აფხაზი ქურუმები სეპარატისტულ რეჟიმს ანათემით ემუქრებიან…[აფხაზი ქურუმები სეპარატისტულ რეჟიმს ანათემით ემუქრებიან…]
წარმართების მუქარა
08:40 28.07.2012
[ნინო ხუნდაძე]
აფხაზეთის ქურუმთა საბჭო აპირებს გააპროტესტოს მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობის მოქმედებები, რომლის თანახმადაც რელიგიის შესახებ კანონში, რომელიც ახლა მუშავდება, წარმართული რელიგია ნახსენები აღარ იქნება.
ამასთან დაკავშირებით, ქურუმები გეგმავენ გაფრთხილება გაუგზავნონ ლიდერებს - Абыжьныха-ს ძალის შესახებ, რომელიც მათ დაივიწყეს და რომელიც საუკუნეების მანძილზე იცავდა ჩვენს მიწას ბნელი შიდა და გარე ძალებისგან. ნუ გადავაბიჯებთ საზღვარს, რომლის იქითაც საყოველთაო დაბნეულობა და ხალხის შეშფოთება დაისადგურებს“ - წერენ ქურუმები.
ინფორმაცია სეპარატისტულ-წარმართულ ძალებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე „ფეისბუქში“ ვინმე ხაჯარატ ხვარცკიამ გაავრცელა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ისტორიაში პირველად გაჩნდა შანსი წარმართობის ლეგალიზება მოხდეს და მას ოფიციალური სტატუსი მიეცეს, თუმცა ამას მმართველი რეჟიმი ეწინააღმდეგება - წერს ხვარცკია.
ის აფხაზეთში არსებულ რელიგიურ სიტუაციას ასე ახასიათებს: „ქრისტიანობა აფხაზეთში კრიზისშია, რაც გამოიხატა საზოგადოების გათიშვაში, ისლამი თავის იდეალებს ქადაგებს, ჩვენი ქურუმები კი მოკრძალებულ პოზიციაში, გვერდით დარჩნენ, როგორც არასაჭირო ანაქრონიზმი“ - წერს ის.
ამ ვითარებას კი ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას უწოდებს: როცა ჭიქას ვწევთ, ჩვენზე უფრო ღვთისმოშიში და ღვთის პატივისმცემელი ხალხი მსოფლიოში არ არსებობს. განსაკუთრებით, როცა უფსკრულის პირას ვიდექით (როგორც ეს 1992-1993 წლებში იყო). მაგრამ როგორც კი მშვიდობა მყარდება, ვივიწყებთ ჩვენს Аныхҧааҩцәа-ს და უფრო მეტიც, კანონიდან ვიღებთ Аных-ის სიწმინდეების ხსენებას.
ამ ტექსტის კომენტარებში კი ვკითხულობთ, რომ მოსალოდნელი დაპირისპირების გამო, სავარაუდოდ, ახალი კანონის, ყოველ შემთხვევაში, პრეამბულაში, ნახსენები იქნება ქურუმების მიერ მოთხოვნილი წარმართული რელიგია, მიზეზად კი ის სახელდება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის ავტორები, შესაძლოა, ანათემას გადასცენ.
ქურუმების აღშფოთების ფონზე, 2011 წლის მარტის აღწერის მონაცემების თანახმად, წარმართები აფხაზეთში არცთუ დიდი რაოდენობით, მხოლოდ 5% არიან.
თუმცაღა, Аныха-ს ტაძარი, როგორც ირკვევა, თავის ფუნქციას მაინც ინარჩუნებს: როგორც ამბობენ, ადამიანს, რომელიც იქ ტყუილს იტყვის, უბედურება დაატყდება თავს და არა მარტო საკუთრივ მას, არამედ მის მთელს გვარს.
სხვათა შორის, როცა ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ბრალდებულად აფხაზეთის ყოფილი შს მინისტრი ალმასბეი კჩაჩი გამოაცხადეს, მისმა ნათესავებმა საზოგადოებას უდანაშაულობის ასეთი ალიბი წარუდგინეს: კჩაჩი აპირებდა (ვეღარ მოასწრო, თავი მოიკლა), Аныха-ს ტაძარში დაეფიცა, რომ ანქვაბზე ტერაქტში ბრალი არ მიუძღოდა.
http://presa.ge/new/?m=society&AID=17970ისე ჩვენც ხო არ დაგვებრუნებია გაცი და გაიმი?
* * *
ალკოჰოლზე დამოკიდებულმა მშობლებმა ბავშვი ცხოველს დაამსგავსესურალის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები შოკირებულები იყვნენ, როცა ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს ბავშვი, რომელიც ძროხებთან ერთად ცხოვრობდა - წერენ რუსული გაზეთები.
5 წლის გოგონა უკვე წაართვეს მშობლებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
როგორც გაირკვა, მშობლები ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული. მათ ძროხებთან ერთად ჰყავდათ ბავშვი ჩაკეტილი და მხოლოდ საქმის გასაკეთებლად უშვებდნენ გარეთ. არც საჭმელს აჭმევდნენ ნორმალურად. გოგონამ ლაპარაკიც კი არ იცის, რის გამოც ცხოველურ ხმებს გამოსცემს და საკვებსაც ხელიდან ან მიწიდან ჭამს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მამინაცვალი ბავშვს სცემდა კიდეც.
გოგონა ამ დროისათვის სარეაბილიტაციო ცენტრშია გადაყვანილი, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის ვერასოდეს შეძლებს სრულფასოვანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=8073