უღრმესი მადლობა გულწრფელობისათვის, მაგრამ დემოკრატიული პროცესისთვის ხელისშეშლა დიდი დანაშაულია. როგორც ჩანს თქვენ ამ შემთხვევაში ფეხის ხმას აჰყევით. დიდ დანაშაულს კი ყოველთვის დიდი მთავარი დამნაშაავები ჰყავს და პასუხიც იმ დიდმა დამნაშავეებმა უნდა აგონ.
იხ. ქვემოთ:
ახალი რესპუბლიკური მოძრაობის გამაფრთხილებელი საგანგებო განცხადება
-------------------------------------------------------------
ახალი რესპუბლიკური მოძრაობის გამაფრთხილებელი საგანგებო განცხადება
როგორც ჩანს საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩაივლის უპრეცენდენტო საერთაშორისო სკანდალის გარეშე. საქმე ეხება ამ არჩევნებში NRM-ის ანუ ახალი რესპუბლიკური მოძრაობის ტოტალურ დაბლოკვას.
ფორუმ ჯეს ამ გამოკითხვაში
გაყალბდება თუ არა არჩევნები რესპოდენტთა 72,48% ამბობს რომ არჩევნები გაყალბდებაო. აქამდე როცა მსჯელობდნენ საქართველოში არჩევნების გაყალბებასა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შეზღუდვაზე, ამაში ყოველთვის ბრალი ედებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამჯერად NRM-ის დაბლოკვაში მთავარი ბრალდება მოდის არა საქართველოს მთავრობაზე არამედ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობაზე.
საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოროტად გაყალბებასა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შეზღუდვაში კერძოდ ბრალი ედება პეტრე ნეჩასის კაბინეტის კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი მთავარი პარტიის TOP-09 -ის ლიდერს კარლ შვარცენბერგს.
კარლ შვარცენბერგი არის პრემიერ მინისტრის მოადგილე, იგი არის ამავე დროს ჩეხეთის საგარეო მინისტრი და დასახელებულია როგორც ჩეხეთის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი. კარლ შვარცენბერგი 80-იან წლებში ასევე იყო მსოფლიო ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე და ასევე აწგანსვენებული ექსპრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის კანცლერი. მიუხედავად იმისა რომ კარლ შვარცენბერგი არ არის ჩეხეთის პირველი პირი საქმე ეხება ჩეხეთის უდავოდ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, რომლის თავზეც საკმაოდ მძიმე ღრუბლები მოგროვდა და სადაც არის მეხიც უნდა გავარდეს.
გუშინ ჩეხეთის პარლამენტში განიხილებოდა პეტრე ნეჩასის კაბინეტის უნდობლობის საკითხი. ამისი მიზეზი გახლდათ სწორედ TOP-09 -ის გარშემო ატეხილი პოლიტიკური სკანდალი. საპარლამენტო ოპოზიციამ ბრალდებები წააყენა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის და TOP-09 -ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის მიროსლავ კალუსეკის მიმართ. სკანდალური იყო ჯერ კიდევ ის რომ მიროსლავ კალუსეკმა ევროპის ფონდებიდან 5 მილიონი გამოუყო შვარცენბერგს და ეს თანხები თავისი კუთვნილი ტბების მოსავლელად შვარცენბერგმა უმისამართოდ გახარჯა. ამ შემთხვევაში შვარცენბერგი მხოლოდ ჯარიმით გადარჩა.
შემდეგ სკანდალი ატყდა იმის გამო რომ კალუსეკმა წონასწორობა დაკარგა და ქუჩაში მოქალაქეს სილა გააწნა. ამჯერად სამართალში იქნა მიცემული TOP-09 -ის კიდევ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვლასტა პარკანოვა. (ეს ის ქალბატონია რომელმაც ადრე პრაღაში ჩამოსულ ჯორჯ ბუშს კომუნისტური სიმღერა უმღერა). ამჯერად სკანდალი გაამწვავა იმან რომ ფინანსთა მინისტრმა მიროსლავ კალუსეკმა პარკანოვას დაცვის მიზნით დაწოლა განახორციელა პოლიციის პრეზიდენტზე.
საპარლამენტო ოპოზიციამ ჯერ პრემიერ მინისტრისგან მოითხოვა რომ დისტანცირებული ყოფილიყო მიროსლავ კალუსეკისგან. მერე მოითხოვა კალუსეკის გადაყენება და ბოლოს ანუ გუშინ ამ მიზეზის გამო მოითხოვა მთლიანად მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. პერტე ნეჩასის კაბინეტი ამჯერად ბეწვზე იმის ხარჯზე გადარჩა რომ საზაფხულო არდადაგებია და ყველა დეპუტატი ვერ დაესწრო პარლამენტის სხდომას. თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ 2009 წელს ასე დაეცა ნეჩასის წინამორბედი ტოპოლანეკის მთავრობა და რაც მთავარია ოპოზიცია ახლო მომავალში ისევ აპირებს იგივე მიზნით უფრო ძლიერი შეტევის განხორციელებას.
ამჯერად ბეწვზე გადარჩენილმა კალუსეკმა გამარჯვებულის სახით განაცხადა რომ მისთვის სამართალზე უფრო მნიშვნოლოვანი გახლავთ ის რომ მისი ღვაწლის წყალობით ჩეხეთის ეკონომიკას ვერ ჩაგრავენ გლობოლიზაციური პროცესებიო. (ამ ნაწილში მას ჩვენ მივესალმებით და ეს საქართველოსთვისაც სამაგალითოა, მაგრამ სამართლის იგნორირებას ნამდვილად ვერ მოვუწონებთ)
რა პრეტენზიები და როგორი ბრალდებები აქვს NRM-ს TOP-09 -ის მიმართ?
როგორც NRM-ს ასევე TOP-09-აც ე. წ. ძველ-ახალი პარტიებია. TOP-09 არ არის ჩეხეთის წამყვანი პარტია. ჩეხეთის წამყვანი პარტია არის ODS. ODS ედგა სათავეში ტოპოლანეკის მთავრობას 2009 წელს და ამჟამადაც ODS უდგას სათავეში ნეჩასის კაბინეტს. TOP-09 მეორე ვიოლინოს უკრავს ახლაც და ადრეც მეორე ხმას მღეროდა ტოპოლანეკის კაბინეტში. თუ უფრო ზუსტნი ვიქნებით 2009 წელს TOP-09 როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობდა. უბრალოდ კარლ შვარცენბერგი იყო ტოპოლანეკის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. როცა 2009 წელს ტოპოლანეკის კაბინეტი დაეცა, მაშინ შვარცენბერგმაც დაჰკარგა მინისტრის პორთველი და ამჯერად მეორედ იმისი წყალობით არის შვარცენბერგი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ODS-ის ძლიერ ზურგს მეორედ ამოეფარა.
საქართველოს მასშტაბებით ODS შეიძლება შევადაროთ ნაცმოძრაობას, TOP-09 კი არის რაღაცა ისეთი რაც შეიძლება შევადაროთ პადოშას პარტიას ან ედპ-ეს. ამიტომაც NRM-ს და TOP-09-ას შორის არსებობს ძალიან ძველი ანგარიშები, რომლებიც 1989 წლიდან იწყება. 1989 წელს კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი ლიდერი იყო 1989 წლის 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი ვაჟა მთავრიშვილი, რომელიც დღეს NRM-ის თავმჯდომარეა. 1989 წელს 9 აპრილის დარბევა და პეკინის მასაკრიც მაშინდელმა დემოკრატიულმა სამყარომ ყურებს შორის გაუშვა. ადამიანის უფლების ევროპის სპეციალური პრემია კი 1989 წელს კარლ შვარცენბერგმა სრულიად დაუმსახურებლად მიიღო.
ამერიკის სენატმა 1989 წელის 19 აპრილს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ეს რეზოლუცია გაიტანა თენგიზ გუდავამ. თენგიზ გუდავა იყო ჰელსინკის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომელმაც ამის გამო გულაგები გამოიარა, მაშინ როცა ჰელსინკის მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე კარლ შვარცენბერგი შვეიცარიაში ისეთ ფუფუნებაში ნებივრობდა რომ ჩეხებს საარჩევნო კამპანიის დროს ნიშნის მოგებით დაპირდა მე იმდენად მდიდარი ვარ რომ მე ფული აღარ მჭირდება და ჩემი კორუმპირება წარმოუდგენელიაო.
როგორც მოგახსენეთ 2009 წელს კარლ შვარცენბერგი უკვე ჩეხეთის საგარეო მინისტრი გახლდათ. მან 1989 წელს კომუნიზმის დაცემის შემდეგ რესტიტუციით მიიღო დამატებითი უზარმაზარი ქონება და მათ შორის რამდენიმე ტბაც. აი სწორედ ამ ტბების მოსავლელად გამოეყო ევროპის ფონდებიდან მას ის სკანდალური 5 მილიონი. შვარცენბერგს რომელსაც თითქოს ფული აღარ სჭირდებოდა ევროპის ფონდებიდან 5 მილიონი თავისი ქონების მოსავლელად დასჭირდა. თენგიზ გუდავა 2009 წლის 16 აპრილს არნახული სისასტიკით იქნა მოკლული პრაღაში. მსოფლიო ჰელსინკის კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ და ჩეხეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შვარცენბერგმა კი გუდავების ოჯახს არც კი მიუსამძიმრა. ოღონდ აქ მთავარი ის არის, რომ თენგიზ გუდავას პოლიტიკური მკვლელობა მიიჩქმალა და ამაზე პასუხისმგებლობა კარლ შვარცენბერგს ეკისრება.
კარლ შვარცენბერგისადმი მთავარი ბრალდება მაინც ის არის რომ იგი პასუხისმგებელია იმაზე რომ NRM-ის თავმჯდომარე ვაჟა მთავრიშვილი წლების განმავლობაში პრაღაში უკანონო საიდუმლო საშინაო პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება. ამის გამო ძალიან მძიმე ბრალდებებით ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე იქნა შეტანილი საჩივარი, მაგრამ ეს საქმე დღემდე უკანონოდაა ჩაცუმებული. ამას პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში NRM-ის მონაწილეობაში ხელის შეშლის თვალსაზრისით.
NRM-ს ხელი ეშლება პარტიის რეგისტრაციაში და ა. შ. ამ დროს NRM-ს სახით ლაპარაკია საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიის დათრგუნვაზე. NRM-მა გამოკითხვებში მიიღო 55%, რაც TOP-09-ას ვერც დაესიზმრება. NRM იმდენად არის დაბლოკილი რომ თითქოს არც არსებობდეს. ძალიან საეჭვოა რომ ასეთ უსამართლო პირობებში NRM-მა საერთოდ შეძლოს რეგისტრაციის გავლა და პროპორციული საარჩევნო სიის წარდგენა. ამიტომ აუცილებელია კარლ შვარცენბერგის პასუხისმგებლობაში მიცემა NRM-სისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადატანა. ეს შეუძლებელია უპირველესყოვლისა იმის გამო რომ ჩეხეთის ხელისუფლებაში მოკალათებული TOP-09 ჯერ-ჯერობით ახერხებს სამართლის ჩაქოლვას.
მოსალოდნელია რომ ახლო მომავალში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უპირველესყოვლისა იმით შეიცვლება რომ სწორედ TOP-09-ას მიზეზით გარდაუვალია პრაღაში პეტრე ნეჩასის კაბინეტის დაცემა. ამისი ინიცირება შეიძლება ამჯერად უკვე NRM-მა მოახდინოს. NRM დააყენებს არა მარტო კარლ შვარცენბერგის პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. NRM ზედმეტად მიიჩნევს საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გადატანას, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს, რომ მაჟორიტარული არჩევნები ახლავე წინასწარ გამოცხადდეს გაყალბებულად და NRM-ის 72 მაჟორიტარი კანდიდატი აღიარებულ იქნენ როგორც უკვე არჩეული დეპუტატები.
ასეთი მოთხოვნა სრულიად ლოგიკურია იმდენად რამდენადაც საქართველოში მაინც საპრეზიდენტო მმართველობაა და არსებითად დიდი მნიშვნელობის არმქონე პარლამენტის გამო არ ღირს ამხელა საერთაშორისო სკანდალის ატეხვა.
ვიღაცას შეიძლება ეს NRM-ის მხრიდან გამოძალვად მოეჩვენოს, მაგრამ რაც ზემოთ მოგახსენეთ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ასევე არსებობს ათასობით იმისი უპრეცენდენტო ფაქტი რომ NRM-სს უკანონოდ მრავლნაირად ბლოკავენ.
----------------------------------
This post has been edited by mtavrishvili on 19 Jul 2012, 17:23