"ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის განცხადება
https://www.facebook.com/neoxeiteli 1 მაისს პარლამენტმა "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი"აზარტული თამაშების თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ", რომელიც კობა დავითაშვილის ინიციატივით გადიოდა, მეორე მოსმენით ჩააგდო - 46 მომხრე, 44 წინააღმდეგი(ქვორუმი 59, დააკლდა 13 ხმა)! ძნელია აიხსნას ზოგიერთი პარლამენტარის საქციელი, ვინაიდან პირველი მოსმენაზე 6 მარტს კანონპროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა - 77 მომხრე, 14 წინააღმდეგი. პარლამენტმა მიიღო უზნეო გადაწყვეტილება!!! განა რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში? სავარაუდოთ, ორი თვის განმავლობაში, "სათამაშო ბიზნესმა" შეძლო პარლამენტარებზე ზეგავლენის მოხდენა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული სხდომა ჩატარდა ვნების კვირაში, ოთხშაბათს, დღე როდესაც იუდამ უღალატა და 30 ვერცხლის საფასურად გასცა ქრისტე! პარლამენტარებმა, რომლებმაც შეცვალეს გადაწყვეტილება - უღალატეს- ზნეობას!
თავიდანვე ვიცოდით, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობა". თუ კიდევ გასაგებია, პოლიტიკური ორიენტაციის გამო (თავისუფალი ვაჭრობა და ლიბერტარიანიზმი) "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების"(ალასანია) პოზიცია.
ყოვლად არადეკვატური პოზიცია გამოხატეს და კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს იმ პიროვნებებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა (ზვიად ძიძიგური, "კონსერვატორები"; გუბაზ სანიკიძე, "ეროვნული ფორუმი"), რომლებიც ქადაგებენ "ეროვნულ იდეოლოგიას".
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს!!! ამ შემადგენლობას, არ ძალუძს, სამართლებრივი, ეროვნული და მითუმეტეს ზნეობრივი საკითხების გადაწყვეტა ქვეყნის და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ!!!
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე:
არასამთავრობო ორგანიზაცია "ე.რ.ი." ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მოითხოვდა "აზარტული თამაშების" სრულ აკრძალვას!
ჩვენი მოთხოვნა იყო: "აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა და "სათამაშო ბიზნესის რეგულაცია".
განვითარებული მოვლენების შედეგად, ჩვენ ვუერთდებით ბ-ნ კობა დავითაშვილის ინიციატივას და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ხელმოწერების (საჭიროა 200 000 ხელმოწერა) შეგროვებას, რათა შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმის მეშვეობით, მოსახლეობამ გადაწყვიტოს: "აიკრძალოს თუ დარჩეს სათამაშო ბიზნესი საქართველოში!"
გაირკვა, ვინ არის პარლამენტში აზარტული თამაშების პროპაგანდის მომხრე:
1.ნაციონალები
2.რესპუბლიკელები:
ბერძენიშვილი დავით – თავმჯდომარე
ხიდაშელი თინათინ - მოადგილე
წერეთელი მალხაზ - მდივანი
აგულაშვილი გიგლა
ბერძენიშვილი ლევან
ებანოიძე ნოდარ
უსუფაშვილი დავით
ხმალაძე ვახტანგ
საყვარელიძე ფრიდონ
3.ოცნება – თავისუფალი დემოკრატები:
ჩიქოვანი ირაკლი -თავმჯდომარე
გოგუაძე ნინო - მოადგილე
ფოფხაძე გედევან - მდივანი
აბაშიძე ზურაბ
დოლიძე ვიქტორ
ონოფრიშვილი დავით
სამხარაული გელა
ჯაფარიძე თამაზ
შიოშვილი თამაზ
ცაგარეიშვილი გიორგი
4. "ეროვნული ფორუმი":
მალხაზ ვახტანგაშვილი-თავმჯდომარე
თემურ მაისურაძე-მოადგილე
გიორგი ხეჩინაშვილი-მდივანი
შალვა კიკნაველიძე
გუბაზ სანიკიძე
ანი მიროტაძე
5.ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" :
ბუკია გიგა - თავმჯდომარე
კაჭახიძე მერაბ - თავმჯდომარის მოადგილე
შავლოხაშვილი რევაზ - მდივანი
ძიძიგური ზვიად
გუჯაბიძე ბიძინა
კვიჟინაძე პაატა
დასრულდა ოცნებები
ეს ფრაქციები და დეპუტატები მომხრენი არიან საქართველო დარჩეს მსოფლიოში ერთადერთ, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად, სადაც ყოველ ნაბიჯზე დაშვებულია აზარტული თამაშების რეკლამა და პროპაგანდა