#31971736 · 4 Jul 2012, 16:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯონდი ბაღათურია ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაში, ვანო მერაბიშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს
"ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაში, ვანო მერაბიშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. როგორც ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ხალხი სწორედ იმიტომ არის დაუსაქმებელი, რომ ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის რეპრესიების შედეგად არაერთი ბიზნესი დაიხურა. მისი თქმით, კომპანიების წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ ოფიციალურად აყაჩაღებენ. დეპუტატისთვის გაუგებარია, თუ რა ბიზნესი უნდა განვითარდეს ხელისუფლების წნეხის ქვეშ. "რა გაუკეთეთ "ქართუი ბანკს", "ელიტელექტრონიქსს", ქიბარ ხალვაშს? ყველა ბანკი, რომელიც ხალხს სახლ-კარსა და ქონებას უყადაღებს, თქვენია. ბიზნესის ყველა დარგში მონოპოლია შექმენით, რომელბსაც სააკაშვილის ხელდასხმული პირები ხელმძღვანელობენ, კრიმინალურ "ობშიაკს" აგროვებენ, რომელიც პრეზიდენტთან იყრის თავს", – მიმართა ბაღათურიამ მერაბიშვილს და ხელისუფლება კომპანიების მიზანმიმართულ გაკოტრებაში დაადანაშაულა. ამასთან, ბაღათურიამ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება აჭარაში ტრეფიკინგის შესახებ და მერაბიშვილი მის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
სრული სიმართლეა!
|