http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-30...html?lang=ka-GEსანამ ქვეყნის მოსახლეობა სასწორზე დგას და იმის ფიქრშია რომელი პოლიტიკური ძალისკენ მიმართოს თავის ყურადღება, ხმა და მხარდაჭერა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ძალები ამაზე ჩვენს გარეშეც ფიქრობენ, გეგმავენ და მოქმედებენ. დაბნეული, ჭორ-მართალის გავლენის ქვეშ მყოფი ამომრჩეველი, სანამ იმის ფიქრშია ვინ გაყიდულია, ვინ გადაბირებული, ვინ "რუსეთუმე", ვინ ამერიკანისტი და ვინ "მიშისტი", თურმე ყველაფერი დაწყობილ- დალაგებულია და ახლა ამ შინაარსის მიხედვით, ოქტომბრის არჩევნების სცენარზე მიდის აქტიური მუშაობა.
"ივერონისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კულუარული მოლაპარაკების შესახებ, რომლებზეც თურმე უკვე კონკრეტული პროცენტებიც კი გადანაწილებულია.
სანდო წყაროს ინფორმაციის მიხედვით (რომლის ვინაობის დასახელების უფლებაც სამწუხაროდ არ გვაქვს) მომავალი პარლამენტი შემდეგნაირად იქნება დაკომპლექტებული: კოალიცია "ქართულ ოცნება" ახალი მოწვევის პარლამენტში 30 კაცით იქნება წარმოდგენილი, 8 ადამიანის "გაყვანას შეძლებენ" "ახალი მემარჯვენეები", 12 კაცით კი "ქრისტიან-დემოკრატები" იქნებიან წარმოდგენილი.
"ივერონის" წყაროს ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტიასთან ოპოზიციის კულუარული მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის და დიალოგში სხვა "წონადი" პარტიების ჩართვაც იგეგმება.
ცირა შერგელაშვილი
------------------------------------------------------------
შედევრი სტატიაა :up: