კი მართალს იძახი ეგ ივანიშვილმა გააკეთა და არა ოპოზიციამ. რასაც შენ იძახი მაგას ქველმოქმედება ქვია და არა ქვეყნის მოდელის დახვეწა. ქვეყანა უნდა გაუმჯობესდეს არა ქველმოქმედებით არამედ უკეთესი, უფრო ქმედითი მოდელის შექმნით. ქველმოქმედებაც კაია მაგრამ ეგ პოლიტიკოსებმა არ უნდა აკეთონ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ძალიან კაია ივანიშვილმა რაც გააკეთა და ძალიან ვაფასებ მაგ ადამიანს, მაგრამ მე ვისურვებიდ ქვეყნის მოდელის დახვეწაზე ემუშავა იგივე გულმოდგინებით და ქველმოქმედებაც შეიძლება. მე კი არ ვიძახი რომ ცუდია ქველმოქმედება, არა საქართველოს ძალიან სჭირდება და ეს აქამდეც დავწერე.
პოლიტიკოსი მარტო ქველმოქმედებით და ლოზუნგებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ნუ ჩემი პოსტები რაც აქამდე დავწერე ყველაზე ნაკლებად ივანიშვილს ეხებოდა, უფრო იმ ხალხს ვგულისხმობდი ვინც ათწლეულებია ქართულ პოლიტიკაშია და ლოზუნგებ ის ყვირილის გარდა არაფერი უკეთებიათ და რომლებიც ივანიშვილის პარტიაშიც მრავლად არიან.
რაც შეეხება ივანიშვილს კი ძალიან ბევრი კაი აქვს გაკეთებული თუმცა ახლა აჯობებს ქველმოქმედის პოზიციიდან გამოვიდეს და პოლიტიკოსის პოზიცია დაიკავოს. რაც გულისხმობს კონკრეტული ხედვის შეთავაზებას.
თუნდაც როგორ აპირებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გაზარდოს. ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებლის გარეშე სოციალური დახმარებებიც და სხვა დანარჩენიც აბსოლიტურად უსარგებლოა. იმიტომ რომ მთელი საქართველოს ბიუჯეტი რომ სოციალურ პაკეტებს მოვახმაროთ მაინც არაფერში გვეყოფა ნორმალურად. ხალხის მდგომარეობას რათქმაუნდა შეამსუბუქებს თუმცა რეალურს არაფერს მოუტრანს ქვეყანას. ისევ ისეთი გაჭირვებული ქვეყანა ვიქნებით.
საჭიროა ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და ამის მიღწევა მარტო ქარხნების გახსნით შეუძლებელია სამწუხაროდ. ამას სჭრიდება კონკრეტული ხედვა რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ერთ რომელიმე მიმართულებას არამედ კომპლექსურად გადაჭრის მტელ რიგ პრობლემებს. ეკონომიკაში არ არსებობს ცალკე აღებული განცალკევებული საკითხები ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და კომპლექსური მეთოდური და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო რომ რეალური შედეგები მიიღო.
ჭკვიანი გამოვჩნდები?

ჭკვიანი როგორ გამოვჩნდები არცკი მიცნობ და რომც გამოვჩნდე მაგით მე რა... თუკი მე არსად ვფიგურირებ უბრალოდ ავატარით და ნიკით ვპოპსტავ ჩემს შეხედულებებს და გამოვთქვავ პროტესტს ოპოზიციის უსუსურობის მიმართ

ამდენს იმიტომ ვწერ რომ ვცდილობ მარტივად გადმოვცე ჩემი აზრი. გეთანხმები ლოზუნგების წერას ნაკლები ადგილი სჭირდება. პირადად შენზე არ ვიძახი მაგრამ ბევრია მასეთები ოპოებიც და პოებიც
This post has been edited by 777giorgi777 on 8 Jul 2012, 18:56
უმაღლესი ჭეშმარიტებაა სახელმწიფო ინტერესები ! ერის ინტერესები ! ხმა ღმრთისა - ხმა ერისა !
__________
დღეს რაღაა და ხვალიდან გავბრწყინდებით.
__________
ქუჩა-ქუჩა ღრიალით აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს. თუარადა აგერ უკვე 20 წელია მასე ვაშენებთ და არ აშენდა არაფრით და იქნებ რამე სხვაც გვეცადა?