საინტერესოა ივანიშვილის ჯარიმის გამოთვლის წესი. კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ (ციტატა): "ამ კომპანიამ მოსახლეობაში სატელიტური ანტენების უფასოდ ინსტალაცია და შეღავათიანი პირობებით შეთავაზება დაიწყო, რაც ერთი წლის განმავლობაში აბონენტების უფასო მომსახურებას, ხოლო მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თვიური გადასახადის - ოთხი ლარის გადახდას გულისხმობს. გამოკვლევამ ცხადყო, რომ "გლობალ კონსალტინგის" ეს ნაბიჯი მოგებაზე ორიენტირებული არ არის, რადგან გამოთვლებით დადგინდა, რომ
იმ პროდუქციის საბაზრო ფასი, რომელსაც აღნიშნული კომპანია ყიდის, ერთ ერთეულზე 115 ლარია, ხოლო კონტრაქტის მიხედვით კომპანიის მისაღები თანხის დღევანდელი ღირებულება - მხოლოდ 25 ლარი. "გლობალს" შემოტანილი აქვს 107 ათასი რესივერი და ანტენა. მოსახლეობას და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" შორის დადებული კონტრაქტი, როგორც უკვე ვთქვით, ითვალისწინებს ერთწლიან საშეღავათო პერიოდს და შემდგომი ცხრა წლის მანძილზე (108 თვე) ყოველთვიური ოთხი ლარის გადახდას, რაც სულ არის 432 ლარი, თუმცა რადგან ეს თანხა კომპანიამ უნდა მიიღოს 10 წლის განმავლობაში, მისი რეალური ღირებულება სამეწარმეო სუბიექტისთვის, ფულის დროში ღირებულების პრინციპის გათვალისწინებით, შეადგენს 25 ლარს, რაც ნიშნავს, რომ
კომპანია 432 ლარის ნაცვლად დროის 10-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით რეალურად მიიღებს 25 ლარს, ეს კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ბიზნესპროექტი არაკომერციული ხასიათისაა" (სტილი დაცულია). საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნაში მოყვანილია სპეციალური ფორმულა, რითაც, კონტროლის პალატის მტკიცებით, დღევანდელი ღირებულების გამოთვლა ხორციელდება. ამ ფორმულით დღევანდელი ღირებულების გამოთვლა ხდება პერიოდების რაოდენობის, ფულადი ნაკადების ოდენობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის საქართველოს ბაზარზე გრძელვადიან დეპოზიტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით.
თუმცა სპეციალისტებმა კონტროლის პალატის გამოთვლებში შეცდომა აღმოაჩინეს. როგორც მათ განმარტეს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, კონტროლის პალატამ ფორმულაში წლიური და თვიური პარამეტრები აურია, თანაც ფორმულა, რომლითაც ამ შემთხვევაში ისარგებლა, საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას არ გამოიყენება. ეს არის ე.წ. ანუიტეტის (სესხის დაფარვის პრინციპი) დასათვლელი ფორმულა და ასეთ პროექტებს არსად მსოფლიოში ამ ფორმულით არ აფასებენ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ ფორმულაში შეცდომა დაუშვეს. ფინანსურ ლიტერატურაში ფორმულის გამოყენების ერთი მთავარი წესი არსებობს: ფორმულაში მითითებული ყველა პარამეტრი ერთგვაროვანი უნდა იყოს, ანუ თუ ვითვლით წლიურ მოგებას, მაშინ ყველაფერი - პერიოდები, ფულადი ნაკადების ოდენობა და საპროცენტო განაკვეთები, წლიური უნდა იყოს; თუ ვითვლით თვიურ მოგებას, მაშინ ყველა ეს პარამეტრი უნდა იყოს თვიური, ხოლო დღიური მოგების დათვლისას - დღიური. კონკრეტულ საკითხზე სპეციალური დასკვნა უკვე მოამზადა ყველაზე ავტორიტეტული (CFA – CFA I) ინსტიტუტების სერტიფიკატის მქონე ფინანსურმა ანალიტიკოსმა დავით აბაშიძემ:
- საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" საქმიანობის შესახებ დაშვებულია უხეში შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის გამოთვლილი შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებული რესივერისა და სატელიტური ანტენის დღევანდელი ღირებულება.
მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთწლიან საშეღავათო პერიოდს და შემდგომ ცხრა წლის მანძილზე (108 თვე) ყოველთვიურად ოთხი ლარის გადახდას, რაც შეადგენს
432 ლარს, რადგან ამ თანხის მიღება ხდება 10-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, მისი დღევანდელი ღირებულება 216 ლარია და არა - 25 ლარი, როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი. ფორმულის სწორად გამოყენებისა და დათვლის შემთხვევაში მიღებული შედეგი 216 ლარს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება კონტროლის პალატის დასკვნაში მოცემულ ღირებულებას.
იმისათვის, რომ ფულადი ნაკადების გათვალისწინებით რესივერის და ანტენის ღირებულება გამოდიოდეს 25 ლარი, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან დეპოზიტზე ლარში უნდა უდრიდეს 84.40%-ს, რაც, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ არსებობს.
http://www.kvirispalitra.ge/politic/12650-...olia-25-is.html This post has been edited by Geronti on 21 Jun 2012, 22:36