"ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს
12:06 16-07-2012
კოალიცია "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , მათი მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე დაფიქსირდა.
"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს კვლევებს არ ვენდობით და სხვათა შორის, არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს - გააჩნია მათ წარმომავლობას, დაფინანსების წყაროებს და მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცნობთ მეთოდოლოგიას, არ ვიცით როგორაა ჩატარებული საველე სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინდიკატორი არ არის რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისი ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, დიდ პატივისცემას აფიქსირებს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ.
NDI-მ დღეს კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გაავრცელა, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-uckhadebs.htmlოცნების პოზიცია გაცხადებულია - ამ ხაზს მიყევით
საპარლამენტო უმრავლესობა NDI-ს კვლევის შედეგებით კმაყოფილია
12:01 16-07-2012
საპარლამენტო უმრავლესობა NDI –ს კვლევების შედეგებით კმაყოფილია და საკუთარი ამომრჩევლის მადლიერია.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, NDI –ს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის კვალიფიციური და კომპეტენტურია.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მადლობელია საკუთარი ამომრჩევლის, რადგან მათი მაღალი მხარდაჭერა აქვთ.
"ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი ამომრჩველის იმიტომ, რომ ძალიან მაღალი მხარდაჭერა გვაქვს ამ პერიოდშიც კი, როდესაც ჯერ ჩვენი კამპანია არ დაგვიწყია", – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ NDI – ს კვლევა ემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც "ნაციონალურ მიძრაობას" სხვა კვლევების შედეგადაც აქვს.
ამ კვლევებში კი გაბაშვილის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთგან უფრო მაღალი მხარდაჭერაც კი აქვს.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი, რასაც NDI –ს კვლევა უჩვენებს არის ის, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად უნდა კონცენტრირდეს იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის - დასაქმებაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და სოფლის განვითარებაზე.
ნაციონალებისაც ცნობილია -ამ ხაზს მიყევით....
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...kmayofilia.html