როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ეს თემა ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილ გამოკითხვას.
15 ყველაზე დიდი უბედურებაგამოკითხვაში 546 იუზერმა გამოხატა თავიანთი აზრი თუ რა მიაჩნია საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში მომხდარ ყველაზე დიდ 15 პოლიტიკურ უბედურებად. ეს უკვე არის ხმა ერისა! ეს არის ქართული სულიდან ამოხეთქილი ხივილი ქართველი ერისა, ეს ჩვენ არ გვინდოდაო!
თუ არ გვინდოდა აბა მაშინ რატო მოხდა ეს უბედურებები და რატომ მიდის ქართული პოლიტიკა ისევ უკუღმარტი გზით?
ჩვენ არ გვინდოდა როდიოვის ჯარისკაცების ორპირალესილი სასანგრე ნიჩბები და სიესი, თორემ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ნამდვილად გვინდოდა და ამისთვის ვიბრძოდით კიდეც მშვიდობიანი არაძალისმიერი პოლიტიკური ბრძოლის გზით. 1989 წლის 9 აპრილს ჩვენ არაფერი არ შეგვშლია. 9 აპრილს დაღუპულთა წმინდა სისხლი დაღვარა მტერმა და არა ქართველებმა. არც ეს და არც შემდეგი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო საქართველოში. აღარ უნდა დაღვრილიყო აღარც გია აბესაძის სისხლი!!!
მაშ რა მოხდა?
მერაბ კოსტავამ ერთხელ თქვა ზოგ ქართველს ეროვნული მოძრაობა უყვარს და ზოგს კი საკუთარ თავი ეროვნულ მოძრაობაშიო. 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ იმათ ვისაც საკუთარი თავი უყვარდათ, ორ ნაწილად გაიყვნენ, რუსთაველზე დადგმული ბარიკადების აქეთ-იქით დადგნენ და ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ორივე მხარემ დაარღვია მშვიდობიანი სამართლებრივი პოლიტიკური ბრძოლის გზა, რამაც დიდებული ქართველი ერი სამათხოვროდ გამზადებულ ბრბოდ აქცია. ერთნი უკვე იძახდნენ ბალტიისპირული გზა გვინდა და ზვიადია მესიაო, მეორენი ზვიადი იუდა გამყიდველია და.. შევარდნაძე გვინდაო ამას არც იძახდნენ იმიტომ, რომ უმრავლესობამ არც იცოდა შევარდნაძის მოსაყვანად თუ ესროდა თავის ძმას ქვა.
აი ერთმანეთისთვის ქვების მაშინდელი პოლიტიკა გრძელდება დღემდე ამ ფორუმზე და სრულიად საქართველოშიც. ჩვენ ვმნით მართალ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ქართველი ხალხი უნდა შეარიგოს, ერთ მუშატად შეკრულ ღირსეულ ერად აქციოს და ჩვენი სამშობლო დაგვაბრუნებინოს.
აი ამისთვის არის გახსნილი ეს თემა. ამიტომ მორჩით დლაბუცობას თუ ერთმანეტისათვის ქვასროლიაობას და თქვით თუ ვინ რითი შეეწევით ჩვენს მართალ საქმეს.
----------------------------
რა მიგაჩნიათ უფრო დიდ უბედურებად?
1. 1989 წლის 9 აპრილის დარბევა [ 15 ] [2.75%]
2. მერაბ კოსტავას მკვლელობა [ 22 ] [4.03%]
3. ეროვნული ხსნის კომიტეტის დაშლა [ 2 ] [0.37%]
4. ეთნიური კონფლიქტი ცხინვალში [ 2 ] [0.37%]
5. ზვიადის ხელისუფლებაში გადასვლა [ 31 ] [5.68%]
6. გამსახურდიას პუტჩით ჩამოგდება [ 64 ] [11.72%]
7. შევარდნაძის დაბრუნება და დსთ [ 19 ] [3.48%]
8. აფხაზეთის ომი და სოხუმის დაცემა [ 171 ] [31.32%]
9. ზვიადის შემოჭრა, სამოქალაქო ომი [ 14 ] [2.56%]
10. ზვიად გამსახურდიას მკვლელობა [ 2 ] [0.37%]
11. გია ჭანტურიას მკვლელობა [ 4 ] [0.73%]
12. სააკაშვილის არჩევა პირველად [ 48 ] [8.79%]
13. სააკაშვილის არჩევა მეორედ [ 51 ] [9.34%]
14. 2008 წლის ომი და ტერიტორიები [ 57 ] [10.44%]
15. ვაი და ოცნების გეგმები ახდა [ 44 ] [8.06%]