crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09
|
#34465224 · 24 Dec 2012, 19:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაგრძელებ ჩემს კვლევებს, მეგობრებო, ქართული ნაციონალური პოლიტიკის თავისებურებების კვლევებს. ახალი შტრიხები იკვეთება ამ თავისებურებებში და მე ისღა დამრჩენია კეთილსინდისიერად აღვნიშნო და დავაფიქსირო. შესაძლოა, ეს შტრიხები მანამდეც არსებობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა. ბევრი ვიმტვრიე თავი, ვერაფერი ამდაგვარი ვერ გავიხსენე ჩემი ინტერნაციონალური ეზოს ბინადართა ნაციონალური თავისებურებებიდან, ვერაფერს ამდაგვარს ვერ მივაგენი დასავლურ თუ აშშ -ს ისტორიაში, პოლიტიკაში თუ ლიტერატურაში (რამდენადაც ვიცნობ, რასაკვირველია). ხუთკუნჭულა? ნაცარქექია? ყვარყვარე? არის თითქოს რაღაც, მაგრამ... ჭიჭიკია? სეროჟა? საქულა და გრიქულა? - მმმმ... შვეიკი? - არა. შვეიკი ჯიგარია ტილ უილენშპიგელი - არა, არც ეს ძალად ექიმი? - არა... ეჰჰ რაღაც უფრო მზაკვრული და არაკაცური... და ერთხელაც... ერთხელაც ერთი ამბავი გამახსენდა, სრულიად მოულოდნელად, ქვეცნობიერიდან ამოტივტივდასავით. ეს არის ნასრედინიზმი, დიახ.
ჯერ მცირე ამონარიდები ვიკიპედიიდან:
ხოჯა ნასრედინი - სასაცილო ამბებისა და ანეგდოტების სატირული პერსონაჟი, სელჯუკი სუფისტი, პოპულისტი ფილოსოფოსი. ითვლება, რომ დაიბადა და ცხოვრობდა მე-13 საუკუნეში, რუმის სასულთნოში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე. (უზბეკების მტკიცებით, ის დაიბადა და ცხოვრობდა ბუხარაში). ბაქოში გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული ჟურნალი "მოლა ნასრედინი" (არ არის მითითებული როდის და რა ენაზე) რომელსაც კითხულობდნენ მთელს მუსლიმურ სამყაროში, მაროკოდან ირანამდე. 1906-1917 წლებში ეს ჟურნალი თბილისშიც იბეჭდებოდა, Azeri ენაზე, ასევე რუსულად.
ეხლა თავად ამბავი: მოლა ნასრედინს ერთი ვაჭრის ფული ემართა და არ უბრუნებდა. ვაჭარმა დასახმარებლად ყადის მიმართა. ყადიმაც ორივე თავისთან დაიბარა საქმის გასარკვევად. დათქმულ დღეს ვაჭარმა მოლას გაუარა - სურდა დარწმუნებულიყო, რომ მოლა ნასრედინი ყადისთან აუცილებლად გამოცხადდებოდა. - კი წამოვიდოდიო, მოლამ, მაგრამ ასე გლახასავით ჩაცმული წამოსვლა მეუხერხულებაო. წავიდა ვაჭარი, უყიდა ახალი ტანსაცმელი და მიუტანა (ათხოვა) - კი წამოვიდოდიო, მოლამ, მაგრამ ფეხით ხომ არ წამოვჩანჩალდებიო? წავიდა ვაჭარი, უყიდა სახედარი და მიუყვანა. რაღა ექნა ნასრედინს? ჩაიცვა ახალი ტანსაცმელი, შესკუპდა სახედარზე და გაჰყვა - მართლა გმართებს ამ კაცის ფულიო? ჰკითხა ყადიმ მოლას. - რავა გეკადრებათ პატივცემულო, რა ფული, რის ფული, ვერაა ეგ კაცი ჯანზე და რას მკადრებს ამ პატიოსან კაცსო, აბა ჰკითხეთ ერთი, ეს ტანსაცმელი, რომელიც მაცვია, ვისი საკუთრებააო? - ჩემიაო! - აყვირდა ვაჭარი. ყადი, ცოტა არ იყოს, დაეჭვდა. - აბა ახლა ჰკითხეთ, ვისია ის სახედარი, რომლითაც მოვედიო? - ჩემია, ჩემი! მაგას რა კითხვა უნდაო!- აღშფოთდა ვაჭარი - ა, ბატონო, აპა რას გეუბნებოდითო? - წაი ბიძია აქედან ახლავე და მეორედ ამ პატიოსან კაცს ცილი აღარ დასწამო, თორემ მწარედ დაისჯებიო - დაუყვირა გაცოფებულმა ყადიმ ვაჭარს. ასე გააბრიყვა ეშმაკმა და ბრძენმა მოლა ნასრედინმა დოყლაპია ვაჭარი ( და ყადიც, სხვათაშორის - crocodile)
თქვენც ხომ არ გეცნოთ ეს ამბავი?
მე კვლევა დავამთავრე. "ნაციონალური" ნასრედინიზმი - ესაა ქართული "ნაციონალური" პოლიტიკის ძირითადი წყარო და მასაზრდოებელი. საიდან მოვიდა, რატომ გავრცელდა ასე, როგორ შევეგუეთ, ვერ შევნიშნეთ... კი არადა - ძალიანაც მოგვეწონა. რატომ? ჩორტ ეგო ზნაეტ.
This post has been edited by crocodile on 24 Dec 2012, 22:05
|