ბიძინა ივანიშვილმა 10 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადარიცხაკოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმიდან 10 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადარიცხა , - ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს საღამოს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.
მისივე თქმით, პროცედურები უკვე დაწყებულია, თუმცა, მისთვის ცნობილი არ არის, აღნიშნული თანხა შესაბამის ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა თუ არა.
როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმიდან მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონი ლარი ჩარიცხოს. მისი განმარტებით, ცნობილი გარემოებების გამო არ აქვს შესაძლებლობა პირადად დაეხმაროს სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობას, რადგან ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება.
"ძალიან განვიცდი იმ უბედურებას, რომელიც სტიქიის შედეგად თავს დაატყდა ჩვენს თანამოქალაქეებს კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. ასეთ დროს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ვალია თანადგომის და სოლიდარობის ხელი გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს. პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისათვის მაქსიმუმ 1 500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყოველი ოჯახისათვის სტიქიით მიყენებული ზარალი ხშირად რამდენჯერმე აღემატება ამ თანხას.
ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო მე არ მაქვს შესაძლებლობა პირადად დავეხმარო სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს - ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამითვლის. ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას.
შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.
შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო.
იმისათვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილებებით "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთლიანობაში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო.
პირველი ოქმის საფუძველზე, კონტროლის პალატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე კომპანია "გლობალ კონსალტინგის" გამოყენებით, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათობით ათასი სატელიტური ანტენა, რისთვისაც 12 622 019 ლარი შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით კი ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების შპს ,,ბურჯისა" და შპს ,,ელიტა ბურჯის" სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს". კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისთვის ივანიშვილმა 2 242 994 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ კი 15 ივნისის დადგენილებებით ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებების იმ ნაწილში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხის დაანგარიშება მოხდა.
შესაბამისად, ერთობლიობაში ჯარიმების ოდენობა შემცირდა და საბოლოოდ 148 650 131 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 74 325 065.65 ლარით.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...gadarickha.html===============
P.S.
სასამართლო ელოდება დანარჩენი დაკისრებული თანხის გადახდას.
ნუ გაწელავთ მის დაფარვასაც, ბატონო ნახევარქათამავ.
ხოლო ამის მერე თუ გაგიჩნდებათ სურვილი, დაეხმაროთ სტიქიისაგან დაზარალებულ ხალხს, ვინ ოხერი გეტყვით ამაზე უარს.
This post has been edited by აფხაზეთი on 21 Jul 2012, 01:02