ეს ძალიან ძნელი თემაა ვის ენდობი და ვის არა ...... მეორეც კოლეგა რატომ მიწოდე ?
გოსდეპმა , რომ დადო დასკვნა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში , ანდაც ტალიავინის დასკვნას ---- შენ ენდე ? თუ ენდე გააპროტესტე ?
ახლა რაშია საქმე ...... შენ ცოცხალი ამერიკელი გინახავს ?

ხუმრობით გეუბნები
ხო და ბევრ გოთვერნობას რომელშიც სპეცები ვართ ქართველები , ამერიკელები ვერც წარმოიდგენენ ყველაზე მაგარ კაიფში ..... აი მაგალითი
NDI-ს ოფისში ზის ამერიკელი და ეკითხება მის მიერ დაქირავებულ ქართველ სოციოლოგს ------ როგორ ამოარჩიეთ ის ხალხი 6000 ათასი კაცი რომლებშიც უნდა ჩაატაროთ გამოკითხვა
ქართველი სოციოლოგი , თარხნიშვილის მეუღლე მაგალითად , რომელიც ატარებს კვლევას ...სხაპასხუპით ეუბნება .....ჩვენ მივმართეთ სამოქალაქო რეესტრს და მათ შემთხვევითი ამორჩევით მოგვაწოდეს რაიონების მიხედვით გარკვეული რაოდენობა ხალხის მონაცემებიო -----კარგი პასუხია ამერიკელისთვის , მაგრამ ვთქვათ ნამეტანი პატიოსანი ამერიკელი აღმოჩნდა და ჩაეკითხა
კი მაგრამ ეგებ სამოქალაქო რეესტრმა თქვენთვის მოწოდებულ სიებში მათი მხარდამჭერები ჩასვაო ......და მოჭუტა თვალები აბა რას მეტყვიანო
ამაზეც ქართველი სოციოლოგი - ნაციონალი პასუხობს ისევ სხაპასხუპით .......ეგეც გავითვალისწინეთ ბატონო და სემდეგნაირად ვიქცევითო .....აი მაგალითად ზესტაფონში უნდა გამოვკითხოთ 200 კაციო .....ჩვენ ვთხოვთ ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრს 500 კაცის სიასო და იქედან შემთხვევითი არჩევით , ვირჩევთ გამოსაკითხ 200 კაცსო ..... თუ გინდათ ის 200 კაცი თქვენ ამერიკელებმა ამოარჩიეთო
ვსე , ამერიკელი კმაყოფილია ........მაგრამ აქ ნაც.გოთვერნობა რაშია ------ ის 500 -ვე კაცი , რომელიც მიაწოდეს ზესტაფონიდან , ეს კარგად შესწავლილი კონტიგენტია , რომელიც ადრე შეისწავლა ამ მიზნით კუდ-მა , სოდ-მა , მვდ-მ , მიაწოდეს გამგეობებმა , მერიებმა , სხვა სახემწიფო სამსახურებმა ---- მათი ოჯახის წევრები , ნათესავები , კარგად შესწავლილი მეზობლები -----მათში არიან მომუშავე ხალხიც , უმუშევრების , პენსიონრებიც , ერთი სიტყვით ყველა სოციალური ფენა .........
ეჭვი გეპარება , რომ ყველა რაიონში ექნებათ ნაცებს ასეთი , ვითომ შემთხვევითი ხალხის წინასწარ გამზადებული და ასეთი შემთხვევისთვის გამზადებული სიები ? ეჭვი გეპარება ?
გაიგე რაშია გოთვერნობა ? თუ არ გინდა გაგება
ამიტომ უნდა გაიასნდეს ის 5 შეკითხვა , რომელიც წინა პოსტში დავდე
ამერიკელი ვერ ტვინავს , რომ აბსოლუტურად ყველა საჯარო პირი ინიშნება , ყველა სახელმწიფო სტრუატურაში ---- მხოლოდ ერთი კრიტერიუმით , ლოიალურობით ნაცების მიმართ
იცი ამას როგორ აკეთებენ ...... ზუსტად ვიცი , მომიყვა ერთი შ.პ.ს. -ს დირექტორმა , 100 პროცენტიანი -იანი სახელმწიფო წილით , მართალია ეს 2008 წელს იყო , მაგრამ არა მგონი მეთოდები შეეცვალათ ......მას დაავალეს მიეტანა ყველა თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების სიები , ყველა მონაცემით , სახლის და მობილური ტელეფონის ნომრებით ....... ამის მერე ჩაატარა ამ დირექტორმა თათბირი და აუხსნა თანამშრომლებს , რომ მათი მოტანილი სიები გადასცა სადაც საჭიროა და არ არის გამორიცხული მათ სახლებში მივიდნენ , ან დაურეკონ და მათმა ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ , რომ უნდა აქონ ბელად-ბელადი თორემ იქნება ცუდად საქმე და დაემშვიდობებიან სამსახურებს .... ის თანამშრომელი მიდის სახლში და აფრთხილებს თავისიანებს , რომ შეიძლება შეამოწმონ ......
ახლა წარმოიდგინეთ ზესტაფონში სახლში არის დედა ასეთი თანამშრომლის , პენსიონერი , ერთი შვილი გოგო საზღვარგარეთ არის წასული გაჭირვების გამო , მის შვილებს ის ზრდის , უჭირს , ნაცები ეზარება მაგრამ მეორე შვილიც ყავს და რა ქნას , ის , რომ გამოაგდონ სამსახურიდან ----დედაა ....
ამიტომ ეს ქალბატონი , რომელიც საარჩევნო ყუთთან ჩიორტ ეგო ზნაეტ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ------- NDI-აის მკვლევარებს მედგრად ეუბნება , რომ ნაციონალების მხარდამჭერია .....შვილიც , რომ მოვა სამსახურიდან , ჩუმად შეშინებული ეტყვის , შენ , რომ გამაფრთხილე შვილო ის ხალხი იყო მოსული და როგორც დამარიგე , ყველაფერი სწორად ვუპასუხეო .......
ასე ხდება ცხოვრებაში , ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით , ვისაც გაგება უნდა .......... ამიხსენი ახლა , ეს როგორ უნდა აუხსნა ამერიკელს , რომელ ენაზე ...ამის ახსნა , რომ დაუწყო არ დაგიჯერებს , მას ვერ წარმოუდგენია , რომ ხელისუფლებას ასეთი ჩალიჩი შეუძლია , ის მენტალურად სხვაგან გაიზარდა , იმისთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია
This post has been edited by მაკიაველი on 10 Jul 2012, 12:37
01.10.2012.