ფბ-ი მეც აღარ მომწონს. ამას წინათ ჩემი რამდენიმეათAსიანი ფრენდ-ლისტი გავწმინდე და მხოლოდ ისინი დავიტოვე, ვისაც პირადად ვიცნობდი, მაგრამ ამას იმხელა რეაქცია მოჰყვა, რასაც არ ველოდი: ბევრი გამინაწყენდა, ბევრს გული ვატკინე თურმე, ბევრმაც კვლავ დამეგობრება მთხოვა და...

მოკლედ, ფორუმი ფბ-მა ვერ ჩამინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ გასული 2 წელი ამ ფორუმში ხშირად მოდერების წაყრუების გამო, რადგან შეიძლება მათაც არ მოსწონდათ ჩემი რეალში პოზიცია, გათავხედებული და მოტივირებული იუზერებისგან საკმაოდ შეურაცმყოფელი და აგრესიული პრესინგი იყო ჩემზე, მაინც ვერ შევეშვი.
ისე ერთ საიდუმლოს ახლა გავამხელ - სწორედაც რომ მგონია აქაურმა აგრესიამ შედარებით უმტკივნეულო გახადა ჩემი ემიგრაციის განსაკუთრებულად რთული პირველი წელი

ახლა მით უმეტეს ვერ ვეშვები, ჯერ ერთი რომ ჩემი წილი საქართველოს ნაწილი აქაცაა, თAნაც ჯიმის მოდერობა მაძლევს იმის რწმენას, რომ ზღვარგადასული უზნეო გამოხტომები ჩემი მისამართლით აღკვეთიული იქნება
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ