"ქართული ოცნების" მცხეთის აქციას 1000-მდე თიანელი შეუერთდება
14:01 01-07-2012
"ქართული ოცნების" მიერ მცხეთაში დაგეგმილ აქციას 1000-მდე თიანელი შეუერთდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კოალიციის თიანეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
"700-ზე მეტი ადამიანი მცხეთაში ორგანიზებული კოლონის მეშვეობით ჩავა, ხოლო თიანეთის დანარჩენი მკვიდრნი მცხეთის აქციას თბილისიდან შემოუერთდებიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დედაქალაქში მუშაობენ", - აღნიშნა მეჭიაურმა.
მისივე განმარტებით, ორგანიზებული კოლონა თიანეთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთის მიმართულებით 15.00 საათისთვის დაიძვრება და ის დაახლოებით 70 სამარშრუტო ტაქსითა და მსუბუქი ავტომანქანით იქნება წარმოდგენილი.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თიანეთის მოსახლეობის 25% საზღვარგარეთაა წასული და აქ ძირითადად პენსიონერები არიან დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ ამ რაიონის სოლიდარობა "ქართული ოცნებისადმი" ძალიან მაღალია", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონას თიანეთის რაიონიდან გია ცაგარეიშვილი და ზურაბ ზვიადაური გაუძღვებიან.
მცხეთაში აქცია 19.00 საათზე დაიწყება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...euerthdeba.htmlდაიწყო დათვლა