ძვირფასო თანაპარტიელებო!
ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია უკვე 2/3 გადასცილდა. ჩაწერა კვლავ გრძელდება. უკვე დროა მაჟორიტარმა კანდიდატბმა აირჩიოთ თქვენი საარჩევნო უბანი და საარჩევნო სამზადისს შეუდეთ. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა რომელიმე პარტიამ საპარლამენტო არჩევნებს თავიდან პროპორციული სიით კი არა, არამედ მაჟორიტარული სიით შეუტია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მთელი პარტია უფრო მეტად დაგიჭერთ მხარს ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევებში ხდება ხოლმე.
მაჟორიტარულ არჩევნებში ჩვეულებრივ უფრო მეტია დამოკიდებული კანდიდატის პიროვნებაზე ვიდრე პარტიაზე რომელიც მას წარადგენს. ჩვენ სწორედ თამაშის ეს წესი შევცვალეთ და ჩვენი პარტიის კუთვნილება მოგცემთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ უპირატესობას თქვენს მთავარ კონკურენტებთან ნაცმოძრაობიდან და ქართული ოცნებიდან. რამე თუ მაჟორიტარ კანდიდატს ხმას აძლევს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველი მას რეკლამა სჭირდება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით არამედ მიზნობრივად მხოლოდ ამ კონკრეტულ რეგიონში. სწორედ ამას მოემსახურება გაზეთი თავისუფლება.
ჩვენი გაზეთის წინა გვერდი ამომრჩეველს მიაწვდის ჩვენი პარტიის უძლიერეს საერთო პოლიტიტიკურ პროპაგანდას რომელიც დამანგრეველი იქნება კონკურენტი პარტიებისათვის და უკანა გვერდი კი სპეციალურად მთლიანად თქვენს პირად საარჩევნო რეკლემას დაეთმობა. ეს გაზეთი ყოველ კვირას უფასოდ დაურიგდება ყველა თქვენს ამომრჩეველს. ეს არის მოწინააღმდეგის დამაშამათებელი ჩვენი ტაქტიკური სვლა.
საქმე ის არის, რომ ნაცმოძრაობა და ქართული ოცნებას ვერ შეუქმნიან თავის მაჟორიტარ დებუტატს საკუთარ რეგიონალურ გაზეთს და რომც შეუქმნან გაზეთ თავისუფლებისათვის კონკურენციის გამწევი ვერ იქნება. ასე რომ აირჩიეთ თქვენი საარჩევნო უბანი, ინსტრუქტაჟს მოქცემთ თუ როგორ შექმნათ თქვენი რეგიონალური საარჩევნო კომიტეტი და თუ როგორ გაიმარჯვოთ ამ არჩევნებში. პრინციპი მარტივია და მტრისთვის გულისგამხეთქია - კომპიუტერის კლავიატურაზე მოკაკუნე NRM-ის მაჟორიტარი კანდიდატი ღარიბი სტუდენტი არჩევნებს უგებს ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების მელეხ გაბზუებულ მაჟორიტარ კანდიდატს.
ბედი მამაცებს წყალობს!
ღმერთი იქნება ჩვენი შემწე!
This post has been edited by mtavrishvili on 9 Jul 2012, 18:10
მიმაგრებული სურათი