გამოკითხვაში მიშისტები ეტყობა არ იღებენ მონაწილეობას,რაც გამოწვეულია შეკითხვებით. ანუ საბოლოოდ ამ გამოკითხვით იმ სურათს ვერ მივიღებთ,რაც ფორუმზეა,რადგან მიშისტები ბოიკოტს უცხადებენ ამ გამოკითხვას
მაგ: არის საქართველოში დემოკრატია? ა) დიახ ბ) არა
დიახასა და არას ნაცვლად შეიძლება იყოს:
ა) დიახ,სრული დემოკრატიაა
ბ) დიახ,ნაწილობრივ არის დემოკრატია
გ) არა,საერთოდ არაა დემოკრატია,მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტები(როგორიცაა სასამართლო მთავრობის მიერ კონტროლდება)
და საპარლამენტო არჩევნებთან არაფერ შუაშია მტრობენ თუ არა ერთმანეთს პარტიები,ან ივანიშვილის მოქალაქეობა...
შეიძლებოდა კარგი გამოკითხვის გაკეთება,თუ გამოკითხვის შეკითხვები და პასუხები ორივე მხარისათვის მისაღები ქინებოდა....
=========================================================
ჩვენ თუ გვინდა საპარლამენტო არჩევნებთან გამოკითხვის ჩატარება,მაშინ:
1) აპირებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ა) დიახ
ბ) არა
გ) არ ვიცი,ჯერ არ გადამიწყვეტია
2) ვის დაუჭერდით მხარს დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს?
ა) ნაციონალურ მოძრაობას
ბ) ქართულ ოცნებას
გ) ქრისტიან-დემოკრატებს
დ) არ ვიცი(არცერთს)
3) თქვენი აზრით,ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის სრული დაცვით?
ა) დიახ
ბ) არა,მთავრობა შეეცდება არჩევნებზე მცირე ზეგავლენის მოპოვებას
გ) არა,მთავრობა შეეცდება არჩევნების იმ დოზით გაყალბებას,რაც მას არჩევნებს მოაგებინებს
4) მომავალ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისურვებდით მრავალპარტიულ პარლამენტს?
ა) დიახ,სასურველია პარლამენტში ძალები გადანაწილებული იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის
ბ) არა,სასურველია მმართველ პარტიას ჰქონდეს დიდი უმრავლესობა პარლამენტში
გ) არ ვიცი(არ მაინტერესებს)
5) თქვენი საცხოვრებელი ადგილი?
ა) თბილისი
ბ) რეგიონები
(საინტერესოა თბილისში მცხოვრებლები უფრო სხვა პარტიებს აძლევენ ხმას,თუ რეგიონებში მცხოვრებლები)
6) თქვენი ასაკი:
ა) 18 წლამდე
ბ) 18-25
გ) 26-35
დ) 36-60
ე) 60 და ზემოთ
(საინტერესოა ასაკობრივ ჯგუფებს შორის თუ არის განსხვავება,ანუ 25 წლამდე ახალგაზრდები სხვა პარტიას აძლევენ ხმას და პენსიონერები სხვა პარტიას?)
7) გთხოვთ მიუთითოთ თქვენი რელიგიური აღმსარებლობა
ა) მართლმადიდებელი ქრისტიანი
ბ) მუსულმანი
გ) სომეხი გრიგორიანი
დ) კათოლიკე
ე) აგნოსტიკი
ვ) ათეისტი
ზ) არ ვასახელებ
(საინტერესოა მართლმადიდებლები თუ განსაკუთრებით უჭერენ მხარს ქრისტიან-.დემოკრატებს და ათეისტებისათვის რომელი პარტიაა უფრო მისაღები...)
=========================================================
ამ გზით გამოკითხვა უფრო საინტერესო გამოვიდოდა და მასში მონაწილეობას მიიღებდა როგორც პო ისე ოპო.
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif