'ცუდი ფაქტი ჩვენი მხრიდან იყო'- ამბობს კაცი.
(ნუ თემის ავტორმა ღენიალურად მოთარგმნა:
"პროვოკაცია ჩვენ მოვაწყეთ"
ცნობისთვის, დაპირისპირება და პროვოკაცია დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და თემის სათაური დეზაა)
ცუდ ფაქტს უწოდებს დაპირისპირებას, რომელიც არ შეიძლებოდაო, ამბობს. ცუდია დაპირისპირებებიო.
'ჩვენი მხრიდან' შეიძლება გაიგო ორგვარად: როგორც "ხელისუფლების მხრიდან" და ასევე ზოგადი მნიშვნელობითაც- ის მხარის გუბერნატორია და შესაბამისად მიშისტების გუბერნატორიცაა, ბიძინისტებისიც და ვისაც ორივე კიდია, იმათიც.
თუ ჟურნალისტი დაუსვამდა კითხვას- რომელი მხრიდან მოხდა დაპირისპრების პროვოცირება, თბილისიდან ჩამოსულების მხრიდან თუ ადგილობრივებიდანო, ამ კითხვაზე გუბერნატორი უპასუხებდა "ჩვენი მხრიდან".
ვინაიდან აშკარად მონტაჟია, ამიტო ზუსტად ვერ განსაზღვრავ, ვინ რა კითხვა დაუსვა. კონტექსტიდან ამოგლეჯილს ვისმენთ, თუ არა. რაკი მონტაჟია, უკვე ბევრი რამ საეჭვო ხდება. რაში სჭირდებოდათ ეგ მონტაჟი, თუ არა ამ ტიპის ტემების გასახსნელად. ეჩვენებინათ ამოუჭრელი ინტერვიუ და არც კითხვები დაიბადებოდა. გამოდის, რომ არ იყო საჩვენებელი და ეგ მწყაზარსახიანი გუბერნატორი მახეში გააბეს
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა