#32104095 · 13 Jul 2012, 04:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nasus
QUOTE | მაგ სოფელში ყველა ქართველს შეუძლია ჩასვლა რადგანაც საქართველოა. |
ბარში/რესტორანშიც ყველას შეუძლია შესვლა მაგრამ როცა იქაურთა უმეტესობა არაა კარგად განწყობილი ზოგი კი 10-15 წუთი გიხსნიან რომ ანერვიულებულია ხალხი და ხო მოხვედით და ეხლა წადითო ... მაგრამ შენ თუ სიტუაციის გამწვავება არ გინდა უნდა წახვიდე ... და არა ლოზუნგები იძახო გრომკაგავარიწელში და ჩასულს ეკაჩაო და საქმეები ურჩიო თუნდაც მტყუანი იყოს ... არაა პრობლემა სხვა დროს დაწყნარებულზე და სხვა მეთოდებით სცადო ხალხის "განათლება" ... QUOTE | აი ეს შეკითხვა, კი ინფორმაციული ვაკუუმის ბრალია. |
არა ... ყველამ ყველაფერი იცის ... უბრალოდ ზოგიერთი ლოგიკურ კითხვას სვავს ...
QUOTE | ალბათ არცერთმა არ იცის რომ ტიპმა ჯარი , პოლიცია და განათლება დააფინანსა , |
რატომ?
ამაში რას გულისხმობ?
QUOTE | როგორ ეუბნება ეხლა ცუდ რაღაცეებს გეტყვი და გეწყინებაო, ეს უკვე შეურაცხყოფაა , |
აქ ფრაზა დამახინჯებულია ... და ნათქვამის აზრსაც საპირისპიროთ იცვლება მაგით ... აი ხელმეორედ მოვუსმინე სპეციალურად ... და რახან ეს ციტატა არ ჩათვალე დამაკმაყოფილებლად
QUOTE | ყველამ თავის კარიერას უნდა მიხედოს და თავის საქმესაო ... და ეთანხმება კალაძე კიო ერთადო უნდა ვაშენოთ ქვეყანაო ... და ეს შავ მაიკიანი ეუბნება ბურთის გაგორებაზე რომ მილიონებს გაძლევდნენ მადრიდი იკო თუ რაც იყო მასინ რატო არ იყავიო/აშენებდიო ... კაიო რაო არ მინდა ეხლა ისეთი სიტყვა ვთქვაო რომ რაღაცა გეწყინოს |
ზუსტად დაგიკოპირებ მაგ ფრაზას და 9-ე არხის ვიდეოდან ... "კაი არმინდა ეხლა ისეთი სიტყვა ვთქვა რომ რაღაცა შენ გეწყინოს" © http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1110 5:48-დან. ცოტა უფრო წინიდან თუ უყურებ ეგ ტიპი კალაძეს საერთოდ არ ელაპარაკებოდა სხვა აქტივისტს ესაუბრებოდა და უკვე შეთანხმდნენ წამო მანახე აბა რომელი ამ სოფლელი გიჭერს მხარსო და აი იქო ... და მიდიოდნენ და კალაძემ გაუბა ლაპარაკი და უკვე მაშინ წავიდა მაგაზე ბაზარი .... QUOTE | ამასთანავე გავრცელდა ინფორმაცია რომ მაგან კახას უთხრა შენ შენი ძმა მოკალიო, |
აქაც დამახინჯებულადაა ფრაზა მოყვანილი მემგონი ...
QUOTE | (ტელეკომპანია დეას გადაღებულში) მგონი რაღაც ესეთს ეუბნება მაშინ რატომ არ აპროტესტებდი შენი ძმა რომ გაიტაცესო ... |
არაა გამორიცხული ისიც ეთქვათ რომ ფული რომ არ გადაიხადე მაგით გაწირე ძმაო ... მაგრამ ისევ და ისევ ... პოლიტიკოსი როცა ხდები მზად უნდა იყო რომ უკვე საჯარო პირი ხარ და ბევრ შენ პირადს განიხილავენ ცუდი კონტექსტით და ამაზე აგრესიით კი არ უნდა უპასუხო ... უნდა ლოგიკური და მინიმუმ ადეკვატური პასუხი უნდა გქონდეს ...
QUOTE | ადამიანურად რომ მივუდგეთ მაგ თემას კახას ვერ გავამტყუნებთ დაგინებაში |
კიბატონო ...
QUOTE | მაგრამ პოლიტიკურად სუსტი სვლაა. |
ძალიან და მითუმეტეს იქ სადაც მხარდაჭერის საძებნად ხარ მისული შენი ფეხით ... და 10-15 წუთი გთხოვენ რომ აღელვებულები ვართ ხალხი ...დ ა ხო მოხვედით წადით და წაიყვანეთ თქვენი მოყვანილი ხალხიო ... 1. უნდა გაერიდო (დროებით მაინც სანამ სიტუაცია დაწყნარდება) 2. პარტიული ლოზუნგები არ უნდა აყვირებინო ხალხს სიტუაციის დასაძაბად. 3. მითუმეტეს არანაირი აგრესია არ გამოხატო (ხელი არ კრა, არ ეჯიკავო, არ აგინო და ქვები არ ესროლო უკან თუნდაც საპასუხოთ) 4. იარაღის ამოღებაზე არ ვამბობ არაფერს რადგან 1)უკანდახევისას ამოიღო, 2) არავის ემუქრებოდა იარაღიანი ტიპი და იარაღიც დაბლა ჰქონდა დაშვერილი, რითაც გასაგებს ხდიდა რომ სროლას არ აპირებდა და ხალხის დასაშოშმინებელი ფანდი იყო და მხოლოდ თავდაცვისთვის უკანასკნელი მომენტისათვის ამოიღო და ისიც ან ისროდა და ან არა ეგეთი მომენტიც რომ დამდგარიყო.
QUOTE | მე რაც დავინახე, პროვოცირება მოხდა იქაურებისგან. |
ყველა ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე ... მე ვთვლი რომ ორივე მხარემ მიქარა მაგრამ მთავარი დაძაბულობა ოცნების აქტივისტების უტიფარმა ქცევამ გამოიწვია ადგილობრივების თხოვნა/მოთხოვნებზე დაეტოვებინათ ტერიტორია ... ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ მათ აწყობდათ ეს და ამიტომაც არ გაეცალნენ დროულად და სხვა მეთოდი არ სინჯეს იქ მიდგომის და მეტიც კალაძესთან მაგ შელაპარაკების მერე აგრესიული ხელისკვრებით და ჯიკავით წააქციეს გზისპირას ბუჩქთან რამდენიმე ქალი და მამაკაცი (სწორედ ამ ჩაჩეხილებმა მოკიდეს მერე ქვებს პირველებმა ხელი როგორც კი წამოდგნენ) ... უბრალოდ უნდა გესმოდეს რომ ვიღაცას ბიძინა რუსეთის კაცად მიაჩნია (შეილება ცდება, მაგრამ ამის საფუძველი რომ რეალურად არსებობს ხო ცხადია) ხოდა უნდა გესმოდეს რომ კაზრეთი რუსების ოსებზე მიხმარების გამო ლტოლვილი ხალხის დასახლებაა და იქ ბევრად უფრო დიპლომატიური უნდა იყოს კაცი რომელმაც თავისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთში მოღვაწეობით იშოვა ... და არამარტო მაგ სოფელში ... ზუგდიდელი გლეხის წერილი ივანიშვილისა და ალასანიას (post #32103994) ... განსხვავებული აზრის არსებობას ეხლა თუ ვერ ეგუება და ასე აგრესიულად იღებს მაშინ ნუ აქვს პრეტენზია იმაზე რომ მომავალში უფრო გაგებით მიიღებს  ან არადა ისევ ორმაგი სტანდარტი გამოდის ... This post has been edited by OHO on 13 Jul 2012, 05:37
--------------------
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs
|