მიხეილ სააკაშვილს ლიტვაში მანიაკალურ – დეპრესიული ფსიქოზი დაუდგინდა?! – გაზეთი „ალია“
სამშაბათი, 26 ივნისი 2012 14:44
2012 წლის 14 ივნისს ვილნიუსის ერთ – ერთმა კლინიკამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი. წინა ღამით, საქართველოს პრეზიდენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააფრინეს ლიტვაში, სადაც იქაურმა ფსიქიატრებმა სრული გამოკვლევის შემდეგ დადეს დასკვნა – „ქრონიკული ფორმის მანიაკალურ – დეპრესიული ფსიქოზი“, რომელიც მუდმივ მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას მოითხოვს, – წერს გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში.
„ეს ამბავი „ალიამ“ სანდო წყაროსგან შეიტყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ამბავი პრეზიდენტის ადმინისტრაციამდეც მივიდა და ორი დღის წინ, პრესსამსახურმა ოფიციალურად უარყო მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზების ამბავი და ისიც აღნიშნა, რომ ხმაური უმიზეზოდ ატეხეს ბლოგერებმა“, – წერს გამოცემა.
„როგორც გავიგეთ სააკაშვილის გადაფრენა გვიან ღამით მოხდა და მეორე დღეს, ის უკვე საქართველოში იმყოფებოდა... „ალიას“ წყარომ ისიც აცნობა, რომ მანიაკალურ დეპრესულ ფსიქოზს, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, აქვს მწვავე ფორმები. ბოლო ასეთი გამწვავება სააკაშვილს 2012 წლის 4 იანვარს ჰქონდა, როდესაც ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, ვითომდა ხელის მოტეხილობის მიზეზით. ამჯერად, ქართულ კლინიკაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ მომხდარა. ის პირდაპირ ბალტიისპირეთში გადააფრინეს“, – აღნიშნავს გაზეთი „ალია“.
ჟურნალისტი თამარ როსტიაშვილი სტატიაში 2007 წელს, უკარინელი ექიმების მიერ გაცემულ დასკვნასაც იხსენებს. „მაშინ საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირ დაუსვეს ბეჭედი დიაგნოზზე – პარანოიდალური სინდრომი“ და „ალიამ“ პირველმა გამოაქვეყნა ეს დასკვნა თავისი ბეჭდით“, – წერს სტატიის ავტორი.
პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ექიმებმა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი დაუდგინეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად არ ყოფილა.
„ამასთან დაკავშირებით კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, სასაცილოა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაო ვიზიტები აქვს დაგეგმილი. დღეს სტამბულში მიემგზავრება, უახლოეს დღეებში კი, ბრიუსელში და ბაქოში“, - განუცხადა „ნეტგაზეთს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
http://ick.ge/ka/rubrics/politics/11364-20...6-10-53-54.html ____