http://identoba.com/17may/გეგმები ასეთი აქვთ:
რა ღონისძიებაა დაგეგმილი 2013 წლის 17 მაისს?
საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით, ლგბტ აქტივისტები, ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია “იდენტობა” და ადამიანის უფლებადამცველი სხვა ორგანიზაციები 2013 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე გეგმავენ აქცია-ფლეშმობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობასთან. 13 საათსა და 30 წუთამდე ცისარტყელის ფერის მაისურებში ჩაცმული ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მდუმარედ გამოხატავენ მათ წინააღმდეგობას დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. მდუმარე აქცია მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდება.
როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა?
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მხარს უჭერს ადამიანთა შორის თანასწორობის იდეას. აქციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით “იდენტობას” სათემო ოფიცერს, მისამართზე natiak@identoba.com
შეუძლიათ თუ არა ორგანიზაციებს აქციაში მონაწილეობის მიღება?
დიახ. აქციის მონაწილე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ადამიანთა შორის თანასწორობის იდეას. აქციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით “იდენტობას” სათემო ოფიცერს ელექტრონული ფოსტის მისამართზე natiak@identoba.com.
აქციის მონაწილეთა ქცევის კოდექსი
იმის გამო რომ 2012 წლის 17 მაისის აქციის მონაწილეები დაგვარბიეს, ხოლო პოლიციამ არ უზრუნველყო ჩვენი უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მიგვაჩნია გთხოვოთ:
1) არ შეხვიდეთ დისკუსიაში არც ერთ პირთან რომელიც შეიძლება აქციაში მონაწილეობის დროს მოგიახლოვდეთ და ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება სცადოს.
2) თან არ იქონიოთ ბასრი საგნები, ბოთლები, ხელჯოხები და სხვა ნივთები.
3) თან იქონიეთ მხოლოდ პლაკატები და პოსტერები, რომლებიც თქვენს ანტიდისკრიმინაციულ სულისკვეთებას გამოხატავს, მაგრამ, არ შეურაცხყოფს სხვა რომელიმე რელიგიური თუ სოციალური ჯგუფის ღირსებას. წლევანდელი აქციის თემაა “სიყვარული ყველას უნდა“.
4) არ იგეგმება მანქანების სავალი ნაწილის გადაკეტვა. მნიშვნელოვანია ეს პრინციპი ყოველთვის დაცული იყოს თითოეული მონაწილის მიერ რათა კანონი არ დავარღვიოთ.
იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება გარანტირებული?
“იდენტობა” ოფიციალურად მიაწოდებს ქ. თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებს დეტალურ ინფორმაციას გასამართი ღონისძიების შესახებ. თუმცა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თითოეული თქვენგანი ისევეა, როგორც პოლიცია. არ შეხვიდეთ დისკუსიაში უცხო პირებთან; თქვენზე ან თქვენს თანმხლებ პირებზე ძალადობის საფრთხის შემთხვევაში დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას და კიდევ ერთხელ, ყველანაირად მოერიდეთ აგრესიულ პირებთან დისკუსიაში ჩაბმას.
ექნება თუ არა აქციას მიტინგის სახე?
არა. აქცია იწყება მხოლოდ პარლამენტის ყოფილ შენობასთან და სრულდება ადგილზევე ის ქნება მდუმარე. პროტესტის გამოსახატად შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ პოსტერი, მაისური ან პლაკატი. გახსოვდეს, ნუ დაიტან მათზე ისეთ გზავნილს, რომელიც რომელიმე სხვა სოციალურმა ჯგუფმა შეიძლება შეურაცხმყოფელად აღიქვას.
შემიძლია თუ არა მედიას მივცე ინტერვიუ? ვინ არის ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი?
შეგიძლია. თუმცა ”იდენტობას” სახელით მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია იდენტობას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი შორენა გაბუნია (shorena@identoba.com. მობილური 555 11 99 49).
* ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში. WISG 2012. თბილისი
Like
Like this:
Like Loading...