ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები დამემოწმებიან, რომ მოულოდნელობების და ბურთის სიმრგვალის მიუხედავად,
ფეხბურთში არსებობს ასეთი ფენომენი _ "საფეხბურთო კანონზომიერება"

ხოდა აი მაგ მოვლენის ძალით მგონია, რომ დღეს ესპანეთი ძალიან დასტოინად, ძალიან ჩვეულებრივად აწევს თასს.
შეიძლება უბრალოდ იმიტომ მგონია ასე, რომ არ მჯერა ამერიკული ოცნებების და ციდან ჩამოვარდნილი ჩემპიონების. მაგრამ ამის იქითაც, ლოგიკურად რომ ვუფიქრდები,
იტალია ნაღდად არაა ესპანეთის დაცვის და მით უფრო ნახევარდაცვის ჩამშლელი. ყოველთვის ვერ მიიღებს ბალოტელი თამაშგარის ზღვარზე ბურთს ერთი-ერთზე : )
ბაზარი არაა, მაგარი პროგრესი განიცადეს, შედეგი დადეს, გააკვირვეს მსოფლიო (ისე იტალიის ნახევარ ფინალში გასვლა რატომ უნდა იყოს მოულოდნელობა არ მესმის),
და კაკ რაზ მაგიტომ მგონია, რომ ეს მათი მაქსიმუმია წელს. გაცილებით სტაბილურად, მშვიდად და ტაქტიკურად გამართულად მივიდა ესპანეთი ფინალამდე.
გუნდი, რომელსაც გამოკვეთილი თავდამსხმელით ერთი შეხვედრაც არ დაუწყია და დაუმთავრებია ჯერ, მაგრამ მაინც ყველაზე სტაბილურად თამაშობს
(და ამ ჩემპიონატმა ეს ანახე წელს ზუსტად, რომ სტაბილურობა ყველაზე მთავარი კომპონენტია ფინალამდე მისასვლელად).
ნუ იქ არის რაღაც წვრილმანები, რის გამოც ესპანეთს აკრიტიკებენ ისეთი გულშემატკივრები, რომლებსაც უნდათ რომ გუნდი უკან პასს არ აკეთებდეს,
ჩავის სქელი წარბები არ ქონდეს, ისნიესტა საჯარიმოსთან პასს კი არ აკეთებდეს, არამედ ეგრევე კარში ურტყამდეს, საერთოდაც გუნდი გინდა თუ არა 3 წუთში ერთხელ ურტყამდეს კარში
და ამას რომ სანახაობრივ ფეხბურთს უწოდებენ (იმ ფეხბურთს, რომელიც იტალიამ ითამაშა მაგალითად ინგლისთან, კარის მიმართულებით რომ ზუსტად 15ჯერ დაარტყა
და კარში კიდევ 20ჯერ, და ძირითადი მაინც 0:0 რომ დასრულდა). მაგრამ ამ წვრილმანებს არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია რომ ესპანეთი არ თამაშობს დაცვით ფეხბურთს,
ესპანეთი თამაშობს ესპანურ ფეხბურთს, აუჩქარებელ, პრაგმატულ და ამავე დროს დახვეწილ, შედეგიან, მოკლედ საჩემპიონო ფეხბურთს

და ამას ყელაფერს ახერხებს გამოკვეთილი თავდასხმის ხაზის გარეშე.
არსებული რესურსებით _ მაქსიმუმი ეფექტი.
გუნდი VS გუნდი ხო მგონია და მგონია რომ ესპანეთი მოუგებს იტალიას,
მაგრამ დაჟე ფეხბურთელი VS ფეხბურთელი მომენტი უფრო ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რაშიც ასევე ესპანეთი დაჯაბნის.
და თუ ეს ყველაფერი ასე არ მოხდა, ესპანეთმა 15 დარტყმიდან 15ივე რომ ძელს გაარტყას, ხოლო იტალიამ ერთიდან ერთი გაიტანოს და ისე მოიგოს,
ენა არ მომიბრუნდება იტალიის ჩემპიონობაზე.
ვნახოთ...
Viva España!