ეს ამ ოპერიდანაა, თან სამი წელია მაგას წერს.
დაიწყება აზერებს და სომხებს შორის დაპირისპირებაო, აზერებს მისცემენ თავის ტერიტორიებს , სანაცვლოს სომხეთი ჩვენ დაგვიპყრობს, წაგვართმევს სამცხე ჯავახეთს და აჭარას , და ა.შ...
ატან წერს, ეს ამერიკელების გეგმააო.
რუსეთუმე რომ იყო ეგ ასდს ვიცოდი, მაგრამ ეს ვაფშე აგენტი ყოფილას. ამით აჭმევს ეტყობა პურს თავის ოჯახს...
ღამე ვუსმინე ამას და კოშმარებში ვიყავი დილამდე..
სადმე რომ მანახა დავახრჩობ ჩემი ხელით.
http://itngeorgia.wordpress.com/2012/06/08...%9B%E1%83%98-2/ * * *
ესეც გუდაძის გახმიანებული რუსული გეგემა, რაზეც თურმე ამერიკელებთან "შეტანხმებულები" არიან
ამას წერს სამი წელია. მაგრამ ბოლო მიმართვებში რუსეტს საერთოდ არარ ახსენებს-ეს სუფტა ამერიკული გეგმაა თურმე.
რუსების და სომხების ამბავი რომ ვიცი, ვიღაცის ცხელ ტვინებში არ გამოვრიცხავ, რომ ეს გეგემა არსებობს
საქართველო სომხეთის ომი – ფიქრი უკომპობის ჟამს..
22/05/2012Levan GudadzeLeave a commentGo to comments
გუშინ კომპმა გაჭედა საკაიფოდ, ათასჯერ გადავტვირთე და არ ჩაიტვირტა და მეც ვიფიქრე რა რომ ჩაილურის წყალი დალია დილიდან გეოპოლიტიკურ თემებზე ფიქრით შევიქციე თავი. წეღან ვცადე კიდევ ერთხელ ჩატვირთვა, რაღაცეები ვიხიმიჩე – არ ვიცი რა და გამოვიდა

) ასე რომ დავდებ აგერ დღევანდელი ფიქრების მცირე ნაწილის სქრინ შოტს, იქნებ ვინმე დააფიქროს კიდეც თემაზე..
კონკრეტულად კი დილიდან იმის გამოთვლას ვცდილობდი თუ როდის შეიძლება დაიწყოს საქართველო-სომხეთსა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები. პრინციპში რამდენჯერ არ ჩავატარე დიდი გეოპოლიტიკური სურათის ჩემეული ხედვის რევიზია იმდენი ამ ომთან და საქართველოს სრულმასშტაბიან დეზინტეგრაციასთან მივედი ასე რომ ომი მიმდინარე წლის დასრულებამდე ყველა ვარიანტში იქნება. ჩემთვის უცნობი ის არის მხოლოდ თუ ზუსტად რომელ რიცხვში და როგორ დაიწყება ეს ყოველივე. ანუ ზაფხულის თვეები იქნება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები გადმოედება საქართველოს თუ საქართველოს შიგნით დაიძაბება ვითარება, სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკირება მოხდება და ეს გახდება სომხეთის აგრესიის მიზეზი, მერე კი აზერბაიჯანი გაუხსნის სომხეთს მეორე ფრონტს და შავ ზღვაზე გასულ ერევანს მთიან ყარაბახს თუ ვერა დანარჩენ ექვს ოკუპირებულ რაიონს მაინც აართმევს, რომ ცხადია ყველა კმაყოფილი დარჩეს საქართველოს გარდა რომელიც საერთოდ ვერ დარჩება და ვერ გადარჩება. ..
იმაზეც ვფიქრობდი შემოდგომით რამდენად შეიძლება დაიწყოს სომხეთთან ომი, როცა სიტყვაზე საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ე.წ. ოპოზიციონერებისთვის ხელსაყრელი ინსტრუმენტი იქნება არეულობის მოსაწყობად რაც ისევ სატრანსპორტო არტერიების ბლოკირებაში შეიძლება გადაიზარდოს და სომხეთს “ბლოკადის” გარღვევის და “სიცოცხლის გზის” გაყვანის შანსი-მიზეზი მიეცეს..
მოკლედ წლებია სომხეთთან და რუსეთთან მოსალოდნელ ომზე ვსაუბრობ და რაც უფრო ახლოვდება ზაფხული მით უფრო მეტ დროს ვუთმობ საკითხზე ფიქრს..
საინტერესოა ზაფხულის რომელი თვე უფრო მშრალი და უღრუბლო იქნება ივნისი თუ ივლისი?..
სომხეთმა რომ მიზანს მიაღწიოს ბლიცკრიგი უნდა შეუსრულოს საქართველოს ანუ სახმელეთო ძალების სწრაფი გადაადგილებისთვის კარგი ამინდი ჭირდება. იგივე ჭირდება სომხეთის ავიაციას ეფექტური მუშაობისთვის. პლუს ზაფხულში ენ რაოდენობის სომხეთის მოქალაქე დამსვენებელი იქნება აჭარის ტერიტორიაზე რომელთა უსაფრთოხების უზრუნველყოფაც დამატებითი არგუმენტი იქნება ერევანისთვის საქართველოს ამ რეგიონში შეჭრისას..
შეიძლება აგვისტოშიც დაიწყოს, მარამ ამ შემთხვევაში სომხეთისთვის რისკის ფაქტორი უფრო მაღალი იქნება. თუ მოკლე დროში ვერ გაანეიტრალეს საქართველოს შეიარაღებული ძალები და თუნდაც რამდენიმე ათასმა მებრძოლმა პარტიაზნულ მოქმედებებზე გადასვლა მოახერხა შემოდგომისა და ზამთრის პირობებში უკიდურესად გაუჭირდება სომხეთის არმიას ვითარების დარეგულირება, გინდაც მას რუსეთის შეიარაღებული ძალები დაეხმარონ. თან პარტიზანებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და კაპიტულაციის აქტის ხელმოწერას. ასე რომ პარტიზანებამდე არ მიიყვანენ ალბათ საქმეს და შესაბამისად უფრო დიდი შანსია რომ ან ივნისში დაარტყავენ საქართველოს ან ივლისში..
შემოდგომა ზამთარსაც აქვს გარკვეული პლუსები, მაგრამ მინუსები უფრო ბევრი აქვს და ამ ფაქტორის გათვალისწინებით ასეთ სურათს ვაწყობ.
1. სომხეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყება – 2012 წლის ივნის-ივლისის თვეში 60%..
2. სომხეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყება – 2012 წლის აგვისტოში – 30%..
3. სომხეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყება – 2012 წლის შემოდგომა ზამთრის მონაკვეთში – 10%..
4. სომხეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყება – 2012 წელს – 100%..
ისე იმაზეც ვფიქრობდი რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს სომხეთის არმიის იერიში და შემდეგ დასკვნამდე მივედი. შეტევა დიდი ალბათობით შემდეგი სამი მიმართულებით განხორციელდება.
1. სამცხე ჯავახეთი – აჭარა.
2. სამცხე ჯავახეთი – ბორჯომის ხეობა – ხაშური – სურამი – უღელტეხილის ბლოკირება.
3. თბილისი და შემოგარენი.
საომარ მოქმედებებში რუსეთის არმიის ჩართვის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის ზონაში მოხვდება:
!. ყაზბეგის და დუშეთის რაონები.
2. მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის რაიონების რიგი ტერიტორიები.
3. დიდი ალბათობით ახმეტის რაიონი. კახეთის ადმინისტრაციული ცენტრების.
4. სამეგრელო და გურიის სანაპირო ზოლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე..
5. ქუთაისი – იმერეთი ნაწილობრივ.
6. თბილისი.
7. რუსეთის სპეც-სამსახურები განახორციელებენ კრიმინალი სააკაშვილის ლიკვიდაციას..
მოკლედ საქართველოს ფაქტიურად სრული ოკუპაცია მოხდება.
ისე კი შეიძლებოდა ანალიტიკური მასალის მომზადება თემაზე და არგუმენტების მოყვანა თუ რატომ ასე და არა სხვაგვარად მაგრამ ვის რაში აინტერესებს ეს ყველაფერი რომ თავი შევიწუხო..
პ.ს. ისე მართლა საწყენია რომ ყველაფერს თავი გავანებოთ ფაქტიურად 3-4 წლით ადრე გავაფრთხილე ბრდზენი ქართველი ერი რომ თუ გონს არ მოეგებოდა და კრიმინალურ რეჟიმთან თვითორგანიზებულ დამოუკიდებელ ბრძოლას არ დაიწყებდა და ისევ მედროვე პოლიტიკანების და სხვისი ხელით საკუთარი საქმის გაკეთების იმედად დარჩებოდა 2011 მაქსიმუმ 2012 წელს სომხეთთან და რუსეთთან ომი და თანამედროვე საქართველოს განადგურება იქნებოდა გარდაუვალი და ასეც ხდება და მოხდება. მადლობის ნიშნად კი ამ გადაბრდზენებულებმა საზოგადოებიდან გამრიყეს, გამაკვირვეს იმდენი ტალახი მესროლეს და საერთოდ მტრად მაქციეს. რატომ? რისთვის?.. ადეკვატურობის ზეიმია რა გურჯისტანში..
This post has been edited by rusa1960 on 9 Jun 2012, 11:10
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare