


ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია მუსირებს აზრი რომ თითქოს დემოკრატია უაზრობაა და რომ ილუზიურ დემოკრატიას ისევ რეალური დიქტატურა სჯობია. არჩევანი დემოკრატიასა და დიქტატურას შორის არ არის რიტორიკული საკითხი. აქ საქმე გვაქვს საქართველოსთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხთან და ეს არ არის ასე ადვილად გადასაწყვეტი საქმე.
ამ საკითხის გასარკვევად უპირველესყოვლისა უნდა შევაფასოთ თუ ამ მხრივ რა ხდება რუსეთში. პუტინი ხშირად არის კრიტიზირებული როგორც დემოკრატიის დამთრგუნავი დიქტატორი. ოღონდ რუსეთში ჯერ ერთი ისეთი დიქტატურა დაამყარებული რომელიც დემოკრატიის ფასადს იმდენად ინარჩუნებს, რომ პუტინ-მედვედევის როტაცია იქნა გათამაშებული და პუტინსაც კი არ მიუთვისებია სამუდამო პრეზიდენტობა.
მეორეს მხრივ დასავლეთი ერთის მხრივ თუ პუტინის რეჟიმს უჩიჩინებს დემოკრატიით, მეორეს მხრივ აშკარად მხარს უჭერს პუტინის დიქტატურასაც. პუტინი ერთდროულად სამ უნაგირზე ზის. მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უწყობს დასავლეთის მხარდაჭერა, შემდეგ ის რომ თვით რუსი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს პუტინს რუსული სახელმწიფოებრიობის მხსნელად და მესამე რაც ასევე პუტინის ძალაუფლებას აძლიერებს არის ის რომ მის წინააღმდეგ მდგარი ე. წ. დემოკრატიული ოპოზიცია ამ დროს სულაც არ არის ჭეშმარიტად დემოკრატიული და საკმაოდ დისკრედიტირებულია.
არსებითად საქართველოშიც იგივე მდგომარეობაა რაც რუსეთში და ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ამერიკაზეა მიტმასნებული და ეს ძალიან აღიზიანებს მოსკოვს. საქართველოში კარტები ამობრუნებულია იმდენად რამდენადაც სააკაშვილის დიქტატურას მხარს უჭერს ამერიკა და სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიით პირიქით უკვე რუსეთი უჩხიკინებს. ეს კი იმ თვალსაზრისითვის საქართველომ დემოკრატია უნდა აირჩიოს თუ დიქტატურა, ქმნის უკიდურეად რთულ სიტუაციას.
რამ მიგვიყვანა ასეთ რთულ მდგომარეობამდე? აქამდე მიგვიყვანა იმან რომ შევარდნაძის დიქტატურას ამერიკამ შეუჩხიკინა დემოკრატიით და სააკაშვილის ვარდების რევოლუციით. აქედან კი დემოკრატიის ნაცვლად მივიღეთ ნაცმოძრაობის დიქტატურა. საქართველო დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ჩვენთან თავისებური დემოკრატიის იმპორტირებას ცდილობს ცალკე ამერიკა და ცალკე რუსეთი. ასეთი ორივე დემოკრატია კი საქართველოსთვის ცალსახად ერთმანეთზე უფრო მეტად მავნებელი გამოდგა.
რა მოხდებოდა თუკი სააკაშვილის ოპოზიცია გრეჩიხები ბურჯანაძე და ივანიშვილი გაიმარჯვებენ? რა თქმა უნდა ეს პრორუსული ოპოზიციაა და მათ გამარჯვებას არც მეტი არც ნაკლები პრორუსული დიქტატურის დამყარება მოჰყვება. ჩვენ ამ შემთხვევაში სულაც არ ვიმეორებთ სააკაშვილს რომელიც ამათ რუსეთის შპიონებს და მეხუთე კოლონას ეძახის. აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემასთან ვიდრე ამას ნაცმოძრაბა ამბობს. ვარდების რევოლუცია სააკაშვილის დიქტატურით სწორედ იმიტომ დამთავრდა რომ თვით ნაცმოძრაობაც რუსეთის მეხუთე კოლონა იყო. ნაცმოძრაობის ხელისუფლება შემდეგ ამერიკამ უფრო თავისკენ გადაქაჩა, მაგრამ ამან რუსეთთან თუნდაც იგივე 2008 წლის აგვისტოს ომით კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეგვიქმნა.
თუ აქმდე თავი იმით მაინც შეგვეძლო დაგვემშვიდებინა რომ დიქტატურა კი გვაქვს მაგრამ ეს პროდასავლური დიქტატურააო, დღეს თავს უკვე ვერც ამით დავიმშვიდებთ. სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიით რუსეთის გარდა ახლა უკვე ასევე დასავლეთიც შეუჩხიკინებს. თანაც ამასთან ერთად მომავალ წელს სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადაც ეწურება.
აქ უკვე დგება საკითხი იმის შესახებ თუ საქართველო დიქტატურას აირჩევს, როგორი სახის დიქტატურას მივიღებთ საბოლოოდ და თუ დემოკრატიას რა სახის დემოკრატია იქნება ეს?
საქმე ის არის რომ დიქტატურას ავირჩევთ თუ დემოკრატიას ორივე შემთხვევაში ეს ისევ და ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ მოგვაქცევს. დემოკრატია ამ შემთხვევაში მხოლოდ არსებული დიქტატურის დამხობის და კიდევ უფრო უარესი დიქტატურით რუსეთის მეტი გავლენის ქვეშ მოქცევის მექანიზმია. ასე რომ საქართველოს არსებითად არჩევანი აღარცა აქვს და ჩიხში იქნებოდა მოქცეული თუ არა ის გამოსავალი რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ქვეყანას.
არსებითად საქართველოს მტერი არც რუსეთია და არც ამერიკა. ორივე მტრად ამ ბოლო ორი ათეული წლების განმავლობაში არსებითად კაგებეს აგენტებით სავსე ჩვენივე უკუღმართმა პოლიტიკურმა სპექტრმა გვიქცია. რუსეთი ჩვენი მტერი იყო 1992 წლამდე ანუ მანამ სანამ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო. დღეს რუსეთთან შესაძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება და ყველა არსებული პრობლემის მოგვარება, საქართველოს პოლიტიკური ძალების მხრიდან ჩვენს გარდა ვინმე რომ იყოს ამისი შემძლე და გამკეთებელი.
ნაცმოძრაობის ისტერია რუსეთის აგენტების გამო ერთის მხრივ თითიდან არის გამოწოვილი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არც ილუზია არ არის. დღეს რუსეთი საქართველოში თავის აგენტებს არ აგზავნის და არც ამისი საჭიროება აქვს. ჯერ ერთი სააკაშვილის მოწინააღმდეგე ოპოზიცია თვითონ ეტენება რუსეთს აგენტებად, მგრამ საქართველოში რუსეთის აგენტთა განაკუთრებული სიმრავლის მიზეზი სულ სხვა რამ არის.
რა თქმა უნდა იმ დროს როცა შევარდნაძე საქართველოს სსრ კომპარტიის პირველი მდივანი იყო, ყველა ქართველი კომუნისტი ავტომატურად მოსკოვის აგენტიც გახლდათ. როცა 1992 წლის დასაწყისში შევარდნაძე ისევ საქართველოს ხელისუფლებაში მოექცა ამ კომუნისტთა დიდი ნაწილიც ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდა და ყველამ ისევ მოსკოვის სადუმლო სამსახურებს შესთავაზეს თავიანთი სამსახური. ოღონდ ამ თვალსაზრისით უფრო ადრე მოხდა საქართველოზე რუსეთის აგენტურის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა და აქ მარტო ქართველი კომუნისტები არ თამაშობდნენ მთავარ როლს. ამერიკამ რუსეთის აგენტებად აქცია არა მარტო შევარდნაძის ხელისუფლების ყველა წევრი არამედ შევარდნაძის მაშინდელი ოპოზიციაც.
ამას სათავე შემდეგნაირად დაედო. 1989 წლის 19 აპრილს ამერიკის სენატმა უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტის მისამართით მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ოღონდ ამ დროს ამერიკის პრეზიდენტი უკვე რონალდ რეიგანი კი არა არამედ მამა ჯორჯ ბუში გახლდათ და მან ყურებს მიღმა გაუშვა ეს რეზოლუცია. მამა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 1989 წლის 19 აპრილიდან ანუ სენატის რეზოლუციის მიღებიდან 1989 წლის 3 დეკემბერს მალტის სამიტამდე თითიც არ გაანძრია იმისთვის რომ საქართველოსთვის რაიმე დახმარება აღმოეჩინა. მალტის სამიტიდან 1991 წლის ბოლომდე კი ამერიკა არც მეტი არც ნაკლები გორბაჩოვს უჭერდა მხარს იმაში რომ მას როგორმე სსრ კავშირის მთლიანობა შეენარჩუნებინა. ამ პერიოდში ამერიკა ბრმად იქცა არა ქართული დემოკრატიის მტრად და შემდეგაც ეს შევარდნაძის დამსახურებით დღემდე ასევე გაგრძელდება.
ეს არ იყო პარადაქსო. ეს იყო იმ ფაქტების საზარელი ლოგიკა რაც ამერიკამ საქართველოს ეროვნული ინტერესების იგნორირებით თავისდაუნებურად ჩაიდინა. ის რაც ამერიკისთვის ცერცვი იყო საქართველოსთვის ცეცხლი გამოდგა. საქართველოსთვის ცეცხლი იყო 1992 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის მოსვლა. ამერიკისთვის ეს ცერცვი გახლდათ და ჯეიმს ბეკერმა შევარდნაძეს დაუჭირა მხარი. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოყვანას კი ჯერ მერაბ კოსტავას მოკვლა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოყვანა დასჭირდა და მერე ზვიადის ჩამოგდება და მისი მოკვლაც.
ამერიკამ რომელიც დემოკრატიის ფლაგმანად არის მიჩნეული 1989-91 წლებში ზურგში დანა ჩასცა რუსეთის და საქართველოს დემოკრატიებს. რუსეთში 80-იანი წლების ბოლოს სოლიდური დემოკრატიული ძალები ჰყავდა, მაგრამ დასავლეთმა ორიენტაცია ამ დემოკრატიულ ძალებზე კი არა კომუნისტ გორბაჩოვზე აიღო. შემდეგ როცა გორბაჩოვი 1991 წლის აგვისტოს პუტჩით იქნა ჩაძირული, დასავლთმა რუსეთის დემოკრატიის მამად მეორე კომუნისტი ლოთი ბორის ელცინი წარმოიდგინა და ელცინს ისე ჩაეჭიდა როგორც წყალწაღებული ხავსს. ელცინი რუსეთის პრეზიდენტად არსებითად ამერიკამ დასვა, მაგრამ ამერიკამ ამავე დროს დემოკრატიით ელცინსაც დაუწყო ჩხიკინი. აქ უკვე ელცინმა ამერიკას პირში ჩალა გამოავლო და ხელისუფლება კაგებეშნიკ პუტინს გადასცა. ასე რომ რაც მთავარია რუსეთში დასავლეთის დემოკრატობანას თამაშის და დემოკრატიით ჩხიკინის კონკრეტული შედეგი ვლადიმერ პუტინის დიქტატურა იყო. აე ასეთი საჩუქარი მიიღო რუსეთის დემოკრატიამ ამერიკისგან.
ყოველივე ის რაც რუსეთში ასე გათამაშდა პირდაპირ კავშირში იყო ერთ პატარა ქვეყანასთან, რომელსაც საქართველო ჰქვია. 1989 წლის გაზაფხულზე მთელ მაშინდელ კომუნისტურ სამყაროში ანტიკომუნისტური დემოკრატიული მოძრაობის ცენტრი იყო არა მოსკოვი, არა ვარშავა ან პრაღა, არამედ თბილისი. რუსეთში 1989 წლის 9 აპრილის მხარდასაჭერად შეიქმნა ისეთი ბრწყინვალე დემოკრატიული ორგანიზაცია როგორიც იყო სოლიდარობა. საერთოდ რუსეთის 80-იანი წლების დემოკრატიული მოძრაობის მამადაც საქართველო იქცა. ოღონდ მამა ჯორჯ ბუშმა გორბაჩოვს „აპატია“ თბილისის 1989 წლის 9 აპრილის მასაკრი და დენგსოპინგს კი პეკინის 1989 წლის 4 ივნისის მასაკრი. ეს მოხდა არა ვაშინგტონის პრაგმატული პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ რომ მოსკოვის კაგებემ ამ მომენტში მოახერხა ბუშის ადმინისტრაციის მანიპულირება.
გორბაჩოვმა და შევარდნაძემ მამა ჯორჯ ბუშის ხელითვე გასრისეს საქართველოს დემოკრატია 1989 წლის მეორე ნახევარში და ამას გადამწყვეტი დრამატული მნიშვნელობა ჰქონდა დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის გლობალური მასშტაბებით. ამან ასევე საქართველოში შექმნა დემოკრატიის ისეთი გლობალური ანომალია, რომელსაც დღეს თავსა და ბოლოს დემოკრატიის ვერცერთი დასავლეთელი ექსპერტი ვერ უგებს.
მიხეილ სააკაშვილი დასავლეთმა 8 წლის წინ გამოაცხადა პოსკომუნისტური სამყაროს დემოკრატიის შუქურად, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა სულაც ვერ არის ისეთი როგორც ეს დასავლეთს ჰქონდა წარმოდგენილი. ვარდების რევოლუციით თითქოს უნდა მომხდარიყო შევარდნაძისეული 11 წლიანი დიქტატურის პროფილაქტიკა, მაგრამ შევარდნაძის რეჟიმმა თავის დროზე ქართულ დემოკრატიას ისეთი მახვილი ჩასცა ზურგში რომ ვარდების რევოლუციამ საქართველოს ისევე ვეღარ უშველიდა როგორც ოყნა ვერ უშველის მკვდარს.
ამერიკა საქართველოსთვის ვერ იცლიდა, მაგრამ საქართველოში ამერიკას მაინც გაუჩნდა რაღაც მეორეხარისხოვანი ინტერესები, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოში რუსეთისა და ამერიკის ინტერესების გაცილებით უფრო ძლიერი შეძახება ვიდრე ამას თავად ამერიკა ან რუსეთი მოელოდნენ. როგორ უნდა მომხდარიყო ეს და რა არის ამისი მიზეზი?
ამისი მიზეზი ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ფსევდოეროვნულია. საქართველოს ეროვნული ინტერესების სრულმა იგნორირებამ კი ამერიკა რუსეთის გაშიშვლებული ინტერესები ერთმანეთს უკვე ცივი ომის სიმძლავრით ყოველგვარი ბუფერის გარეშე შეაჯახა. აქ უკვე გაჩნდა აზრი იმისა, რომ იქნებ იმისთვის რომ ეს აღარ გამეორდეს საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ოპოზიცია მოვიყვანოთო. მოღონდ ეს კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას და ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა. კავკასიაში ამერიკის და რუსეთის ინტერესები ასე მწარედ რომ აღარ შეეჯახონ საჭიროა მძლავრი ბუფერი ასეთი ბუფერი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილად დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქართული ეროვნული სახელმწიფო.
ასეთი სახელმწიფოს შექმნის ინტერესი კი არც ამერიკას აქვს და არც რუსეთს და თანაც ამას დღეს საქართველოში არსებული არცერთი პოლიტიკური ძალა არ სთავაზობს. ის თუ როგორ შეიქმნას დემოკრატიული ქართული სახელმწიფო არამცთუ არ იცის არცერთმა ამ პოლიტიკურმა ძალებმა, არამედ ყველანი სათითაოდ თუ ერთადაღებულნი ამისი კატეგორიული მოწინააღმდეგენი არიან. აი აქ გამოდის პოლიტიკურ არენაზე ჩვენი პარტია და მოგვარებს ამ პრობლემას.
This post has been edited by mtavrishvili on 22 Jul 2012, 17:42