murtazi_geo
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 839
წევრი No.: 149273
რეგისტრ.: 20-May 12
|
#32171224 · 17 Jul 2012, 19:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ შეუჩერეს ,,ქართუ ჯგუფს'' ,,ბიზნეს ცენტრის,'' სასტუმროსა და ავტოსადგომის მშენებლობა ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2011 17:41 ,,სააკაშვილმა სასტუმროს პროექტი დაიწუნა, ხიდს მიმახინჯებსო, 1 მილიარდი მოუთხოვია, მშენებლობა რომ გაგრძლებულიყო, ბატონმა ბიძინამ აღარ მისცა და ჩვენი პრეზიდენტიც ჯიბრში ჩაუდგა!''
საქართველოს მოქალაქეობაჩამორთმეულ ბიძინა ივანიშვილის ობიექტებზე შეტევა გრძელდება _ ,,ქართუ ბანკისა'' და საჩხერელი მოქალაქეების შემდეგ ,,ქართუ ჯგუფის'' ობიექტების ჯერიც დადგა. 28 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტოებმა ,,ქართუ ჯგუფის'' პრესსამდივნოს განცხადება გაავრცელეს, რომელიც გვაუწყებს, რომ თბილისი მერიის ზედამხედველობის სამსახური ,,ქართუ ჯგუფს'' ერეკლე მეფის მოედანზე, საპატრიარქოს გვერდით მდებარე როსტომ მეფის სასახლეში, სარემონტო სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ აძლევენ. პრესსამდივნო აცხადებს, რომ ,,ქართუ ჯგუფმა'' როსტომ მეფის სასახლეში გარე სამუშაოების წარმოება 2011 წლის აგვისტოში დაასრულა. 1ლ სექტემბერს შენობის ექსპლოატაციაში შესვლისთვის დედაქალაქის მერიას ობიექტის შემოწმების თხოვნით მიმართა. კანონით ზედამხედველობის თანამშრომლები ობიექტის შესამოწმებლად 13 ოქტომბერს უნდა მისულიყვნენ. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ობიექტზე 26 ოქტომბერს, გვიან ღამით მივიდნენ, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს და მუშებს ტერიტირია დაატოვებინეს. მიზეზად, არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა. ფირმას 4000ლარიანი ჯარიმაც დააკისრეს და ხარვეზების 20 დღეში აღმოფხვრაც დაავალეს. ,,ქართუ ჯგუფს'' პრობლემა ერეკლე მეფის მოედანზე მდებარე 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზეც შეექმნა''. ცხადია, დავინტერესდით, რა ხარვეზები აღმოუჩინეს ბიძინა ივანიშვილის ფირმას ზედამხედველობის თანამშრომლებმა და რატომ არ აძლევენ მუშებს ხარვეზის გამოსწორების საშუალებას. ამის გასარკვევად ადგილზე მივედით. ერეკლე მეფის მოედანზე, გარდა როსტომ მეფის სასახლისა, მის გვერდით მდებარე, მეორე ობიექტის მშენებლობაც გაჩერებულია. ეს მშენებლობაც ბიძინა ივანიშვილის ფირმას ეკუთვნის. ,,ვერსია'' ,,ქართუ ჯგუფის'' სამუშაოთა მწარმოებელს გიორგი კვეზერელს გაესაუბრა: _ ორივე ობიექტზე მე ვმუშაობ. როსტომ მეფის სასახლეში ბიზნესცენტრი უნდა გაკეთებულიყო, მის გვერდით კი სასტუმრო. _ რა ხარვეზები აღმოაჩინა ზედამხედველობის სამსახურმა? _ უმნიშვნელო დეტალებზე გვედავებიან _ ფანჯრები მარჯვნივ უნდა იღებოდეს და მარცხნივ იღებაო. ასევე ფანჯრის დაბლა კარნიზი უნდა იყოს და რატომ არ არისო, გვედავებიან შიდა კარებების განლაგებაზე და ასეთ უმნიშვნელო დეტალებზე. _ თუ ეს ყველაფერი პროექტით იყო გათვალისწინებული, რატომ არ შესრულდა ზუსტად ისე, როგორც პროექტშია მოცემული? _ არ ვიცი, ეს შენობა სხვამ გააკეთა, ჩვენ რომ ვიყიდეთ 4 წლის წინ, ასე იყო. _ ახლა მუშები მუშაობენ? _ არა, არ გვიშვებენ. ვიღაცები მოიყვანეს და შიგნით რაღაცას ასუფთავებენ. სამშენებლო მასალები მეორე მხარეს გადააქვთ. მე არაფერს მეკითხებიან. _ ეს მუშები მერიიდან არიან? _ კი. გვეუბნებიან, ერთი ნაწილი უნდა გავაკეთოთო. _ რას აკეთებენ? _ პირველ სართულზე შეკიდული ჭერი და იატაკი უნდა გავაკეთოთო. ვისთვის ან რისთვის აკეთებენ, არ ამბობენ. _ ამ ობიექტზე რამდენი მუშა მუშაობდა? _ 50 კაცამდე. _ მეორე ობიექტიც თქვენია? _ კი, აქ 5სართულიანი სასტუმრო უნდა გაკეთებულიყო. ორწელიწადნახევარია მშენებლობა გაჩერებულია. პრეზიდენტმა დაიწუნა არქიტექტურა. თქვა, ხიდი აღარ მოუხდებაო. არადა, ამ სასატუმროს პროექტიც იტალიელმა არქიტექტორმა გააკეთა. ,,ვერსია'' შეეცადა, ,,ქართუ ჯგუფის'' საკუთრებაში არსებულ როსტომ მეფის სასახლეში მყოფ მუშებს გასაუბრებოდა. თუმცა, მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ისინი დაიქირავეს და აქაურობას ალაგებენ. ვინ დაიქირავა, არ გაგვიმხილეს. თუმცა ,,ბიზნეს ცენტრის'' დაცვის თანამშრომელმა გვერდით გაგვიყვანა და დეტალები გვიამბო. მის სახელსა და გვარს, ობიექტური მიზეზების გამო, საჯაროდ არ ვასახელებთ: ,,გვეუბნებიან, ტურისტული ბიურო იხსნებაო. ეს მუშები ვინ არიან, არ ვიცით, შემოვიდნენ და თვითნებურად, ჩვენს დაუკითხავად, აკეთებენ ყველაფერს. 26 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე, როცა დაცვის ბიჭები ობიექტის შემოვლას ახორციელებდნენ, ორი უცნობი პიროვნება შენიშნეს, რომელიც სიბნელეში სანთებელას სინათლეზე, რაღაცის გარკვევას აპირებდნენ. მათი ვინაობით რომ დავინტერესდით, გვითხრეს, ,,არენდატორები'' ვართო. ვკითხე, რა გინდათმეთქი, მიპასუხეს, ტურისტული ბიურო უნდა გაგვეკეთებინაო. მერე ძალით შემოვიდნენ. _ ახლა რას აკეთებენ? _ ტურისტული ბიურო უნდა გავხსნათო. _ ანუ ახლა ობიექტის ჩამორთმევაზეა ლაპარაკი? _ დიახ. ტურისტული ბიუროს გაკეთება აქ არ იგეგმებოდა. მეორე ობიექტიც გაუჩერეს ბიძინა ივანიშვილს. ,,ბიზნეს ცენტრის'' გვერდით სასტუმრო უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ როცა ბატონმა ბიძინამ ხიდი აუშენა, სააკაშვილმა სასტუმროს პროექტი დაუწუნა, უთხრა ხიდს მიმახინჯებსო. სასტუმროს მშენებლობა ერთი წელია გაჩერებულია. _ სასტუმროს პროექტი დამტკიცებული იყო და მერე აღარ მოეწონა მიხეილ სააკაშვილს? _ დიახ. ფული უნდოდა მიშას, რომ ეს მშენებლობა გაგრძლებულიყო. ბატონმა ბიძინამ აღარ მისცა და ჩვენი პრეზიდენტიც ჯიბრში ჩაუდგა. _ რამდენს სთხოვდა? _ გავიგეთ, რომ შარშან 1 მილიარდი მოუთხოვია. _ ბიზნეს ცენტრში, რა კომპანიები უნდა შემოსულიყვნენ? _ ბოლო სართული მთლიანად აზერბაიჯანულ ,,ფაშა ბანკს'' ჰქონდა ნაქირავები; ერთი სართული ,,ბრითიშ პეტროლიუმს''; ერთი სართულიც ინგლისურ კომპანიას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აფინანსებდა. ,,ვერსია'' შეეცადა გაერკვია, რატომ შეუჩერეს ,,ქართუ ჯგუფის'' ბიზნესცენტრს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება, რატომ არ აძლევენ მუშებს ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების საშუალებას. ამის გასარკვევად მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით, რომელთაც წერილობით გვიპასუხეს: ,,თბილისის მერია გაკვირვებას გამოთქვამს კოპანია „ქართუს“ მიერ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ის არის დაუსაბუთებელი, არამართლზომიერი და პოლიტიზირებული. თბილისის მერია ახორციელებს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამას და მიესალმება ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლსაც საკუთარი წვლილი შეაქვს, როგორც ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ისე ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში, რასაც დამატებითი დასტური არ სჭირდება. ყოველივე ეს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რაც შეეხება კონკრეტულ ობიექტს: ამა წლის 1 სექტემბერს შპს ,,ახალმა კაპიტალმა'' შემოიტანა განცხადება მრავალფუნქციური ბიზნესცენტრის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადება შემოტანილი იყო ხარვეზებით და ამასთანავე, არაუფლებამოსილი პირის მიერ, ზედამხედველობის სამსახური კანონით დადგენილ ვადებში მოქმედებს. ვადების დარღვევა არ მომხდარა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა შეტყობინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ბიზნესცენტრში შემოდიან მსხვილი კომპანიები, რომელთა ოპერირება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მერია აცხადებს მზადყოფნას, უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული პროექტის წარმოდგენისთანავე, კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ბიზნესცენტრში. ჩვენთვის ცნობილია, რომ გაფორმებულია ხელშეკრულებები და შეთანხმება, ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიც არიან: ,,ერნსთ ენდ იანგი,'' ,,კომერც ბანკი,'' ,,დევეილე ბანკი,'' ,,აზის განვითრების ბანკი,'' ფაშა ბანკი და სხვები, რაც დამატებითი სტიმულია ამ ობიექტების სწრაფად დასრულებისთვის. აღნიშნული კომპანიების არსებობა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული პროცედურა გაცილებით ადრე დაიწყო და, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს კავშირი აქვს მის სავარაუდო მფლობელის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებასთან, – უსაფუძვლოა. რაც შეეხება ავტოსადგომის თემას, რომელიც მდებარეობს ერეკლე მეფის მოედნის ქვეშ, ის წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და კომპანია „ახალი კაპიტალს“ გადაცემული ჰქონდა იმ პირობით, რომ სადგომი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის და არა რომელიმე კონკრეტული ობიექტისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებული ბრალდება უსაფუძვლოა. თბილისის მერიისთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროცესში ჩართულ ყველა კერძო კომპანიას და იმედს ვიტოვებთ, რომ ,,ახალი კაპიტალი'' უმოკლეს ვადებში გააგრძელებს სამუშაოებს და გამოვთქვამთ მზაობას, შესაძლებლობის ფარგლებში, აღმოვუჩინოთ მათ თანადგომა, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს შენობის ექსპლუატაციაში მიღება და ხელი არ შეეშალოთ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს მუშაობის დროულად დაწყებაში. იმისთვის, რომ გამოირიცხოს „ქართუს“ მხრიდან თბილისის მერიის მიმართ პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხები, ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას ნებისმიერ თემაზე მივაწოდოთ ინფორმაცია. მაგალითისთვის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში „ქართუ მენეჯმენტის“ მიერ, 19 ოქტომბერს შემოტანილია პროექტი, სოლოლაკში მდებარე „ბიზნესცენტრში“ მიშენების შესაძლებლობაზე, რაც უკვე დაკმაყოფილებულია. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოქმედებს''. ამ დროისათვის, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ,,ქართუ ჯგუფის'' ადვოკატებთან არკვევენ, ვინ გასცა იჯარით ,,ნიუ კაპიტალის'' მფლობელობაში არსებულ შენობაში 150 კვ სმ ფართი, ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტებს და თუკი ხარვეზების აღმოფხვრაზეა საუბარი, რატომ არ უშვებენ მუშებს სარემონტო სამუშაოს დასასრულებლად. როგორც ჩანს, ხელისუფლებას დრო გაჰყავს და ყველა მეთოდით ცდილობს, პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიძინა ივანიშვილის ყურადღება სადავო ბიზნესპროქტებზე გადაიტანოს.
|