ქართული ხელისუფლების, რომელსაც თუ დასცალდა საერთოდ წაშლის მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან სახელმწიფო საქართველოს.
ამიტომ ჩვენ, დღეს, ყველანი ელისაშვილები უნდა ვიყოთ
ესაა ჩემი კომენტარი.
პ.ს. არაფერი დასაძრახი მაგ კაცს და მის ნერვებს არ ჭირს, მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით გავიგდებდი ბატონ ნასარიძეს და მის ხელმძღვანელობასაც (სულ უფროსიანად) წიხლის ქვეშ
This post has been edited by 4biddenXYZ on 7 Jun 2012, 13:09