მაჟორიტარეების გამო დაპირისპირებები ოცნებაში ახალი თემა არაა
ივანიშვილისა და ბერძენიშვილის დაპირისპირების დეტალები
ივნ 27 15:031055
"ქართული ოცნების“ მომავალი მაჟორიტარი კანდიდატები ბიძინა ივანიშვილისა და "რესპუბლიკელების" დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. News.ge-მ ამ დაპირისპირების დეტალები სარწმუნო წყაროსაგან მოიპოვა.
კოალიციაში დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელების" მაჟორიტარი კანდიდატების უგულვებელყოფა სახელდება.
როგორც News.ge-ს სარწმუნო წყარომ განუცხადა, "რესპუბლიკელებისა" და უშუალოდ დავით ბერძენიშვილის ამბიციები მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებული არ ყოფილა, რადგან პრაიმერში, რომელიც კოალიციამ რეიტინგული კანდიდატების გამოსავლენად რამდენიმე ხნის წინ ჩაატარა, უმეტესად "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.
წყაროს ცნობით, თუ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პრაიმერის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ამბობდა, რომ კანდიდატების წარდგენა პარაიმერის შედეგების მიხედვით მოხდებოდა, პრაიმერის შემდეგ ამ პრინციპმა უკანა პლანზე გადაიწია და ივანიშვილმა პრაიმერში გასული "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენლები გვერდზე გადადო.
წყაროს ცნობით, საინტერესოა, ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელების" კანდიდატების არგაზიარების საფუძველიც. ივანიშვილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატების თინა ხიდაშელის, დავით და ლევან ბერძენიშვილების და ვახტანგ ხმალაძის დასახელება ისეთ მნიშვნელოვან ოლქებში, როგორებიც საბურთალოს, დიდუბის, ვაკის და მთაწმინდის ოლქებია, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს კანდიდატები არჩევნებში საუკეთესო შედეგებს ვერ დადებდნენ.
წყაროს ცნობით, ივანიშვილს საზოგადოებისათვის ცნობილი, არა იმდენად პოლიტიკური წარსულის, რამდენადაც ინტელიგენტური წარსულისა და საზოგადოების სიმპატიით აღჭურვილი პირები სჭირდება, სწორედ ამას უკავშირდება "სახალხო კრებისათვის" მისი შეთავაზება მაჟორიტარების დასახელების შესახებ.
ჯერ კიდევ 15 ივნისს, დავით ბერძენიშვილმა პრესასთან კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატების შესახებ კვლევის შედეგებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარებიც დაასახელა, კოალიციაში მისმა ამ ქმედებამ გაღიზიანება გამოიწვია, რადგან კონკრეტული გვარების დასახელება კოალიციასთან შეთანხმებული არ აღმოჩნდა.
http://news.ge/ge/news/story/20631-ivanish...irebis-detalebi
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █