ხო და მუსულმანი ქართველები იქიდან თავისით გაქრნენნ?
ოსმალეთის იმპერიის მიერ, ამ ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, შეიქმნა ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი'' ყველაფრის დეტალური აღწერაა, რის მიხედვითაც კონკრეტულად ჯავახეთის შემადგენლობაში შედიოდა 9 რაიონი, ხერთვისის, ტყიანი ჯავახეთის, ბუზმარეთის, აშკეპირის, თმოგვის, ნიალის ყურის, ჯანბაზის, ქანარბულისა და მგლის ციხის. სადაც იყო 450 სოფელი და ყველა მათგანში მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ. სიებიცაა ცნობილი სახელი გვარებით და ლამის ყველაფერზე შეწირული გადასახადებით.
იგივე ქართველების პასკევიჩისადმი თხოვნაზე ჯავახეთში, ქართველები ჩასახლებულიყვნენ, იმერეთიდან, ქართლიდან უარი , რომელმა იმპერიამ განახორციელა. როდესაც პასკევიჩს წარუდგნენ XV-XVII საუკუნეებში მესხეთ-ჯავახეთიდან იმერეთში და სხვა კუთხეში გაქცეული თავადაზნაური ქართველები, ციციშვილები, ავალისვილები, მუსხელიშვილები და მიუტანეს ქართველ მეფეთა წყალობის წიგნები .
ჯერ კიდევ (1806-1812) წლის რუსეთ თურქეთის ომის დროს , 1810-ში რუსი მთავარსარდალ ტორსმანოვის მიერ გასახლებულ იქნა ახალციხის საფაშოდან, 1506 ქართული ოჯახი. მარტო სოფელ სოფელ კოთელიიდან 112 კომლი.
1828 წლიდან მოყოლებული 100 000 მეტი მუსულმანი ქართველი აიძულეს გადასახლებულიყვნენ თურქეთის სიღრმეში, ადგილობრივ ქართველ მართველებს, სანჯაყები იქნებოდა ეს თუ რა.
მაგალითისთვის ახალქალაქის სანჯაყ-ბეგ ფალავანდიშვილს აიძულეს ხაზინისთვის გადაეცა 29 სოფელი, გარდა ამისა რუს ჩინოვნიკებს და სომეხ ვაჭრებს დაუთმო სოფლები, მურჯახეთი , პრტენა, გოგაშენი და სხვა. ჯავახეთში გამოთავისუფლებულ მიწებზე ეკრძალებოდათ ქართველებს სხვა კუთხებიდან ჩასახლება.
გამზადებულ ტერიტორია-სახლებში, 1829-30 იან წლებში , ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროისტვის ახალქალაქის მაზრის მმართველ ბებუთოვს, რუსებმა ჩაასახლეს ყარსის, ერზერუმის, არდაგანის და ბაიაზეთის პროვინციიდან სომხები, როგორც ყველაზე სანდო დადასაყრდენი ძალა რუსებისთვის. პირველ პარტიაზე 14 000 ოჯახი.
დამატებით მიწებზე დამაგრების მიზნით ყოველტვიურად 25 მანეთს აძლევდნენ და 6 წლით გაათავისუფლეს გადასახადებისგან.
ცუდ დღეში აღმოჩნდნენ დარჩენილი კათოლიკური სარწმუნოების ქართველკები, მაგ სოფლებში წყალთბილა, გულიკამი, ტურცხი, ალასტანი, ვარაშენი, ეშტია, თორია, ნაოხრები, ბალახირი და სხვა.
მეფის რუსეთის მოხელეებმა და კოლონიზატორმა სომხებმა დაიწყეს კათოლიკე სომხების ჩასახლებაც, რის შედეგადაც აიკრძალა ქართულ ენაზე წირვა ლოცვა და ტიპიკონი სომხურ ენაზე შემოაღებინეს. რის შედეგადაც დაიწყო დარჩენილი მოსახლეობის გასომხება. რისი მაგალითიცაა ახალქალაქის რამდენიმე სოფლები ხულგუმო, ბავრა, კარტიკამი.
ამ გზით ბევრი ქართველი ჯერ გრიგორიანულ და სომხურ, კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადაიყვანეს , შეუცვალეს სახელი-გვარი, შემდეგ მოსახლეობის არწერისას ეროვნებით სომეხი ჩაეწერა. ხოლო მუსულმან ქართველებს თათარი მაგ 1886 წელს სოფელ ხიზაბავრაში 1363 ქართველი ცხოვრობდა, საოჯახო სიებში 7 ქართველის გარდა ყველა სომეხადაა ჩაწერილი, იმის გამო, რომ სომხურ კათოლიკურ რელიგიას აღიარებდნენ.
1894 წელს ახალციხის მაზრაში ცხოვრობდა 19041 სომეხი, 32 809 თათარი და 5642 ქართველი, თუ ამ მონაცემებს 1886 წლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ რომ ქართველების რიცხვი 4, 1 ჯერ შემცირდა.
ვისაც ეს ჩასახლება-შემოსახლების პერიპეტიები აინტერესებს, გადახედოს 30 გვერდიდან.
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...b%20version.pdfასე რომ ძმა არ გვინდა ეს რიჟა ბაზარი, როცა ყველაფერი ნათელია.
ისე ცნობისთვის, ამ ბრძოლებში რომელიც რუსეთის იმპერიის გაფართოებას ემსახურებოდა, სამხრეთის მიმართულებით 1828 და შემდგომ 1878 წლებში, რის შედეგადაც , მნიშვნელოვანი ნაწილი ტაო-კლარჯეთის წართმეულ იქნა თურქეთზე, ჯარების შემადგენლობაში ქართველებს როგორც რიცხოვნობით ისე თანამდებობებზე, სერიოზული პროცენტი ეჭირათ. ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო.
This post has been edited by roko-toko on 28 Jun 2012, 22:59
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.