#31964361 · 4 Jul 2012, 01:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კახეთში ვიყავი და ცოდვის ტირილი დგას: ხალხს ხეებზე ულპებათ ატამი და ვაშლატამა. ვედრა ატამი 3 ლარი ღირს. ვედრაში 10-12 კილო ჩადის. ადრე, 3 წლის წინ, აზერებს გაჰქონდათ რუსეთში. ჩამოვიდოდნენ, დაათვალიერებდნენ ბაღებს, აარჩევდნენ და გლეხს პირდაპირ უხდიდნენ თანხას. კრეფითაც თვითონ კრეფდნენ და თვითონვე ყარაულობდნენ. კილოზე ლარს და ოცს-ლარს და ორმოცდაათს იხდიდნენ. არაფერი რჩებოდა გასაყიდი. ახლა საზღვარზე რომ გადაიტანონ, საბაჟო უნდა გადაიხადონ კილოგრამზე 2 ლარის ფარგლებში. არ უღირთ და არც გააქვთ. თბილისმა რამდენიღა უნდა აითვისოს? მაისში გლეხმა მარწყვზე იზარალა, ახლა ატამზე ზარალობს. ჯერ საზამთროს სეზონი არაა და უკვე გაიაფებულია საზამთროც. სეზონზე ალბათ ადგილზე 3-5 თეთრი ეღირება. გლეხმა უკვე იცის, რომ საზამთროს იმედიც არ უნდა ჰქონდეს. იცის, რომ მშიერი რჩება და მთელი წლის შრომამ ამაოდ ჩაიარა. ახლა რამდენი 1000 ლარიანი ვაუჩერი უნდა შესთავაზო, ხმა ნაცებს რომ მისცეს? გლეხს, ამ მოსავლის პირობებში, ნახევარი ჰექტარიდან მინიმუმ 5-7 ათასი ლარი უნდა დარჩენოდა ატმისგან. მარწყვი და საზამთრო ცალკეა საანგარიშო. ვენახის ფული რომ დანახარჯს ვერ ამოიღებს, ეს ჩვეული ჭირია. ისიც კარგად იციან, რა ფასი აქვს საზღვარზე კილო ხილის გადატანას. ბიძინას დიდი იმედი აქვთ, არ გაგვწირავს და მაგ ბაჟს მოხსნისო. არვის ნამათხოვრალი ფული არ სჭირდებათ. აი, ეს გავიგე ჩემს სოფელში, ბირჟაზე. მილიონი დაგვპირდეს, ათასები ცოტააო, ბლუი ვანოს შემოუთვალეს!
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|