#31975296 · 4 Jul 2012, 19:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shumeri
QUOTE | ცნობისთვის არც იისფერი თოვლი არსებობს და არც ლურჯი ცხენები... |
იისფერი თოვლიც არსებობს და ლურჯი ცხენებიც - გააჩნია დღის რომელ მონაკვეთში და როგორ განათებაში შეხედავ... თოვლი ხომ გინახავს? გინახავს, ალბათ, ხომა? მზიან ამინდში ჩრდილში მოქცეული თოვლი რა ფერისაა? თუ დალტონიკი არ ხარ - იისფერი! (ახლა ფერწერის სწავლებაც არ დამიწყოთ მიშისტებმა, თორემ 3 თვეც მალე გავა...) ლურჯა ცხენი, ან ვირი მაინც ხომ გაგიგია? გაგიგია, ხომა? ხოდა ლურჯას იტყვიან შავი ფერის ცხენზე, ან ვირზე, რადგანაც მათ ზურგზე ბალანი ცის ფერს მოლურჯოდ ირეკლავს... ახლა პოეტმა რომ ლურჯას მაგივრად ლურჯი დაწეროს, ეს ჰიპერბოლაა და მეტი არაფერი...
მაგრამ, არაგვზე დეკა იგივეა, რაც შატილში - გამზირი...
QUOTE | სიმღერა კი ნამდვილად კარგია |
ნამდვილად... მელოდია ხალხურ ინტონაციების კოპირებაა და ახალი არც არაფერია...
QUOTE | ვერც ფშავში და ვერც თუშეთში ვერ იპოვნი ადამიანს ამ სიმღერაში ბოტანიკას და ბიოლოგიას რომ ეძებდეს, მოსწონს იქ ხალხს ეს სიმღერა, თუმცა თქვენზე კარგად იციან სად ჰყვავის დეკა. |
თუ ეს ასეა, ნაცები დასახვრეტები ხართ - ამ დონეზე როგორ უნდა დაიყვანოთ ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი მოსახლეობის გემოვნება?
QUOTE | კარგით რა, სხვა რამეზე გამოედავეთ ამ ჩიტაურს, რაღა დეკაზე ჩაიციკლეთ. |
იმ სხვა რამეზე (ლეიბობაზე) წესით ნაცები უნდა ედავებოდეთ, მაგრამ რაცხა პირიქით ვამჩნევ... სატელიტებს ვმფარველობთ, ბრატცი?
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|