მოკლედ! გავილექსები ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და მკიდია მიშისტს დამიძახებთ, BB-ისტს თუ ვისტს!
რაც შეეხება სასამართლოს!
დამოუკიდებელი სასამართლოს ვაივიშია ატეხილი სრულიად საქართველოაში და მესმის რატომაც! სასამართლო ოპოზიციისთვის ძალიან კარგი და დიდხნიანი (რამდენიმე ათწლეულის) საქილიკო თემაა და აგიხსნით რატომ!
1) დამოუკიდებელი სასამართლო პირველ რიგში თვითდაფინანსებაზე გადასული სასამართლოა, რომელიც არაა დამოკიდებული არავიზე და შესაბამისად მიუკერძოებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება! მე ვსვამ კითხვას - მთელს მსოფლიოში სასამართლო არის ძვირი სიამოვნება და აქვს თუ არა რიგით ქართველს იმის შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს მიუკერძოებელი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და ამავე დროს ძალიან ძვირი სასამართლოს მომსახურებით?
2) იმისათვის რომ სასამართლო გადავიდეს თვითდაფინანსებაზე და შეეძლოს თავისი თავის მინიმუმ შენახვა საქმეები უნდა ბევრი იყოს და რაც მთავარია აქ არ ვგულისხმობ სისხლის სამართლის საქმეებს. აქ ლაპარაკი მაქვს სამოქალაქო გარჩევებზე, რომლებზეც მოდის მსოფლიოს ყველა სასამართლოების შემოსავლის თითქმის 70%! შესაბამისად ვსვამ კითხვას - არის ქართული საზოგადოება მზად იმისთვის, რომ მეზობელთან საცხოვრებელი ფართის პრობლემების საქმე მიიტანოს სასამართლოში და იქ გაარჩიოს ეს საქმე, თუ უმრავლესობა მაინც დედის პრ**ის გინებიტ მოაგვერებს ამ თემას? ნებისმიერი სხვა საქმე რომელიც ისევ და ისევ ვიმეორებ არა სისხლისსამართლის დანაშაულებებს ეხება შევა ძვირ სასამართლოში? მგონი არა?
ამ ყველაფრიდან მიჩნდება კიდევ ერთი კითხვა - თუ სამოქალაქო საქმეები არ ექნა სასამართლოს, თუ უბრალო მოქალაქის უმრავლესობა მამენტ მიიტანდა საქმეს სასამართლოში მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა და შესაბამისად ისევ დედის პრ**ის გინებით ამჯობინებდა პრობლემის გადაწყვეტას რის ხარჯზე შეძლებდა სასამართლო თავისი თავის დაფინანსებას? არ ეცდებოდა ისევ და ისევ დაბრუნებოდა მთავრობის თბილ კალთას და გარანტირებული შემოსავალი დაებრუნებინა?
მოკლედ ჩემი აზრით დამოუკიდებელი სასამართლო დღევანდელ საქართველოში მითია და ძალიან კარგი საქილიკო თემა!
ეს პრობლემა პირველ რიგში საზოგადოების კულტურის და მოუმწიფებლობის პრობლემაა, რომელიც პრობლემების ცივილურად გადაწყვეტის ნაცვლად პირველყოფილი ადამიანის მსგავსად უდგება საკითხს!
რამდენადაც მე ვიცი ის მწირი სამოქალაქო საქმეები რომლებიც სასამართლოში მიდის საკმაოდ მიუკერძოებლად ირჩევა! აი საქმეები სადაც სახელმწიფოს, მთავრობის ან მათთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ იქაჩება სასტავი და ილუზიები აქვთ, რომ ესე ადვილად გადაჭრიან ამ თემას არ მესმის და მომკალი!
ბოლობოლო ჩვენ ვცხოვრობთ განვითარებად ქვეყანაში და ნუ ითხოვთ იმას ის მიღწევასაც ათწლეულები სჭირდება 2-3 წელიწადში!
გეყოთ ეხლა!!!