estragonცოტა "გაგიოფებ" თემას,,,
ბიძინას "ევოლუციები" ნატოსთან დაკავშირებით:
"მოგეხსენებათ, ეს სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა. სამხედრო ინტერესების გარდა, ნატო-ს სტანდარტები ქვეყანაში მაღალი დემოკრატიის დონის არსებობას მოითხოვს. სააკაშვილმა თავისი ავტორიტარული მიდრეკილებებით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ფაქტობრივად გააუქმა და თავისი ქმედებებით
ნატო-ს პერსპექტივა ძალიან შორს გადასწია" ,- განაცხადა ივანიშვილმა.
http://7days.ge/index2.php?newsid=1451526/05/12 19:32
კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საქართველოს
ნატო-ში გაწევრიანების რეალური შანსი მხოლოდ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ექნება". როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,მეცხრე არხში" სტუმრობისას განაცხადა,
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ხელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლის" ,,მართალია, სააკაშვილი აცხადებს, რომ წლევანდელი სამიტი არ იყო გაფართოების ფორუმი, მაგრამ მერწმუნეთ, რომც ყოფილიყო, საქართველოს არავინ მიიღებდა. საქართველოს ნატო-ში ვერ მიიღებენ, სანამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია. სწორედ სააკაშვილია პირველი ხელისშემშლელი ნატო-ში სწრაფვის გზაზე. Nნატო არ არის მხოლოდ სამხედრო დაწესებულება. ეს ალიანსი ითხოვს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს, სააკაშვილმა კი ამერიკელებს ავტორიტარული სახელმწიფო დაახვედრა.
ჩვენ მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას შევქმნით რეალურად, სწრაფად და არა ფასადურად სააკაშვილისთვის რომ გვესმინა, ახლა უკვე ნატო-ში უნდა ვიყოთ"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
http://www.iveroni.com.ge/politika/10722-b...html?lang=ka-GE
ირაკლი სესიაშვილი:
საკმარისია, პოსტსაბჭოთა სივრციდან ბალტიისპირეთის შემდეგ ერთი ქვეყანა მაინც გახდეს ნატოს წევრი, რომ სხვა ქვეყნებსაც მიეცემათ პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების. ამის შემდეგ კი რუსეთი, ფაქტობრივად, ნატოს ალყაში მოექცევა. ეს კი მათ ინტერესებში არ შედის, იმიტომ რომ
ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და შესაბამისად, რუსეთს აქვს იმის შიში, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა დაკარგოს. ნატოში გაწევრიანებისთვის მინიმუმ ოთხი-ხუთი ფაქტორის დაკმაყოფილებაა საჭირო. . ამ ფაქტორების რიგითობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,
თუმცა პირველი ეს არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება http://primetimenews.ge/category/3/politic...esiashvili.html ეს ისევ იმ აზრზეა, ჩამორჩა ბიძოს...
განსაკუთრებით ისე მომწონს, რუსეთის ინტერესებში რომ არ შედის ჩვენი ნატოში გაწევრიანება, იმიტომ , რომ თურემ "ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და შესაბამისად, რუსეთს აქვს იმის შიში, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა დაკარგოს."
არაა მეტი რაღა უნდა თქვას კაცმა...
ნუ კოლიციის სხვა '" ანტინატო" ტიპებზე არაფერს ვამბობ....
ისევ ბიძო:
ესეც გავიხსენოთ:
აქ ხშირად ითხოვენ ხოლმე, დაამტკიცეთ აბა როდის თქვა ბიძინამ ომი ჩვენ დავიწყეთო
ჰოდა აჰა, არამარტო პირველ პრესკონფერენციაზე თქვა, არამედ "ამერიკის ხმასთან; ინტერვიუშიც
პრესკონფერენცია:
"პრესკონფერენციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, 200 -მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. ის საათნახევარს გაგრძელდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სრულად გადაიცა.
NATO -ში ინტეგრაცია
ბიძინა ივანიშვილმა ორ კითხვას უპასუხა საქართველოს NATO -ში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით. “ბლუმბერგის” კითხვაზე, როგორია მისი ხედვა ამ საკითხზე, ივანიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის ავტორიტარულმა ქმედებებმა “მნიშვნელოვნად გადაწია NATO -ში საქართველოს გაწევრიანების პერპექტივა” :
“ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, სამხედრო ინტერესების გარდა, ნატოში მისაღებად საჭიროა, ქვეყანაში მუშაობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა მოსპო და ამ ქმედებებით მნიშვნელოვნად გადაწია NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პრესპექტივა”.
მეორე, უფრო კონკრეტული კითხვა, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლმა ირაკლი ტაბლიაშვილმა დაუსვა. “ემხრობით თუ არა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას და და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ გაგრძელდება თუ არა ეს პოლიტიკა”?
ამ კითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა: “ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით ავღანისტანსა და ერაყში პატარა პარტნიორობა ასეთი დიდი გაერთიანების. ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მომავალში ასეთი დიდი გაერთიანების პარტნიორობა მომავალშიც მოვახერხო. კონკრეტულად რამდენად საჭიროა, რამდენი უნდა დავამატოთ, თუ გამოვაკლოთ ეს იქნება ანალიზის შემდეგ”.
2008 წლის ომი
“ბატონო ბიძინა თქვენს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია რუსეთის კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ ამ სიტუაციაში ქართულ მხარეს და მას მიიჩნევთ, როგორც ომის ინიციატორს? “ინტერპრესნიუსის” და პალიტრა ტივი”-ს რეპორტიორის ვასილ გაფრინდაშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:
“პირველ რიგში მე მოვიშველიებ ტალიავინის [კომისიის] დასკვას, მეორეც მე წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ -საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა.
ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოდ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ პროცესი როგორ ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებებისაგან. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველაგან, გარდა იმ სამი არხისა, რომელიც მე ჩამოვთვალე[რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი].
მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
სააკაშვილი გვარწმუნებს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მეხსიერება არ დაუკარგავთ, ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია. მახსენდება ჯორჯ ორუელის “1984” ფიქრის პოლიცია. ქართველი ხალხის ზომბირებას აპირებენ. განა არ გვახსოვს ლომაია როგორ გმოძღვრავდა ლევიტანივით, ეს სოფელი ავიღეთ და ამ სოფლებს ასახელებდა. განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთისგან. ჩვენ სიმართლეს უნდა შევხედოთ. ნუ ცდილობენ ქართველი ხალხის მოტყუებას და დაბნელებას. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. სამი ხსენებული არხი სამი დღის განმავლობაში, ამაზე ჩემი განცხადების გამო, ჩემი კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებდა. ასე იყო სიტუაცია. ჩვენი მეხსიერების წაშლას და ჩვენ ზომბირებას ისინი ვერ მოახერხებენ თუმც ამის მცდელობა აქვთ”.
http://geurasia.org/news/bidzina-ivanishvi...skonferenciaze/ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან":
რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გააკეთა ამ კუთხით, უამრავი უმეცრება შეიძლება დავინახოთ.
დაწყებული ტანკების შესყიდვიდან, შემდეგ იმ ავანტურაში ჩართვით, როგორც დაიწყეს ომი. . რაც დაფინანსება იყო, ქარს და წყალს გაატანეს.
http://www.georgiandream.ge/geo,%E1%83%90%...%83%90%E1%83%9C This post has been edited by rusa1960 on 12 Jun 2012, 01:02
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare