#32049943 · 9 Jul 2012, 20:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
konformist
QUOTE | სამაგიეროდ დღევანდლამდე მთელი რევოლუციური ენერგია ქვეყნის გამთლიანებას მოხმარდა და ახლა უკვე ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხანა დაგვიდგა... |
მართალი ხარ. რუსეთს ხომ მოვუგეთ ომი?! ახლა ეკონომიკური განვითარებით ლუქსემბურგს ვაჯობებთ! გლეხო კაცო, გაიხარე, მიშა ჩვენთანაა! * * * 7171QUOTE | ნეტავ რას ედრებით მაგ ღლე ქვეყნებს. ჩვენ დასავლური ტიპის, ტურიზმზე, ფინანსურ სერვისებისა და შეიარაღების წარმოებაზე ორიენტირებულ ქვეყანას ვაშენებთ. |
1. ტურიზმი: არ არსებობს ქვეყანა (თუ არ ჩავთვლით ჯუჯა სახელმწიფოებს), რომლის ეკონომიკაც ტურიზმზეა დაფუძნებული. 2. ფინანსური სერვიზები: საქართველოში საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ათობით პროცენტია, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში 3-4 პროცენტს არ აღემატება. საქართველოში მცირე ბიზნესი დაწიოკებულია, მცირე მეწარმეები ვალებში იხრჩობიან, ბაზარი მონოპოლისტების ხელშია. 3. შეიარაღების წარმოება: აი ეს ყველაზე საინტერესოა. შეიარაღების წარმოებას უზარმაზარი ინდუსტრია სჭირდება. აბა მითხარი სად არის საქართველოში ასეთი ქარხანა?!
|