vasiliiამაზე ბევრჯერ მიკამათია აქ და ცხოვრებაში კიდევ შეიძლება ხელჩართული ჩხუბიც გავუმართო ამის გამო ვინმეს, იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ დამოკიდებულებას და ძალიან დიდი შეურაცხყოფად მიმაჩნია:
ხალხს და საკუთარ თავს ნუ ყოფთ რა და ნურცერთი თქვენგანი ნუ თვლის, რომ ხალხზე მაღლა დგას საკუთარი ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი შეგნებით. ბარეღამ თავზე დამაჯვი მეც და სათითაოდ ყველა იმ ხალხსაც, ვინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გატარებულ საშინაო პოლიტიკას და ვთვლით, რომ მისი შეცვლაა საჭირო თუნდაც ბიძინათი, რაო ქრთამის მიცემა გვირჩევნია და გვინდა რომ ბინები გაგვიქურდონ და მანქანაზე სარკეები დაგვიხსნან ხოლმე ხო? ეგეთი ###ები ვართ შენი აზრით? კი, ღამე მესიზმრება. ისე მინდა ეგ ყველაფერი... ხო, მე ნამდვილად ვერ ვხედავ ისე ბიძინას მიერ ნაყიდ ხალხს. ფულის გამო შეიძლება ვიღაცა კარდაკარის კოორდინატორი დაუდგეს გვერდით და დანარჩენი კიდევ ხელფასებს ვის უხდიან და კარგად ვის აცხოვრებენ, მაგალითად კახა კალაძეს, ზურა ზვიადაურს და ლუკა კურტანიძეს უხდის ბიძინა რამეს თუ გიორგი ასანიძეს, ზაზა კედელაშვილს და გია გალდავას უხდის მიშა რამეს და ვინ რას აკეთებს, ეგ ადვილი გადასამოწმებელია, ხო ხარ თბილისელი ბიჭი არა? მიდექი, მოდექი და იკითხე. შენც ხო იცი რო უმარტივესია ეგ?

ჟურნალისტების ყიდვაზე კიდევ მეცინება. ძალიან მეცინება, იმიტომ რომ შენი პოზიციის მქონე კაცი მაგ თემაზე საუბარს შეგნებულად უნდა გაურბოდე ხოლმე წესით.

და კიდევ, ერთი ისწავლეთ რა - თემა რომ გაიხსნება, ჯერ სათაური წაიკითხეთ, მერე პირველი პოსტი ხოლმე და იმის ირგვლივ ილაპარაკეთ, მითუმეტეს როცა იქ კონკრეტული შეკითხვებია დასმული, თორე თუ არც არაფრის გარკვევა გვინდა არავის და არც ტვინში არაფრის შეშვება, პირდაპირ დავსტრელოთ მაშინ სადმე იპოდრომზე მთელმა ფორუმმა, გავიყოთ შუაზე (მთლად თანაბარი გაყოფა არ გამოვა, მარა მაინც) და ვაგინოთ და დავცხოთ მაშინ.
ისე კიდევ ტეხავს ბევრი რამე, ინტუიციაზე არ უნდა იყო კაცი დამოკიდებული მარტო, ფაქტების ანალიზიც შეიძლება ხანდახან.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey