ცხელ ზაფხულს თუნდაც შუა დღეს პიკი საათზე ადიხარ აეროპორტის ზევით ხიდთან მარცხნივ ჩასახვევია
პატარა ვაგონივითაა ხეებში ჩადგმული მდინარის ნაპირას
გარეთ მაგიდები და სკამებია
ჩაუჯდები შეუკვეთ ქაბაბს, მწვადს, კუბდარს, ჭვიშტარს თან დიდი ჭვიშტარი აქვთ

ლუდიც ცივი აქვთ ყოველთვის და მომსახურე პერსონალიც ძაან ჯიგრები არიან

იქვე ვაგონის გვერძე დაგუბებული აქვთ გამავალი მდინარის წყალზე ცოცხალი კალმახი ყავთ თითქმის ყოვეთვის
მოკლედ სამოთხეა ზაფხულის სიცხეში თან სულ მესტიაჭალის ცივი ნიავი ქრის თან ჩრდილია და თან რო გაიხედავ მესტიაჭალის რიყის ზევით მდინარის შხეფები რამხელაზე ადის იმას უყურებ
ყურშიც სულ მდინარის გუგუნი ჩაგესმის პირველი რამოდენიმე დღე რო შე შეუჩვეველი ხარ და მერე უკვე რო ამ ხმის გარეშე უცნაურია გარემო