არსებობს ორი ფასი მარტვილის ოფისის რემონტის, რეალური 8600 და მოგელაძის 88000
განვიხილოთ თითოეული ფასი
ის რომ 122 კვ.მ. ფართის მქონე მარტვილის ოფისის რემონტი დაჯდა 8600 ლარი ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები
1. შ.პ.ს. "ბურჯის" მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტი.
2. შ.პ.ს. "ბურჯის" მიერ წარდგენილი ფორმა#2, რომელსაც ადასტურებს სამუშაოთა მწარმოებელი და საწარმოო ტექნიკური განყოფილება.
3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
4. მარტვილის ოფისის მესაკუთრის ჩვენება, რომელიც განმარტავს რომ შ.პ.ს. "ბურჯმა" მხოლოდ კედლები და იატაკი შეღება, გამოცვალა რამდენიმე კიბის დაზიანებული საფეხური (მესაკუთრე ადასტურებს რომ ფანჯრები, კარებები, იატაკი და ჭერი შ.პ.ს. "ბურჯს" არ შეუცვლია).
5. მუშა-მოსამსახურეების განმარტებები, რომლებიც აღნიშნულ რემონტზე მუშაობდნენ.
6. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც მან კონტროლის პალატას გაუგზავნა (დაბალი ხარისხის რემონტი ჯდება - 150 ლარი, საშუალო - 300, ხოლო ყველაზე მაღალი, ევრო რემონტი ჯდება - 450 ლარი) აღნიშნულ ფასებში იგულისხმება სრული რემონტი, როდესაც იცვლება ფანჯრები, კარებები და ა.შ. 88000 ლარის შემთხვევაში 1.კვ.მ. მარტვილის ოფისის რემონტი დაჯდა ევრო-რემონტისთვის გათალისწინებულ 450 ლარზე გაცილებით მეტი, ანუ 721 ლარი.
7. ფოტოსურათები, რომელიც შ.პ.ს. "ბურჯმა" გადაიღო რემონტის დაწყებამდე, რემონტის პროცესში და რემონტის დასრულების შემდეგ.
8. თვითონ მარტვილის ოფისი თავისი რემონტით.
მტკიცებულებები რომელიც 88000 ლარის რემონტის ჩატარებას ადასტურებს
1. მოგელაძის "დასაბუთებული" ვარაუდი".
კონტროლის პალატაში ყველა სხვა მტკიცებულებები გადაწონა მოგელაძის "დასაბუთებულმა" ვარაუდმა, კომპანია "ბურჯი" დააჯარიმეს 5X88000=440000 ლარით, აღნიშნული თანხით დააჯარიმეს "მენეჯმენტ სერვისი", პ/გ ეროვნული ფორუმი, პ/გ თავისუფალი დემოკრატები და პ/გ რესპუბლიკური პარტია. ამ თანხას დაემატა სხვა ოფისების თანხები ანალოგიური მიდგომით.
დაჯარიმების და კომპანიების დაყადაღების შემდეგ კონტროლის პალატამ აღნიშნული საქმე გადაუგზავნა პროკურატურას და ითხოვს საქმის აღძვრას დოკუმენტების გაყალბების მოტივით, რადგანაც მოგელაძის "დასაბუთებულ" ვარაუდს არ ემთხვევა ყველა სხვა დანარჩენი მტკიცებულებები, შესაბამისად ყველა მტკიცებულება მაშასადამე გაყალბებულია.
(IMG:http://i079.radikal.ru/1207/46/3b0c2ce70c4b.jpg)
(IMG:http://s018.radikal.ru/i506/1207/43/24145edf1d03.jpg)
(IMG:http://s003.radikal.ru/i203/1207/ce/a8b8dbd9772a.jpg)
(IMG:http://s017.radikal.ru/i415/1207/27/e9cc28370c9b.jpg)
(IMG:http://s019.radikal.ru/i626/1207/0e/1d305e0764d6.jpg)