სამართლებრივი გზა როგორ წარმოგიდგენია , მაგრა მაინტერესებს
არის ორი გზა , დამიჯერე რასაც გეუბნები .....
სამხედრო გზა მიშამ იცის კარგად და ნაცები აგიხსნიან
რა არის ეკონიმიკური გზა ......
როდესაც შექმნი ისეთ ეკონომიკურ კავშირებს ოს და ქართველს შორის , შემდგომში ოს ფირმასა და ქართულ ფირმას შორის ---- ეს აუცილებლად გადადის სახელმწიფო ინტერესებში
მაგალითების მოყვანა ძალიან ადვილია ......
ვინ შოულობს დღეს ფულს სამხრეთ ოსეთში (მათი კორუფციიდან გამომდინარე ) , ხალხი რომლებიც ან არიან ხელისუფლებაში , ან ძალიან ახლოს არიან ხელისუფლებასთან ....თუ ეკონომიკური ბერკეტებით შევძლებთ ამ ხალხის ბიზნესების , ქონებების მჭიდრო კავშირს ქართულ ფინანსურ ჯგუფებთან , მეწარმეებთან ---- დამიჯერე ეს უდიდესი ბერკეტი იქნება
როგორ შეიძლება ეს ...ძალიან ადვილად .. ერგნეთებით , მათვის იაფი ფულის მიცემით , საერთო ბიზნესებით
პირველად მალულად ჩაერევიან , სხვა პირების მეშვეობით , მერე ღიადაც გამოჩნდებიან -----ძალიან ძნელი და გრძელი პროცესია , მაგრამ თითქმის 100 პროცენტიანი შედეგის მომტანი
ბევრი ქართული , ან საქართველოსთან დაკავშირებული ფული უნდა გაჩნდეს ცხინვალში
რათ გინდათ შორს წასვლა , გაიხსენეთ ერგნეთი .... მე ბევრი ნაცნობი მყავდა და მყავს მაგ რეგიონში , ქართველები რა თქმა უნდა ----ისინი მიყვებოდნენ , რომ ერთმანეთში მიმოსვლა არისო , ქორწილებში , დაბადების დღეებზე , ბევრი ბათუმში უნახავთ ... ედიკას დროს ოსები ბათუმში და ქობულეთში დადიოდნენ , ზუსტად ვიცი ეგეთი ფაქტები
ეს ერგნეთმა ქნა ყველაფერი , ოსი და ქართველი ერთმანეთზე დამოკიდებულები გახდნენ , საერთო ბიზნესიდან გამომდინარე , ორივე დაინტერესებული გახდნენ ურთიერთსიძლიერით
სხვა კავშირებიც გაჩნდა ......ზუსტ ფაქტს მოგიყვებით , აი რაც ზუსტად ვიცი .....2000 წელს საჩხერის პოლიციამ , იმერეთის სამხარეომ , ჯავის მილიციამ და ცხინვალის მვდ სამინისტრომ ----- სოფელ პერევში და სინაგურაში ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს და ნარკო-გამსაღებელი დაიჭირეს ...აზრზე ხარ შეიარარებულმა უწყებებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს , ოსი მილიციელები ჩვენსკენ იყვნენ იარაღით გადმოსული .....კარგადაც უქეიფიათ როგორც ვიცი , საქმის დამთავრების შემდეგ ......
საქმე აქ აღიძრა , თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა , ხოლო დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე გამოძიების დამთავრების მიზნით ოფიციალურად გადაეცა სამხრეთ ოსეთს ----- ეს ძალიან მაგარი ამბავი იყო , ძალიან ...ერთი საქმე კი არაფერს წყვიტავდა , არამედ თვითონ ფაქტი იყო ბევრის მთქმელი
ამ ოპერაციის გამო ცხინვალის მვდ-ს მინისტრი თანამდებობიდან მოხსნეს , გაგიჟებულან რუსები ...მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო ამ რუსების ყვირილმა ...ოსმა მილიციელებმა მიხვდნენ , რომ ჩვენთან შეიძლებოდა უშიშრად მუშაობა და პირადი კონტაქტებიც დამყარდა ...მერე საცხერის პოლიცია და ჯავის მილიცია , ოსების მხრიდან ძალიან მჭიდროთ თანამშრომლობდნენ
ეს ამბავი ზუსტად ვიცი ...და რამდენი არ ვიცი
ასე , რომ არც ისე ხელწამოსაკრავია ეკონომიკური მეთოდები .......
This post has been edited by მაკიაველი on 14 Jul 2012, 15:13
01.10.2012.