ვუყურე ვიდეოს.
მოკლედ, ტიპიური პოლიტბიუროს სხდომა.
ახლა კი ისმის კითხვა:
სად იპოვა ეს მიწიერი ჯოჯოხეთი ამ უპატრონომ?
ლემშვენიერაში გველები საცხოვრებელ სახლებშიც შედიან,,დღე ისე არ გავა, რომ ერთი გველი მაინც არ მოვკლა”
1987 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ლემშვენიერაში, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, სვანეთიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ჩამოასახლა. დღეისათვის, თითქმის, უდაბნოში გაშენებულ დასახლებაში 740-მდე კომლი ეკომიგრანტი ცხოვრობს. მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყარო მეცხოველეობაა.
ზაფხულის ცხელ დღეებში, სოფელში მწვანე ბალახს კი არა, ხესაც ვერ ნახავს კაცი. იქაურობა სიცხისგანაა გადამწვარი. სოფლის შარაგზაზე კი, ადგილობრივების მიერ მოკლული ქვეწარმავლები ყრია. წლებია, რაც მსგავსი სანახაობა იშვიათობას არ წარმოადგენს. სოფლის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ და შესაბამის სამსახურებს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.
მარიკა ვარდოშვილი, ლემშვენიერასოფელ ლემშვენიერაში გველები საცხოვრებელ სახლებშიც კი შედიან. სოფლის მაცხოვრებლები სხვადასხვა ფერისა და სიგრძის ქვეწარმავალს ხან საძინებელში ნახულობენ, ხანაც _ სასადილო ოთახში. გასულ წლებში გველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტებიც დაფიქსირდა, თუმცა წელს, სოფლის მოსახლეობის უფრო მეტი მობილიზების წყალობით, მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა.
ვიქტორ ფალიანმა ოთახში გველი ტელევიზორის ყურებისას შენიშნა. ,,ტელევიზორს ვუყურებდი, როდესაც გავთიშე და ოთახში გავიარე, უცბათ, გველს წავაწყდი, კინაღამ ფეხი დავადგი. ქვეწარმავალი, რომელიც ოთახში ვნახე, ერთ მეტრამდე სიგრძის იქნებოდა”, _ განაცხადა ვიქტორ ფალიანმა.
შხამიანი გველები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სიცოცხლისათვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ იქცნენ. სოფელ ლემშვენიერასა და ნაგების მაცხოვრებლები საცხოვრებელ სახლსა თუ საკარმიდამო ეზოში, თითქმის, ყოველდღე პოულობენ სხვადასხვა ზომის, ფერისა და სახეობის გველებს. მოსახლეობა მათ გოგირდის დაწვით, ხანაც, თუ მიასწრებენ, მამაპაური გზით _ ჯოხებითა და ბარებით უმკლავდება.
,,გუშინ, სახლიდან გარეთ გამოვდიოდი და კარებში უშველებელი გიურზა დავინახე, სახლში შემოდიოდა, კარი უცბათ მივხურე, მერე კეტით და ბარით, როგორც იქნა, მოვკალი. სახლში მეორეც ვნახე, სადღაც შეძვრა, მხოლოდ კუდი დავინახე და ვერ მოვკალი”, _ განაცხადა ნოდარ ილდანმა.
სოფელი ლემშვენიერა ნახევრად უდაბნოს ზონაში მდებარეობს. ბოლოდროინდელი გვალვებისა და უწყლოობის გამო კი, ქვეწარმავლები განსაკუთრებით მომრავლდნენ. სოფელში ყველაზე ხშირად გიურზას ნახულობენ. სახლსა და ეზოებში გოგორდის კვამლს აბოლებენ, მაგრამ ეს ქვეწარმავლებზე დიდად არ მოქმედებს. მოსახლეობა დაბნეულია, ლემშვენიერაში უკვე ბავშვების გარეთ გაშვებისაც კი ეშინიათ. ამბობენ, რომ სახლშიც ისეთივე საფრთხე ემუქრებათ, როგორც გარეთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
,,მუდმივი სიფრთხილე გვმართებს. დღე ისე არ გავა, რომ ერთი გველი მაინც არ მოვკლა. ბავშვებს მეთვალყურეობის გარეშე გარეთ ვეღარ ვუშვებთ, გარეთ კი არა, უკვე სახლშიც შემოდიან. გარეთ ძალიან რომ ცხელა, ეტყობა, სახლში იმიტომ მოდიან. აღარ ვიცით, რა ვქნათ. გოგორდს ვწვავთ და კვამლს ვაბოლებთ, მაგრამ მაინც გვეშინია, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ”, _ განაცხადა როზა ვალიანმა.
,,ბავშვებმა იციან, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. კარგი იქნება, თუ რაიმე სახის ღონისძიებებს გაატარებენ”, _ განაცხადა მარიკა ფილფანმა.
გარდაბნის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ლემშვენიერაში არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ჯერჯერობით, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაგეობის თავმჯდომარის მოადგილე პეტრე გამჯაშვილი ამბობს, ჰერპეტოლოგებისა და ზოოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს ელოდებიან.
,,სპეციალისტი ნახავს, თუ რა სახეობის ქვეწარმავლები არიან, საქმის კურსში ჩავაყენებთ ზოოლოგიის ინსტიტუტს და ამ დარგის სპეციალისტებს”, _ ამბობს გამჯაშვილი.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ლემშვენიერაში და არა მარტო იქ, ზოგადად, გარდაბნის სოფლებში, ქვეწარმავალთა სიმრავლის პრობლემა ყოველ ზაფხულს დგას, ჰერპეტოლოგებს ადგილზე მდგომარეობის შესწავლისა და შხამიანი გველების დაჭერის მიზნით, არასდროს უმუშავიათ. შესაბამისად, ადგილობრივ გამგეობაში ჰერპეტოლოგთა ჯგუფთან სეზონურად მუშაობის შესახებ ხელშეკრულებაც არასდროს გაუფორმებიათ.
გარდაბნის სოფლებისგან განსხვავებით, რამდენიმე წელია, რაც რუსთავში, ზაფხულობით, სისტემატურად მუშაობს ჰერპეტოლოგთა ჯგუფი.
ჰერპეტოლოგები და ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, იმ ადგილებს გაერიდონ, სადაც ქვეწარმავლებს შენიშნავენ. დაკბენის შემთხვევაში კი, სასწრაფოდ ექიმს მიმართონ. თუ ზემოაღნიშნულ რჩევას ყურს დაუგდებენ, ლემშვენიერას მაცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლებიდან აყრა მოუწევს.
http://kvemokartli.ge/geo/articles.php?id=201=========================