მორიგი კუსოკი, ტოვარიშჩი.
ძაან საინტერესო დასაწყისით - ეკონომიკა რამდენიმე წელიწადში ვერ წამოიწევა! ნაცების 9 წელიწადს თუ თვლის ბიძინა რამდენიმე წელიწადად?
ის ამავე ინტერვიუში ამბობს რომ ნაცებმა შევარდნაძისდროინდელი ეკონომიკა ვერ გაზარდეს - უბრალოდ, გადასახადების ამოღება დაიეწყეს.
აქვე ბიძIნა იმეორებს მიშას ტურისტულ კონცეფციას და შემდგომ - ლირიული ინტერმეცცოები -
ბიძIნა და აფხაზეთი,
ბიძIნა და სსრკ,
ბიძIნა და ეკლესია!
ბიძIნა და თელასი!
ბიძინა , იაფი ენერგია და კომუნალური გადასახადების შემცირება- "კავკასიაზე" გამოსვლისას თქვით, რომ საქართველოში ისეთივე საინტერესო ცხოვრება იქნება, როგორც საბჭოთა კავშირში. რა იგულისხმეთ?
- ეგრე არ მითქვამს. საბჭოთა კავშირი ცალკე მსოფლიო იყო, გარეთ რა ხდებოდა, ვერ ვხედავდით. საქართველო კი იმ დახურულ სივრცეში ყველაზე საინტერესო ქვეყანა იყო. მე მხედველობაში მქონდა, რომ როგორც მაშინ ყველას აინტერესებდა აქ ჩამოსვლა, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის ასეთივე საინტერესო უნდა გავხდეთ, ასეთ შემთხვევაში შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებას. ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც პრესპექტივა გაჩნდება. ეკონომიკას რამდენიმე წელიწადში ვერ წამოვწევთ, მაგრამ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების გასაღები იქაა, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანა გახდეს.
- როგორ ფიქრობთ, აფხაზეთთან კონფლიქტი მხოლოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი იყო თუ ეთნიკურიც?
- ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ორივე მხრიდან, ყველაზე მეტი შეცდომა მაინც ჩვენ დავუშვით. საერთოდ, ასეა - რაც მოგივა დავითაო... რა თქმა უნდა, რუსეთს ჰქონდა თავისი ინტერესები. შენ საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვა, შენს ქვეყანას უნდა გადაეფარო. ჩვენ შეუწყნარებელი შეცდომები დავუშვით, ცარიელი ემოციებით ვმოქმედებდით. საბჭოთა კავშირში, ჯერ კიდევ სუსულოვის დროიდან მზადდებოდა ეს კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ჭკვიანად რომ მოვქცეულიყავით, არაფერიც არ მოხდებოდა. რუსეთს ზოგადად, მძიმე პოლიტიკა აქვთ ეთნიკურ უმცირესობებთან. აფხაზები ამას აანალიზებენ, მაგრამ სააკაშვილს როგორ უნდა ენდონ?
- თქვენ თავიდან საკმაოდ დისტანცირებული იყავით ეკლესიისგან. დღეს კი ხშირად გხედავთ სამებაში. რა შეიცვალა? როგორ ფიქრობთ, ეკლესია უნდა ერეოდეს სახელმწიფოს ცხოვრებაში?
- ჩემი ქცევა არ შეცვლილა. როცა ვახერხებ, სამებაში დავდივარ. არ მეშინია ჩემი პოზიციის და ის, რასაც ადრე ვამბობდი, არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც დღეს ვაკეთებ. ყველაზე დიდი კულტურა ქართველებს ქრისტიანული გვაქვს. უნდოდათ, "უღმერთო" დაეძახათ ჩემთვის და ამაზე აეგოთ რაღაც.
რა თქმა უნდა, ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ის კანონიც, რაც უმცირესობებისთვის შემოიღეს, სრულიად მისაღებია ჩემთვის, მაგრამ ცუდად გააკეთეს. პატრიარქის შეურაცხყოფა უნდოდათ, აჩვენეს - არაფერი არა ხარო. ხალხს არაფერი ეშლება, პატრიარქი მანამდეც პოპულარული იყო, მაგრამ ხალხმა ნახა, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი დარჩა ქვეყანაში. სწორედ ამ პოპლულარობას დაუპირისპირდნენ.
ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში და არ უნდა ხდებოდეს ის, რასაც აკეთებენ, მეუფეებს რომ მანქანებს უნიშნავენ პირდაპირ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ. სახელმწიფო ვალდებულია, თუ უჭირს, ეკლესიას ხელი გაუმართოს, მაგრამ არა მიზნობრივად, რასაც ესენი აკეთებენ. ეს არ უნდა იყოს პიროვნებაზე დამოკიდებული, სინოდმა უნდა გადაანაწილოს ეს ფული. დღეს ეკლესიაშიც საშინელებები ხდება, იქაც დაპირისპირებული მხარეებია, პატრიარქი ძალიან ბრძენია და უმკლავდება ამ ყველაფერს...
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ აპირებდით საინვესტიციო ბანკის შექმნას. დაბალპროცენტიან და გრძელვადიანი სესხების გაცემას, - დამეხვივნენ და ხელი შემიშალესო. ვინ შეგიშალათ ხელი?
როცა "ქართუ" ბანკი შევქმენი, დავავალე საინვესტიციო პროექტების ბიბილიოთეკის შექმნა. ეს ქვეყნისთვის ყველაზე კარგი დახმარება იქნებოდა. ეკონომიკის განვითარება თუ გინდა, ინვესტიციები უნდა გასცე და 10-ზე მეტი არ უნდა იყოს პროცენტი. გარდა ამისა, როცა ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, თუ იქ ადგილობრივი 25% მაინც ხვდება, ძალიან იოლად შემოდიან. თუ ხედავენ, რომ ადგილობრივი, ვინც იცის ბაზარი, ფულს დებს, ნდობა უჩნდებათ. ეს გადამწყვეტია.
საქართველოში კანონები მეტ-ნალებად ნორმალურია, მაგრამ როცა ჩინოვნიკი კერძო ბიზნესში ერევა, იქ ბიზნესი არ ვითარდება. აქ გენერალური პროკურორი ერევა, მაგრამ მანამ, სანამ ამას კარგად ვიგრძნობდი და გავაცნობიერებდი, ვუთხარი ბანკის მმართველს, ჩრდილელს, დასწიე პოცენტი, 4-5%-მდე დააგდე, მთავარია, საქმე გაკეთდეს-მეთქი. ჩრდილელმა კარგად ამიხსნა, დამილაგა და დამისაბუთა, ჩვენ რომ ახლა პროცენტი დავწიოთ, სხვა ბანკები დაინგრევიან, ამათ ნაყიდი აქვთ ფული, მარტო თქვენ ხართ თქვენი ფულით შემოსულიო. მოსახლეობა შეჩვეულია, ერთადერთი, რაც მუშაობს, საბანკო სისტემააო. მაგრამ მარტო საბანკო სისტემაში არ იყო საქმე. დავინახე, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არ არსებობს. როცა დაიწყო ბიზნესის დაყაჩაღება, ეს ყველაზე ადრე იგრძნო ბიზნესმა. როგორც კი ერთს შეავიწროვებენ, სხვები მაშინვე იგებენ. მე ყველაზე გვიან გავიგე...
- არ ნანობთ, მაშინ ჩრდილელს რომ დაუჯერეთ?
არა, არ ვნანობ. მარტო ბანკებს დავაზიანებდი. იქ, სადაც ხელისუფლება ბიზნესში ხელს აფათურებს, პატიოსანი ბიზნესმენი არ შემოვა. შემოვა ისევ უბადრუკი, რომელიც ფიქრობს, შეეკრას ამას, მოატყუოს ერთი, მეორე და ეს მოტყუებული ფული გადაინაწილონ.
- "თელასის" თემაზე ჩამოყალიბდით საბოლოოდ?
- ცრუ დაპირებები არ მიყვარს. პოლიტიკაში რაც მოვედი, ეს ინტერესი გამიჩნდა. მონოპოლიები ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. ბუნებრივი მონოპოლია გაჩნდა "თელასის" სახით და ამას ყურადღების მიქცევა უნდა.
- კომუნალური გადასახადების დაწევაზეც საუბრობთ. რის ხარჯზე დაიწევს გადასახადები, დოტაციაზე გადაიყვანთ ენერგეტიკასაც თუ ფასწარმოებაში ხედავთ რეზერვს?
- ერთიც და მეორეც. რაც ვიცი, აზერბაიჯანისგან საკმაოდ იაფად ვყიდულობთ გაზს და მინიმუმ, ორმაგია გადასახადი. "თელასშიც" რაც ხდება, ესეც ზედაპირზე დევს. ჩვენ გავაგრძელებთ იაფ ენერგიაზე მუშაობას. რასაც ვუყურებ, ხალხის გაღატაკებაზე მუშაობენ, რომ გააღატაკონ და მერე 10 ლარიანი სამარცხვინო ვაუჩერებით მოატყუონ.
- ხელისუფლება კვალდაკვალ იმეორებს თქვენს გეგმას. თანაც, იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ბენდუქიძის ჯგუფი აკრიტიკებს. თქვენ როგორ აფასებთ მათ პროგრამას?
- შეხედეთ, როგორ მენდობიან! ისინიც კი უკვე ხელისუფლებაში მხედავენ. და იქცევიან, როგორც ოპოზიციონერები. სააკაშვილიც კარგად მიცნობს და მერაბიშვილიც და იციან, რომ თუ რაიმეს ვამბობ, არ ვცრუობ და დასაბუთებული მაქვს. ადგნენ და ჩემი პროგრამა ოთხზე გადაამრავლეს. მაგრამ მათი ეკონომიკის პირობებში ეს პროგრამა ვერ იმუშავებს. კარტელურად მართული და მონოპოლიზირებული ეკონომიკა ვერ ვითარდება.. თეორიულადაც კი არ არსებობს განვითარების პრესპექტივა და ვერც მოხდება.
ახალს არაფერს ამბობო - მეუბნებიან. რა უნდა ვთქვა ახალი? თვითონ მუდმივად ამბობენ - ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ბაზარში არ უნდა ჩაერიო, ქვეყანა დემოკრატიულად უნდა განვითარდეს. ამბობენ, მაგრამ სრულიად საპირისპიროს აკეთებენ. ჩვენ ამას რეალურად გავაკეთებთ. ამის საბუთებს, გარდა ჩემი წარსულისა, მეც ვერ მოვიტან. მათ თავისი სახე აჩვენს, ორი ვადაა არიან და ერთადერთი, პოლიციის პროექტი გამოუვიდათ და ესეც იმის მანიშენებელია, რომ ჩვენ ქართველებს კორუფციაზე უარის თქმა შეგვიძლია.
მეგობრული შარჟი კარდუსი:
This post has been edited by Judas Iscariot on 11 Jul 2012, 19:42
მიმაგრებული სურათი