#31659973 · 14 Jun 2012, 11:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (lasha_alo @ 13 Jun 2012, 21:35 ) | რაში უნდა აწყობდეს ოცნებას ეს 9000 დევნილი? ერთი არგუმენტი მითხარით,ოღონდ მარგალიტებს ნუ მესვრით. პირიქით, ღია ნიშანიარომ მიშასგან კრემლი უკმაყოფილოც კი არაა . :დ ირიბად ეხმარება ანტირუსულ ისტერიაში. |
ეს ყველაფერი 2-ვე მხარისთვის (საქართველოსთვის და რუსეთისთვის) პოლიტიკური ქულების დაწერის იდეალური ვარიანტია. ერთსაც აწყობს და მეორესაც. თანაც ოპოზიციასაც აწყობს 2-ვე ქვეყანაში. მედალს ხომ 2 მხარე აქვს?!
1)რაში აწყობს რუსეთის ხელისუფლებას?
პირველ რიგში გულზე სკდება ბოღმისაგან, რომ რამდენი წლის წინ ეთნიკური ნიშნით დეპორტირებული ქართველების გამო, სტრასბურგის სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. მეორეც- როგორც მაშინ ახსნეს თავიანთი საქციელი, ეხლაც იგივეს იტყვიან , (ხომ უნდა გაამართლონ თავისი თავი?)ანუ აწვებიან პირველ ჩვენებას და მესამე - საქართველოს ამ საქციელით ეტყვიან : არ უნდა გეჩივლათ სტრასბურგში, მერე რა რომ სულ რაღაც 1 თვითმფრინავი ხალხი დავადეპორტეთ, აწი უფრო მეტს დადეპორტებთ (არ გინდოდა რძე და ყველის პრინციპია რა). და ბოლოს - არაა გამორიცხული რომ წინასაარჩევნოდ სპეციალურ ხდება საქართველოს ხელისუფლების "აყეფება" რათა მერე რუსეთის ხელისუფლება "აყეფდეს" ისევ ქართველებს და საქართველოს დაბრალდეს რუსული, ტენდენციური ტელევიზიებით: - აი, საქართველოს ხელისუფლება ყველა ტრიბუნაზე სულ რუსეთს ლანძღავს, რუსოფობია სჭირთ, ანტირუსული ისტერიაა საქართველოში და ა.შ. ასეთი პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლებასაც აწყობს და საქართველოს ხელისუფლებასაც, მტრის ხატის დახატვა არც აქ ეშლებათ და მით უმეტეს არც იქ. ტელევიზიები აქაც მაგრად გაბერავენ ხალხს და იქაც. ამაზე აეწყობა მთელი მათი პოლიტიკა. ერთმანეთთან კატა-თაგვობანას ითამაშებენ, საარჩევნო დაპირებებით და გაძეძგავენ ხალხს და მერე ხელისუფლებაშიც კარგად მოკალათდებიან, იაწყობენ ცხოვრებას და დააგროვენ მაყუთს.
რაში აწყობს საქართველოს ხელისუფლებას?
ისედაც ისტერიამდე მისულ "პატრიოტობა-მოღალატეობის თემას" კიდევ უფრო მეტ შარმს შესძენს. მეტი ბოღმის გადანთხევის საბაბია რუსეთზე, ოპოზიციის კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციის საბაბს მისცემს და ამით საკუთარ ფასს უფრო ასწევს. ყველამ ვიცით რომ ოპოზიციის 100 პროცენტი რუსეთთან დაახლოების მომხრეა. ხოდა მისდგებიან ოპოზიციას და მიიმწყვდევენ კუთხეში. ნუ "ქართული ოცნება" გამოცხადდება "რუსულ ოცნებად". პოლიტიკურად ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტ ქულას დაიწერს ვიდრე ოპოზიცია.
და ბოლოს არც ისაა გამორიცხული კიდევ უფრო დიდი "ჩორტი" იყოს ჩაფიქრებული. "ქართული ოცნების" დისკრიმინაცია მიტინგებამდე მიგვიყვანს , რასაც არეულობა უნდა მოჰყეს ქვეყანაში.
მღვრიე წყალში ადვილად იჭირება თევზიო ნათქვამია.
ანუ/ან
"გაყავი და იბატონე"
ყველა ასპექტში დარხეული გვაქ. მძიმე შემოდგომა გველის.
--------------------
Tu natus es non tibi, non mihi, sed patriae! Vivere militare est! ნანა, მაკარონი დადგი, ორნი ვართ! მე ვარ დავუშვათ ბაიდენის დელეგატი, შენ ჯვარი გწერია და ტრამპის@AGENT007
|