"სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო"-ნათქვამია და იმიტომაც გამოსჩენია დამცველები ფორუმზე ექიმ ფირალს და აჩერებენ ლირს, რომელიც ამ პიროვნებაზე დეზინფორმაციას ეწევა. ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმთა ასოციაციამ ახლახანს ბრწყინვალე სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა თბილისში. პროფესიონალიზმის ნამდვილი ფოიერვერკი გამართა ექიმთა ჯგუფმა და აღსანიშნავია ფირალის ლექციებიც. სადაც ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მისი მოხსენება - "რთული სასუნთქი გზების თანამედროვე არსენალი" მშობიარეთა პრობლემებზე ანესთეზიოლოგიის კუთხით ადგილობრივი კოლეგების ყურადღებას ამახვილებდა.
მოგიყვანთ ფრაგმენტებს მისი მოხსენების ქვეთავიდან, რომელსაც "მოულოდნელი საფრთხე" ერქვა :
"რთული სასუნთქი გზები და გართულებული ინკუბაციები თანამედროვე ანესთეზიოლოგებისთვის უაღრესად ვერაგ და საშიშ პრობლემად რჩება.
აშშ-ში ანესთეზია მშობიარეთა სიკვდილიანობის მე-7 ძირითად მიზეზს წარმოადგენს.
გართულებული ინკუბაციები და რთული სასუნქი გზების არასწორი მენეჯმენტი კი ამ მიზეზის ლომის წილს შეადგენენ.
დედისა და ნაყოფის არაადექვატური ვენტილაცია, ინკუბაციის დროს მიყენებული ტრამვები, ასპირაცია- შესაბამისი ლეტარული გართულებებით-წარმოადგენს ამ პრობლემის არასრულ ნუსხას , რომლებიც რთული სასუნთქი გზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს.
ორსულობის დროს განვითარებული ანატომიური და ფიზოლოგიური ცვლილებები კიდევ უფრო ართულებს ამ ანესთეზიოლოგიურ კოშმარს".
და დამახსოვრდა ერთი ჭკვიანი ქუთაისელი ანესთეზიოლოგიც, რომელმაც შეკითხვების მთელი კომპლექტით მიმართა: ეს როგორ და ის როგორ უნდაო? და ფირალიც რა გასაგებად და მისაწვდომად უხსნიდა ექიმებით სავსე აუდიტორიას მანევრები მოხერხებულად როგორ უნდა გაკეთებულიყო. მოწყობილობებიც კი წამოეღო და ჩაყენების ილეთებს ფიზიკურადაც უჩვენებდა.
ეს კი ფირალის ფეისბუქური რეპლიკებია პოსტსაკონფერენციო დისკუსიებიდან:
"უსამართლობაა მარტო ნაციონალებს დააბრალო ქართული სამედიცინო სფეროს კატასტროფა, რომელიც უკვე ლამის 3 ათეული წელია გრძელდება.
ჩამონტაჟებულ მაგნიტური რეზონანსის და კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატებს დაათრევენ წინ და უკან? ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეგ კლინიკები და სერიული ნომრებით ვიცი, სად რომელი დგას

. მაგაში არ არის სწორედ საქმე. მაგ აპარატებზე მომუშავეები არ არიან და არც შედეგების წამკითხველები არ ჰყავთ მაგ კლინიკებს. ეგ არ არის ბაზისური პრობლემა ხომ? ევროპის ლაბორატორიებში რომ აგზავნიან ქართველი პაციენტები თავიანთ ანალიზებს უმარტივესი ტესტების წასაკითხად, არც ეგ გაგიგია? მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები აქაც გვაქვს?
შენ რა გგონია, ისეთი სულელები ვართ, რომ არ გვესმის რა ხდება ფარმაკოლოგიუს სფეროში? არ ვხედავთ ფაქტიურად კარტელურ გარიგებებს და უვარგისი მედიკამენტების უაზრო ფასებს? ქართული მედიცინის "ფლაგმანებს" გგონია არ ვიცნობთ?
იცი რატომ ხდება ეგ? უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ და იმიტომ".
"მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ გამართული ინფრასტრუქტურის მიუხედავად არ არსებობს კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც ამ კლინიკებს დააკომპლექტებს.
თითო-ოროლა მაღალკვალიფიციური ექიმის ამარა ვართ დარჩენილი მხოლოდ. სრულად მოშლილია საშუალო სამედიცინო რგოლი, ექთნები არ გვყავს.
უნივერსიტეტში და რეზიდენტურებში სწავლა არის მოსაწესრიგებელი. უმკაცრესი საკვალიფიკაციო სისტემაა შესაქმნელი.
ამ რეალობაში მთელი საქართველოსათვის ერთნაირი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია ხარისხიანი სამედიცინო სამსახურით უზრუნველყოფის დაპირება არის მტკნარი სიცრუეა."
და ასე კრიტიკულად მოაზროვნე ექიმს იმის გამო რომ სპეკულანტურ არგუმენტებს არ ჰყვება და ინფრასრუქტურაში რაც კარგი გაკეთდა ბოლო წლებში იმასაც შეუმჩნევეს არ ტოვებს და აფასებს, ხელისუფლების "გამპრავებლად" უნდა მოვიხსენიოთ ფორუმზე იმიტომ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური შეხედულება აქვს და ფეხის ხმის ბრმად აყოლა არ უყვარს ?
This post has been edited by vibla80 on 16 Jun 2012, 01:39