ფეისბუქის დახმარებით ციხეში მოხვედრის 13 ხერხი ფეისბუქის უბრალო სტატუსმა შეიძლება ციხის კარამდე მიგიყვანოს.გაგაცნობთ 13 ამბავს როცა საკუთარი გაუაზრებელი ქმედებით ფეისბუქის მომხმარებლები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.პოლიცია ბოლო დროს ხშირად იყენებს სოციალურ ქსელებს დამნაშავეთა გამოსააშკარებლად. the huffington post-მა ფეისბუქით დაკავების 13 შემთხვევა მოიძია. აი ისინიც:
1. 2010 წლის დეკემბერში, ნიუიორკელი პარამედიკოსი მარკ მურასელა დაადანაშაულეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.გამოძახებაზე მისულმა ,საკუთარი მობილურით ფოტო გადაუღო მოკლულ ქალს და ფეისბუქში განათავსა,რისთვისაც ის პასუხისგებაში მისცეს.
2. 2011 წლის ივლისში ჯოზეფ ბერნარდ კემპბელი დაადანაშაულეს სხვისი კომპიუტერების გატეხვასა და ვირტუალურ ზეწოლაში.მან სულ მცირე 19 ქალის ელექტრონული ფოსტა გატეხა და პირადი ხასიათის ფოტოები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე საჯაროდ დადო.
3. ნევადას შტატის ქალაქ კერსონ-სიტიში ,2011 წლის იანვარში დააკავეს 12 დან 14 წლამდე გოგონათა ჯგუფი.ისინი დაადანაშაულეს მუქარის შემცველი კომენტარების გამოქვეყნებაში, მათ მიერ შექმნილი ჯგუფის” შეტევა მასწავლებლის დღისთვის”: კედელზე.სასამართლოზე მოზარდებმა განაცხადეს რომ მათ უბრალოდ იხუმრეს.
4. 2011 წლის აპრილში,ვირტუალურ ზეწოლასა და სხვის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს სიეტლის მცხოვრები,10 წლის 2 გოგონა.reuters-ი იუწყებოდა ,რომ გოგონები სექსუალური ხასიათის ფოტოებს და კომენტარებს აქვეყნებდნენ მათი 12 წლის თანაკლასელის ფეისბუქის კედელზე.
5. ფილადელფიელი ლონდონ ელეი ფეისბუქს კილერის დასაქირავებლად იყენებდა.მას საკუთარი შვილის მამის,კორი უაიტის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.მას ტიმოთი ბუნიმი გამოეხმაურა,ორივე კი,2011 წლის ივნისში დააკავეს.
6. ლონდონში ,აგვისტოში მომხდარი არეულობის დროს,პოლიციამ რამოდენიმე პიროვნება დააკავა ფეისბუქის დახმარებით ძალადობის გაღვივების ბრალდებით.
7. 2011 წლის აპრილში,ჰიუსტონში პოლიციამ 4 პიროვნება დააკავა ბანკის ძარცვის ბრალდებით.დანაშაულამდე 2 დღით ადრე,ამავე ბანკის 19წლის მოლარემ ესტეფანი მარტინესმა საკუთარი ფეისბუქის სტატუსი განაახლა და დაწერა: “get $$$” .გაძარცვიდან 2 დღის შემდეგ კი სტატუსად დაწერა “მე ვარ მდიდარი”
8. ილინოისელი მოზარდი 2011 წლის მაისში დააკავეს პროვოკაციული სიის გავრცელების გამო,რომელიც მისი 50 სკოლელი გოგონას სექსუალურ დახასიათებას შეიცავდა. გოგონებს მიწერილი ჰქონდათ ზედმეტსახელები,როგორიცაა:”დაცემული ანგელოზი” , “ქერა სექს-ბომბა” და ა.შ. .მისი ადვოკატი კი მის ამ საქციელს სიტყვის თავისუფლებას უწოდებდა.
9. 2010 წლის სექტემბერში,პენსილვანიელი 27 წლის რობერტ ნიკსონი დააკავეს 14 წლის გოგონასთან კავშირის გამო.ბრალდებას საფუძვლად ედო მისი ფეისბუქის სტატუსი ,სადაც ეწერა ,რომ ის დანიშნული იყო თავისზე ორჯერ პატარა გოგონაზე.ორივეს პროფილებზე კი ედოთ ერთად გადაღებული სურათები.
10. ამერიკის კონგრესმენობის ყოფილი კანდიდატი შერილ ალენი დააკავეს და დააჯარიმეს ჩინოვნიკებზე ფეისბუქით მუქარისთვის.მათ შორის იყო მოსამართლე,რომელმაც არ დააკმყოფილა მოსი სარჩელი შეტანილი დისკრიმინაციის გამო.
11. 2010 წლის ბოლოს ოთხი 14 წლის მოზარდი დააკავეს ფლორიდაში.ისინი ფეისბუის საშუალებით ემუქრებოდნენ თანაკლასელს.მოზარდთა ჯგუფი შეტყობინებებით განიხილავდნენ “ჩამშვების” მოკვლის გეგმას.
12. ჩიკაგოელი 26 წლის რუთ რამირესი,2011 წლის მაისში ჩიკაგოს პოლიციამ დააკავა.გოგონამ სახეზე მიამსხრია ჭიქა ბარის კლიენტს,შემდეგ კი ფეისბუქში დეტალურად აღწერა ყველაფერი.მსხვერპლის მეგობარმა ეს ყველაფერი შემთხვევით წაიკითხა,დაზარალებულს აჩვენა,რომელმაც პროფილის ფოტოთი ამოიცნო დამნაშავე.
13. 2011 წლის თებერვალში 21 წლის ერიკ ჯეიმს უილსონი დააკავეს ცოლზე ძალადობის გამო.მეუღლეებმა იმის გამო იჩხუბეს ,რომ უილსონმა ფეისბუქში სტატუსი”დაქორწინებულია” შეცვალა სტატუსით “უცოლო”.
http://www.ireporter.ge/pheisbuqis-dakhmarebith-tsikh/ This post has been edited by zarzeimi on 11 Jul 2012, 13:40