1 ცხენზე მჯდომი პრეზიდენტი ნახო: ფული მოგივა.
2 ცაში მფრინავი პრეზიდენტი ნახო: სამოგ-ზაუროდ წახვალ.
3 შიშველი პრეზიდენტი ნახო: მოულოდნელ ამბავს შეიტყობ.
4 ტანსლიკინა პრეზიდენტი ნახო: ვალს გაის-ტუმრებ.
5 ტანწერწეტა პრეზიდენტი ნახო: ძვირფას საჩუქარს მიიღებ.
6 ტანდაბალი პრეზიდენტი ნახო: ძვირფას ნივთს დაკარგავ.
7 ზღვაში მცურავი პრეზიდენტი ნახო: რე-მონტს გაასრულებ.
8 უცხო ქვეყნის პრეზიდენტი ნახო: რაიმე ვირუსი შეგეყრება.
9 ექს-პრეზიდენტი ნახო: ოჯახის წევრი გა-გებუტება.
10 ექს-ექს-პრეზიდენტი ნახო: ოჯახის წევრი შემოგირიგდება.
11 სეპარატისტთა პრეზიდენტი ნახო: ცოლს (ქმარს) აწყენინებ.
12 მეორე სეპარატისტთა პრეზიდენტი ნახო: შვილი ცუდ ნიშანს მიიღებს სკოლაში.
13 ერთდროულად ხუთი პრეზიდენტი ნახო: დაბადების დღეზე დაგპატიჟებენ.
14 ბანჯგვლიანი პრეზიდენტი ნახო: ახალ სექ-სუალურ გამოცდილებას შეიძენ.
15 ქოსა პრეზიდენტი ნახო: ძველსაც დაი-ვიწყებ.
16 პრეზიდენტის პირდაპირი ეთერი ნახო: ტყუილად ნურც ეცდები, იმ დღეს ვეღა-რაფერს მოასწრებ.
17 პრეზიდენტის პრესმდივანი ნახო: ახლო-ბელი გაგჭორავს.
18 ძუძუმოშიშვლებული პრეზიდენტი ნახო: ტაძრად მიდი და სანთელი დაანთე - ბოროტი გყოლია შეჩენილი.
19 პრეზიდენტის მეხოტბეები ნახო: წნევის აწევა იცის.
20 პრეზიდენტის მლანძღველები ნახო: ფაღა-რათს ელოდე.
21 პრეზიდენტი და პატრიარქი ნახო: ჯიპს გაჩუქებენ.